ვაისმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45
ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 58 /
ყველა პოსტერზე კაშია... ნეტავი საქმე რაშია?)))
ბნელი გრუზინი
29 სექტემბერი 2020 00:57
6
ლორია- კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ტაბიძე- კანკავა, კვეკვესკირი- კვარაცხელია, ოქრიაშვილი, შენგელია- ქვილითაია. ასე დაიწყებს ამაში 80% დარწმუნებული ვარ და თუ ჩაკვე ჯამრთელად იქნება შენგელიას ნაცვლად ათამაშებს. მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში მაგრამ მგონია ასე დაიწყებს. ღმერთმა ქნას და ჩვენ ფინალში გავიდეთ და ვინც უნდა ის დააყენოს ყველას ვენდობი და წარმატებებს ვუსურვებ. ღმერთი ჩვენსკენ
roma bejanidze
29 სექტემბერი 2020 15:51
6
რა ლაზარე კუპატაძე მამარდაშვილი სადაააააააა?
fff
29 სექტემბერი 2020 15:50
3
1 - გიორგი მაკარიძე
.................
2 - ოთარ კაკაბაძე, 3 - გია გრიგალავა, 4 - ლაშა დვალი, 5 - ჯიმი ტაბიძე
.................
6- გიორგი აბურჯანია, 7- ჯაბა კანკავა, 8- ოთარ კიტეიშვილი, 9- ხვიჩა კვარაცხელია
10- გიორგი ჩაკვეტაძე
****************
11- ვაკო ყაზაიშვილი
las
29 სექტემბერი 2020 13:11
3
გრიგალავა და დვალი უთამაშებლები არიან და ერთად არ დააყენებს ვაისი.კარში ლორიას, კვირკველია არის ერთი რომელსაც უეჭველი დააყენებს დაცვის ცენტრში და მარჯვნივ კაკაბაძეს, ჩამშლელად კანკავას და წინ კვარაცხელიას აქვს ადგილი გარანტირებული დანარჩენი კაცმა არ იცის ვინ ითამაშებს და ვინ არა, მგონი ჯერ 7 ოქტომბრამდე ვაისმაც კი არ იცის ეს.
roma bejanidze
29 სექტემბერი 2020 21:26
0
ვინმემ თუ იცის ლევან მჭედლიძემ დაანება თავი ფეხბურთს ან გიორგი ჭანტურიამ?? გასაგებია რომ უგუნდოდ არიან და ტრამვები ქონდათ მაგრამ,თუ ვარჯიშობენ ან რამე სიახლე თუა მათ შესახებ,ძალიან დააკლდა მჭედლიძე ნაკრებს,გაიხსენეთ ირლანდიასთან და უელსთან გასვლა სადაც ლევანი იყო და ნახავთ რამხელა ძალააა ნაკრებისთვის,ლევანი ფორმაში მყოფი სხვა დონეა იმათთან ვინც დღეს გვყვავს!!
ჯორბენაძე ლავრენტი პავლოვიჩი
29 სექტემბერი 2020 14:49
4
ჩვენს წელთაღღიცხვამდე, რომელ ათასწლეულში?
მემატეანე
29 სექტემბერი 2020 18:43
1
100 % ით ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ფიქრობს რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება სისულელე იქნება.ჩვენი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, იქ მოთამაშე ფეხბურთელზე დაყრდნობა არასწორად მიმაჩნია.ღმერთმა ქნას რომ ახლო მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.
გულშემატკივარი
29 სექტემბერი 2020 14:32
0
ამ ვაისს ისე აკრიტიკებთ გეგონებათ ბელარუსების ორმაგი აგენტია და თვითონ ყველაზე ნაკლებად უნდა წარმატების მიღწევა. რა ბუდუ ხალხო ფერენჰვარის ზამენაა კაცი და შარშან 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა მხოლოდ 3 ჯერაა ნაჯრებში ნათამაშევი და ეტყობა ვერ ქნა ვერაფერი თორე რა ჯიბრი უნდა ქონდეს ვინმეს მაგის?
semi
29 სექტემბერი 2020 10:41
0
ლორია მაგარ ფორმაშია, დირკა
manuchari
28 სექტემბერი 2020 20:25
20
თუ ყველა ჯანმრთელი იყო, ამ შემადგენლობას დააყენებს, სავარაუდოდ

...................................................ლორია.........................................


კაკაბაძე კვირკველია კაშია ტაბიძე


კანკავა კიტეიშვილი


კვარაცხელია ყაზაიშვილი ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი)


ქვილითაია

მერსო
01 ოქტომბერი 2020 13:18
0
რატომ კუპატსდზე და არა მამარდასჰვილი
giga
29 სექტემბერი 2020 09:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული