ვაისი: ბელარუსთან სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის - დაცვის მარცხენა ფლანგსა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ჩაკვეტაძე დავასვენეთ, მისი ფიზიკური კონდიციებისთვის ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება. მეორე ტაიმში მოსაგებად საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა, ჯაბას, შენგელიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2 ქულა დავკარგეთ.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთა ლიგის D დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი. ბელარუსებთან კი სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი გველის.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვაქვს. პრობლემაა
ცენტრფორვარდის პოზიციაც. ევროპის დონისთვის საკმარისი არ არის ჩვენი თავდამსხმელების თამაში. ქვილითაია კარგი ფეხბურთელია, ბევრი იბრძოლა, თუმცა კიდევ მეტი უნდა ივარჯიშოს, მეტი უნდა გააკეთოს, თუ ეროვნულ გუნდში ადგილის მოპოვება სურს.

ნიკა მალის შანსი მივეცით. მან პირველი 30 წუთი კარგად ითამაშა, შემდეგ შეცდომა დაუშვა. ნიკა კარგი ბიჭია, ახალგაზრდაა. შესაძლოა, ჩემი შეცდომა იყო და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვიჩქარე, პირდაპირ შუა ცეცხლში შევუშვი. მისი შეცდომის გამო 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არაფერია, შეცდომას ყველა უშვებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შანსს აღარ მივცემთ.

ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს. ყველა უშვებს, მაკედონიელებმაც არაერთხელ შესცოდეს, მაგრამ ჩვენ მათი დასჯა ვერ მოვახერხეთ, არადა, მომენტები გვქონდა. გოლის გატანა თავდამსხმელების საქმეა და ზემოთაც აღვნიშნე, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი არ ვარ.

ბუდუ ზივზივაძის თამაშს ბრატისლავაში დავესწარი - 1 ტაიმი ჩაატარა და ისე ითამაშა, როგორც დღეს ქვილითაიამ. მას შანსს მივცემთ, თუმცა ამისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაგვაკლდნენ. არ გვყავდა კიტეიშვილიც, ტაბიძეც არ იყო. იმედია, მათთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშებთ".


მკითხველის კომენტარები / 74 /
დიდად ვერ ვერკვევი..მაგრან.მალიმ.დასაწყისი მშვენივრად ითამაშა.გოლიც აშკარად მაგის შეცდომა იყო.რაც შეეხება სენგელიას არაფერი სეუქმნია მას.ორივე მომენტი შეუქმნეს და მეორე აუცილებლად გასატანი გოლი იყო.ცენტრფირვარდი აშკარად არ გვყვავს.გუნდი მშვენივრად თამაშობს.
Gio
09 სექტემბერი 2020 11:34
2
ვაის წადი რა თავი დაგვანებე! არანაირი ტაქტიკა ნაკებში არ ჩანს ისევ და ისევ ფეღბურთელების თვით შემოქმედებით ვართ მარტო!
საქართველო
09 სექტემბერი 2020 11:00
8
ცენტრფორვარდი არ ვიცი და დაცვის მარცხენა ფრთაზე დააყენე გრიგალა, მართალია შეტევას ვერაფრით შეეწევა, მარა დაცვას მარცხნიდან ჩაკეთავს საიმედოთ. გუშინ გრიგალავა რომ მდგარიყო მალის ადგილას წყნარ 1-0-ს მივაღწევდით. თუმცა სამომავლოდ მალის კიდევ უნდა მიეცეს შანსი არაა ჩამოსაწერი.
fff
09 სექტემბერი 2020 10:56
0
კაი რო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია გვყავს და ბელარუსთან რამდენად გამოუვათ თამაში იმ შედეგს მივიღებთ
შოკირებული გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2020 09:47
0
მართალია, რომ აღიარა შეცდომები დაუშვა, მარტო მალის ბრალი არაა ის გოლი, გვილია რატომ არ ათამაშა არ მესმის, ქვილითაია რატომ ათამაშე, ჩაკვეტაძე თავიდან ჩაერთო, ბოლოსთვის რას ინახავდა, კომბინაციები არ ჩანდა, დავითაშვილი მუშაობდა, ბევრს სადილობდა მაგრამ ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან, ოქრუაშვილს დიდი არაფერი გაუკეთებია, მალი რატომ არ დააზღვიეს ეძინათ
გოგიტა
10 სექტემბერი 2020 16:38
2
მწვრთნელი კი არა, ფიზკულტურის მასწავლებელია. როცა ბოლო 25 წუთში რიცხვობრივი უპირატესობის ფონზე გოლი გვქონდა გასატანი, ბურთს ცენტრში ვაგორავებდით. მწვრთნელის მოვალეობაა საჯარიმოში ჩაწოდებები დაევალებინა. მაგრამ ამას მჯომარე მწვრთნელი ვერ მიხვდება, მინიმუმ ფეხზე უნდა ადგე და ზემოდან უყურო.
რაგბის ფანი
09 სექტემბერი 2020 16:17
15
გვილია არის ჩემი აზრით,შედარებით გამტანი ფეხბურთელი.გადაავლეთ წინა სეზონს თვალი და ნახვათ,ჩვენი ლეგიონერებიდან ყველაზე მეტი გოლი და პასი სწორედ გვილიას აქვს გატანილი! ასევე არის კიტეიშვილიც! ეს ორი კაცი აუცილებელია ძირითადში ბელარუსთან ოქტომბერში!ოქრი გოლეადორი არასდროს ყოფილა,ასევეა ქვილითაია და კაჭარავა! ხოლო ეს ახალგაზრდები კი ჯერ დასაღვინებელი არიან: კვარა,დავითაშვილი და ჩაკვეტაძე! ჩვენ დღეს გვიჭირს გოლების გატანა,თორემ ფინტაობაში ვერავინ ვერ გვჯობნის!
გაბო
09 სექტემბერი 2020 10:03
2
გაზონი ვერ გაუკეთებიათ და მწვრთნელისთვის გაიმეტებენ ფულს? ყველანაირი ფეხბურთელი გვყავს ჩვენ, და საბედნიეროდ ერთ პოზიციაზე რამოდენიმე, მხოლოდ გვინდა მწვრთნელი, ტოპ კლასის და ფედერაციის სიებით არ უნდა იკრიბებოდეს ნაკრები. ასე მგონია
ვას0
09 სექტემბერი 2020 08:59
0
მე დომინოს ვთამაშობ და მალის "ლობისტებს" არ შეუძლიათ ნაკრებში მომაწყონ?
r7
09 სექტემბერი 2020 07:59
2
მალმა დაუშვა შეცდომა მაგრამ ლორია გამოდიოდა და დაატორმუზა და გაშალა ფეხები და შუპამპალეს კიდევაც. თუ გამოდიხარ ბოლომდე გამოდი, ამ სიმაღლეა და ჩამოკიდებჯულ ბურთზეც საეჭვოდ გამოდის სულ. თავდასხმაში კი ისევ კაჭარავა უნდა დაეყენებინა. ქვილითაიას ტექნიკა აკლია ფეხებსში, ბურთი ვერ ჩამოიღო ერთხელ სწორად ყველა დაკარგა. კაჭარავა ბოლო 25 წუთი მაინც რომ შემოეშვა აჯობებდა. ბოლო ხუთ წუთში შეცვლას რა აზრი აქვს დრო თუ არ გყავს გასაყვანი. არასწორ დროს აკეთებს ეს კაცი ჩვლილებებს ყოველთვის. ბევრი გასატანი გამაზეს, ამას გარდა წვიმს და დერთყათ შორიდან ერთი ორი და მე მგონია ეს მეკარე ბურთს გაუშვებდა ან კი წინ გადმოუვარდებოდა და დამატებაზე ცენტრალურ თავდამსხმელს ყნოსვ უნდა ჰქონდეს, რაც კაჭარავს აქვს და ქვილითაიას აკლია.
Niko
09 სექტემბერი 2020 05:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული