ნიკა მალი: ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელები და ფეხბურთელები მამხნევებდნენ

AutoSharing Option
“საბურთალოს” 21 წლის ფეხბურთელის, ნიკა მალის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ შედგა. ჩვენ მას რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ:

- ნიკა, გილოცავთ ქვეყნის პირველ გუნდში დებიუტს. თავიდან დავიწყოთ – შეკრებაზე რომ გამოცხადდით, მთავარ მწვრთნელს თუ ესაუბრეთ?

- მადლობა მოლოცვისთვის. რომ გამოვცხადდი შეკრებაზე, ვლადიმირ ვაისი შემხვდა, მომილოცა ნაკრებში გამოძახება და წარმატებები მისურვა. შემდეგ, ვარჯიშებზეც მამხნევებდა, გვერდში დგომას ვგრძნობდი. მადლობას მას და სამწვრთნელო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს.

- სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ, თუმცა ეროვნულ ნაკრებში პირველად მოხვდით. ელოდით, რომ პირველივე ჯერზე მოგიწევდათ ძირითადში თამაში?
- მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე მთავარმა მწვრთნელმა მარცხენა ფლანგზე მათამაშა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი, არ ვიცოდი. ეს ყველაფერი თეორიაზე გავიგე. სიურპრიზი იყო, გამეხარდა და კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცა. ხშირად არ ხდება, რომ ფეხბურთელი პირველივე გამოძახებაზე ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის.

ვიცი, რომ ბევრი მაქვს სამუშაო, მოსამატებელი მაქვს სხვადასხვა კომპონენტში. ყველაფერთან ერთად, გამოცდილებაც დამიგროვდება და მჯერა, მომავალში უკეთ წარმოვაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს.

- სადებიუტო მატჩზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- მოსაგები თამაში იყო, უნდა მოგვეპოვებინა 3 ქულა. ერთმა შეცდომამ, რომელიც ჩემ გამო მოხდა, ქულები დაგვაკარგვინა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მეორე გოლის გატანა.

- იმ ეპიზოდის შემდეგ, როდესაც გოლი გავუშვით, ხომ არ გაგიჭირდათ თამაში?

- ფსიქოლოგიურად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა იპოვო ძალა და გააგრძელო თამაში. ვცდილობდი, აქტიური ვყოფილიყავი და გუნდისთვის სარგებელი მომეტანა.

- თამაშის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გესაუბრათ?
- მწვრთნელები და ფეხბურთელები მამხნევებდნენ, გვერდში დამიდგნენ.

- ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ - “საბურთალოს” უახლოესი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ელის. ახლა ალბათ მთლიანად საკლუბო თამაშებზე გადაერთვებით…
- არა მხოლოდ უახლოესი მატჩები, არამედ დარჩენილი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა, პირველ ადგილთან მხოლოდ ერთ ქულას ვაგებთ, სამ გუნდს კი თანაბარი ქულები გვაქვს. ყველა თამაშში მობილიზება და ქულების მაქსიმალური დაგროვება გვმართებს.

- წლეულს რისი მიღწევა შეუძლია “საბურთალოს”?
- ჩემპიონობა შეგვიძლია, ისევე, როგორც ცხრილის ზედა პოზიციებზე მყოფ რამდენიმე კლუბს. ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები გველის.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაისის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არასწორი სასტავი დააყენა, ასეთ თამაშში დებიუტების დრო არ არის, მალის დაყენება, ოქრიაშვილის პლეიმეიკერად თამაში, დავითაშვილის ორი ტაიმი, ქვილითაიას თამაში, ლობჟანიძე საერთოდ არ ათამაშა და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო არ ვიცი, ჩვენი არასწორი მოქმედებით ჯგუფი ჩავაბარეთ მაკედონიას. თუ 10 კაციან მაკედონიას მაკედონიას ვერ უგეფ მაშინ ევროპაზე რა გვინდა?
ss
11 სექტემბერი 2020 13:39
0
კვარაცხელია ჩვენი ახალი ამომავალი ვარსკვლავია , როგორიც იყვნენ ანანიძე და ყენია ))
გიორგი
11 სექტემბერი 2020 10:05
8
მალის შეცდომაზე მინდა გითხრათ.გუნდი ერთსულოვანი უნდა იყოს მოედანზე ,ერთის შეცდომა ყველას შეცდომაა,ერთის გამწარება ყველას გამწარებაა.კვეკვესკირმა ამ შემთხვევაში უჩვენა მინიმუმ დაბალი კლასი,ხოლო თუ რამე ინტრიგა გაწუხებს მოედანზე საერთოდ არ უნდა გამოხვიდე, შენს უკან სამშობლოა.
ილია
11 სექტემბერი 2020 08:46
0
ნიკა ძალიან მაგარი ბიჭია და ცოტახანში კაკაბაძეს ჩაანაცვლებს მარჯვენა ფლანგზე.ძალიან უყვარს შეტევებში ჩართვა,ისე როგორც ამ პოზიციის ფეხბურთელი უნდა აკეთებდეს,თუმცა ყველაფრის თავი, იმ შეცდომისა და ფაქტობრივად არც ისე წარმატებული დებიუტისა ნაკრებში არის ის რომ მემარჯვენე არცერთ ვარიანტში არ უნდა თამაშობდეს მარცხენა მცველის პოზიციაზე.თუ ვინმემ იცით ესეთი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი სადაც მემარჯვენე თამაშობს მარცხენა მცველს,მე ვერ ვიხსენებ და ალბათ ძნელად თუ მოიძებნება. ვისაც ფეხბურთი უთამაშია ძალიან კარგად მიხვდება რამხელა მინუსები აქვს მარცხენა მცველად მემარჯვენეს დგომას.მიუხედავად იმისა რომ ვაისი ძალიან მომწონს და რაც ნაკრებში მოვიდა აშკარად ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და აღარ ვდგავართ საკუთარი საჯარიმოს გარშემო,ჩემი აზრით ნიკას ესეთი არც ისე წარმატებული დებიუტი ვაისის "დამსახურებაა". სამწუხაროდ ვაისი იმაშიც მართალია ძალიან გვიჭირს მარცხნივ დაცვაში და გოლის გამტანი კაცი ფაქტობრივად არ გვყავს.
სამწუხაროდ
11 სექტემბერი 2020 06:58
0
დიახ მახსოვს ასეთი შემთხვევა, როცა გუნდში ტრამვების გამო ახალკაცი იძულებული გახდა ჰამბურგთან გასვლით მატში მარჯვენა მცველად, მარცხენა მცველი დაყენა. შედეგი? ძველ გულშემატკივრებს ეხსომებათ. მანფრედ კალცის ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში ბურთის ჩაჭრა და მანამდე ყიფიანის მაღალ ოსტსტური გოლის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება.
გიზოგ
11 სექტემბერი 2020 11:32
0
რამე სხვა სფეროში რომ გეცადა? გამხნევება არ გიშველის, არ იცი ბიძია შენ ფეხბურთი.
გიგა
11 სექტემბერი 2020 00:38
0
წინააღმდეგი ვარ ხვიჩას სულ რომ აქებენ, მაგრამ რა სხვაობა შევნიშნე კვარაცხელიასა და მალის შორის - ხვიჩა რო ბურთს იღებს ეგრევე ცდილობს წინ გაჭრას, გამწვავებას, გეგონება მაგნიტით იზიდავს მეტოქის კარიო და ნიკა კი ხშირად ბურთს უკან აბრუნებს და სიმწვავეს კარგავს. ორივე მომწონს ნიკაც და ხვიჩაც. შეცდომაც ყველას მოსვლია, მაგრამ ნიკას ვთხოვ იმ კომპონენტში მიბაძოს ხვიჩას და მეტი პასუხისმგებლობით მოეპყრას ბურთს. თუ ჯერ ვერ არის ამისთვის მზად, თვითონ უფრო იცის და უთხრას მწვრთნელს. ნაკრებია ბოლობოლო.
SL
10 სექტემბერი 2020 23:23
4
სისულელეა. ბურთის დაკარგვას იმათი სწრაფი შეტევა უმალვე მოყვა. გადანაწილება ვერავინ მოასწრო. მანდ ვინც მალის ბურთი დაუბრუნა იმის შეცდომა უფროა. თუმცა მალიმ აშკარად დაკარგა ბურთზე კონტროლი, როცა ბურთი შეატრიალა უკან სადაც ვერაფერს ხედავდა, ან უნდა ეკარნახათ. თორე იმათი შეტევა იდეალური იყო. ლორიას შეეძლო, თუმცა შეეძლო არ ნისშნავს 100%-ს.
ჰაჰა
11 სექტემბერი 2020 13:33
0
ორივე ცენტრალური მცველი პანდევს გაჰყვა, ხოლო კვეკვესკირმა კი გამოიჩინა მისთვის უჩვეულო ზანტობა და არ გაჰყვა მოწინააღმდეგეს, რომელიც თავისუფალ, მარჯვენა მცველის პოზიციისკენ გაიქცა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა, რაშიც ჩემი აზრით ლორიაც დაეხმარა.
გიზოგ
11 სექტემბერი 2020 11:39
0
ყველა გამოხმაურება
როდესაც მეტოქის საჯარიმოს ვუახლოვდებით ფორვარდი ან სხვა შეტევაში მყოფი ფეხბურთელები ყველა აბსოლიტურად მცველს ზურგით უდგანან როცა თანამედროვე ფეხბურთში ყველა პირიქით ცდილობენ რომ გაიხსნან მოძრაობენ სულ, უნდა დაიწყო მოძრაობა შეხვიდე დაიძრა საჯარიმოსკენ ბურთიანს ხელით უნდა აჩვენო ანიშნო მიუთითო საით უნდა გააკეთოს პასი. ვისაც ფიფა ან პესი გითამაშიათ ხომ გქონიათ შემთხევა როცა გუნდს ატაკაზე რთავ დიფენდინგიდან მაშინვე იწყებენ მოძრაობას გახსნებს ხოლო როცა პირიქით დიფენდინგზე გყავს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებივით უდგანან მოწინააღმდეგეს ზურგით. წარმოიდგინეთ კაჭარავას ან თუნდაც ქვილითაიას 10 მცდელობა რომ ჰქონდეს გამორიცხულია ერთმა არ გაამართლოს. და მეორე რისი თქმაც მინდა არის ის რომ დარტყმა არ უვარგათ ფეხბურთელებს ძლიერი და ზუსტი დარტყმა საჯარიმოში არაა საჭირო ამდენი პასი დაარტყი რაა 10 დარტყმიდან 4 რო კარში წავიდეს 1 გოლი ხო მაინც გავა ეს კომპონენტები რომ გავაუმჯობესოთ და გამოვასწოროთ ჩვენზე ტეკნიკური ფეხბურთელები ბევრ გუნდს არ ყავს პროსტა რაღაც მარილი აკლია და ეს მარილი გამწვავებაა როგორ ამწვავებდა როგორ გარბოდა ჩაკვეტაძე განა რაიმე განსაკუთრებულ ტექნიკას ფლობს სიტყვაზე ოქრიაშვილზე მეტს არა უბრალოდ ტიპი ამწვავებს შედის გარბის და დარბის არ ეზარება
გოგა
10 სექტემბერი 2020 23:08
1
სრულებით მართალი ხარ გოგა ! ჩვენები რაღაც ზანტად მოძრაობენ,არ იციან უბურთოდ სირბილი და შესაბამისად ვერც ეხსნებიან და ვისაც ბურთი აქვს იმ მომენტში ჩერდება შეტევისვდროს და აბა ხომ უნდა გადააწოდოს ვინმეს და რახან წინ არაა ვინაა გ ახსნილი ,ავტომატურად უკან აწვდიან ,ესაა და ეს . ეს უნდა შეიცვალოს და ცხონებულ რამაზ შენგელიასავით უბურთოდაც იმდენი უნდა ირბინო რომ მცველებს თავგზა აუბნიო .....მარა ამათ ეზარებათ ბურტითაც გაქცევა და რა გინდა რომ ქნა....
ემზარ დუისბურგი
11 სექტემბერი 2020 01:30
0
100-იანი ძმაო
SL
10 სექტემბერი 2020 23:14
0
საწყალი, თოკის საყიდლად მიდიოდაო და ვაისს არ გაუშვია. თორემ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
10 სექტემბერი 2020 22:18
0
ვერანაირად ვერ ვხედავ ცუდს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს აქ დებიუტი ნაკრებში... მაგრამ მწარე სიმართლე წერია კომენტარებში, ნაკრების წევრად დააფიქსირეს, საბურთალო ორ წელიწადში გაუშვებს, თუ მანამდე არაა კიდე.../ ნაკრები არის მხოლოდ იმ ფეხბურთელებისთვის ვინც 100% -ით არის მზად!!!!
Vasili
10 სექტემბერი 2020 21:39
1
ვუყურე გოლის ეპიზოდს და მალიზე მეტად კვეკვესკირის ბრალია გოლი, დაეზარა და აღარ გაყვა მეტოქეს, რომელმაც გოლი გაიტანა ფლანგიდან. ხოჭოლავამაც პოზიციური შეცდომა დაუშვა და ერთ დავდასხმელზე ორი მცველი არ უნდა გადასულიყო, აჯობებდა დაწეულიყო ფლანგზე და დაზღვევაზე ეთამაშა. ყველაზე მეტად გოლი კვეკვესკირისა და მალის ბრალია
ვახო
10 სექტემბერი 2020 20:12
0
მალის თავისუფალი დავითაშვილი ეხსნებოდა წინ და რაღაც ცირკი გამოაცხო და ნუ ცდილობთ ვიღაცეები კვეკვესქირზე გადაბრალებას,ასე ლორიასაც შეეძლო აგრესიულად წასვლა ბურთზე იმის მაგივრად რომ სვლა შეანელა
ბაჩი
10 სექტემბერი 2020 23:05
1
არც ლორია გაისარჯა ბოლომდე სწორად. უნდა ჩაწოლოდა ბურთს
გიზოგ
10 სექტემბერი 2020 22:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული