კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ერთა ლიგის მეორე ტურში თბილისში საქართველოსთან მიღწეული ფრე (1:1) დაუფასეს და 30-ათასევროიანი პრემიაც გამოუწერეს.
"კარგი თამაში, ბრძოლა და რიცხობრივ უმცირესობაში მიღწეული შედეგი, რა თქმა უნდა, მიზეზი გახდა იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებს ახალ პრემიას მისცემს - 30 ათას ევროს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთთან გამარჯვებისათვის 30 ათასი ევრო გადაეცათ, ჯამში ისინი 60 ათასს მიიღებენ.
უბრალოდ, უნდა შეგახსენოთ, რომ ჯგუფში გამარჯვებისათვის ნაკრები 300 ათასით დაჯილდოვდება", - წერს "სპორტმედია".