ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

AutoSharing Option
8 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ჩვეულად თავშეკავებულად ისაუბრა:

"ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტები არ ვართ. საერთოდ, ჩვენს ჯგუფს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს, ყველას თანაბარი შანსი აქვს. საქართველო კარგი გუნდია და რთული თამაში გველის. მომავალ მატჩში ჩვენს გეგმაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გუნდს მუდამ საუკეთესოდ სათამაშოდ ვამზადებ. კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით.

თქვენი ნაკრებიდან კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, კარგ ფეხბურთს თამაშობს და შედეგს აღწევს. მას პატივს ვცემთ, თუმცა 3 ქულის მოპოვება
გვსურს.

მინდა ნოემბერში ისევ ჩამოვიდეთ და პლეი-ოფის ფინალში შეგხვდეთ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტირებულნი".

პრესკონფერენციაზე მყოფმა ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა კი თქვა, რომ სომხეთთან ძლიერ სიცხეში ითამაშეს, თბილისში ჩინებული სტადიონია, მინდვრის საფარიც კარგ მდგომარეობაშია და გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.


მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭებო, საქართველოს ნაკრებო!!! გიყურებთ და გეხმარებით აქედან. ტრიპაჩობის გარეშე, ლამაზად, ლაღად და თავდაჯერებულად! აბა თქვენ იცით, წარმატებები !!! ვანახოთ ამათ, სად ჩამოვიდნენ
გადასარევი გიორგი
19:53 07-09-2020
1
ჩვენც ეგ გვინდა... წარმატებები კოსოვოსთან!!!
P.S. ჩვენ რა თქმა უნდა ორივე ჯერზე გასიამოვნებთ
ქართველი888
19:46 07-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული