საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
მესმის რომ ფრთხილობენ მაგრამ, ხომ შეიძლებოდა პირბადეებით და დისტანციის დაცვით ორგანიზება დასწრების. რა უნიათობი არიან! სად ხარ კობი იქნებ მოიცალო ფეხბურთისათვის? კარგით რა მართლა რა ჭაობია ამ ქვეყანაში!
ქომაგი
05 ოქტომბერი 2020 13:25
7
მზად ვარ აღარასოდეს დავესწრო ნაკრების თამაშს,ოღონდ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს საქართველოს ნაკრები.იმედს არ ვკარგავ რომ საბოლოო გადაწყვეტილება და მატჩის შედეგი წარმატებული იქნება ქართველი გულშემატკივარისათვის
საქართველო
05 ოქტომბერი 2020 14:46
1
აი დენდროლოგიურში დღეში ორ სტადიონს რო გაავსებდა იმდენი ხალხი დადიოდა არავითარი პირბადე და დისტანცია, ინაშვილის აქციაზეც იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე უეფა გვაძლევს თამაშზე დასწრების უფლებას.. უნდა გაითავისონ რომ სახელმწიფო საქმე კეთდება არსებობის მანძილზე ძლივს მოგვეცა შანსი დავანახით მსოფლიოს რომ ჯორჯია ევროპის ნაწილია.. თუ 18 არა ჯანდაბას 10 ათასი ბილეთი გაყიდე და ისე გადაანაწილე დისტანციით იჯდეს ხალხი და შესვლისას კიდე პირბადე მოსთხოვე, შეუძლებელი და გაუკეთებელი არაფერია, მე პირადად მზად ვარ თუ დამიშვებენ თამაშზე თამაშის მერე 2 კვირა თვითიზოლაციაშიც წავიდე, ხალხი სამშობლოს გამო ომში მიდის სიცოცხლეს წირავს და რავიცი რავიცი.. მაპატიეთ თუ უვიცობას ვიძახი
ტუუუ
05 ოქტომბერი 2020 15:27
0
ქვეყნის მოღალატეები ხართ! ასეთი შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს და როგორ იქცევით?! არცერთი ქვეყანა არ მოიქცეოდა ასე
1
05 ოქტომბერი 2020 15:46
5
რისი იმედი გაქვთ?...
დიდი ალბათობით კი არა არ დაესწრება, თქვა უკვე და ეგაა!!...
buba
05 ოქტომბერი 2020 13:31
4
ოქროს ბირჟაზე ყოველდღიური ტრაფიკი 35-40000 კაცია (დახურული სივრცე) სავაჭღო ცენტრები, ბაზრები და ბაზრობები, რესტორნები, კლუბები და ასე შემდეგ, აქ ყველაფერი კარგად არის და დასაშვებია და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზე, ღია სივრცეში, 30%-იანი დატვირთვაც კი მიუღებელია! თფუი თქვენი, არაუშავს, კალაძე და კობიაშვილი უქომაგებენ ლოჟიდან!!!
ღმერთმა არ ქნას ბელორუსთან ფეხი დაგვიცდეს, სერიოზულ ხმებს დაკარგავს 41!

ნებისმიერ შემთხევაში საქართველოს ნაკრებს და ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ ეტაპზეც გავალთ და იქ მაინც მოგვცემენ თამაშზე დასწრების საშუალებას. მთავარია გული და სული ჩადონ!
fani
05 ოქტომბერი 2020 17:28
0
1000-2000მდმაინც დაასწარით ფონის შესაქმნელად პირბადეებით და კილომეტრიანი დისტანციის დაცვით
912
05 ოქტომბერი 2020 15:23
1
ასეთ მინისტრისაგან მეტს არც უნდა ველოდოთ რამეს. სირცხვილები ხართ მთელი მთავრობა მისინტრებიანად. მეტროები დაკეტეთ ჩახუტებული ხალხი რომ მგაზვობს და ყველა ტრანსპორტი. თქვენ არ ხართ უნიათოები, თქვენ ხართ მავნებლები ქვეყნისათვის და ერისთვის.
G.LA
05 ოქტომბერი 2020 17:40
2
იდიოტობაა და მეტი არაფერი. სრული მარაზმატიკა. დღეში ათასობით შემთხვევა აქვს ქვეყნებს და იქ ესწრება მაყურებელთა 30%. 55000-იან სტადიონზე 18000 ბილეთის გაყიდვა გახდა ამათთვის გადაუჭრელი პრობლემა. გამოდის, რომ ასეთ შემთხვევაში მაყურებელი იჯდებოდა ყოველ მე-4 სკამზე. დინამო ისედაც ღია არენაა და ასეთ რეალობაში თერმოსკრინინგითა და პირბადით მაყურებელთა დაშვება ნამდვილად არ იყო არანაირი პრობლემა. ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ათეულ ათასობით ადამიანი მგზავრობს დახურულ სივრცეებში და რისკიც ბევრად დიდია მაგრამ ამ ფაქტს როგორც ჩანს საერთოდ არ უყურებენ.
ანესთეზეოლოგი
05 ოქტომბერი 2020 14:21
0
არცერთი ქვეყანა ასე არ მოექცეოდა ასეთ უმნიშვნელოვან თამაშს,აუცილებლად წესების დაცვით დაუშვებდნენ გულშემატკივარს,ამათ გონიათ რომ დღეს რახან ბელარუსსებზე კარგი ნაკრები გვყვავს ისედაც მოუგებთ და რაღათ უნდათ ქომაგობა,ხალხნო შეიგნეთ რომ 1 თამაშია და ის ბელარუსია სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს,ჩვენ კი სახლში თამაშის უპირატესობას გვმართებს ვიღაც არაკომპეტენტური ტიკრაძე თუ რაღაც მზეეეე,დაუშვით გამონაკლისი ამ თამაშისთვის და დაასწარით ხალხი თქვე მშიშარა კურდღლებო დაუდექით ბიჭებს გვერდში მარტო პოლიტიკურ შეკრებებს რომ უშვებთ ქვეყანაში,კორონა არ ვრცელდება მათზე? უეფას საბჭოში ზიან უვიცები და ტიკქრაძეა შორსმჭვრეტელი და მაგარი სტარტეგი დაადგინა მზექალამ ტფუი თქვენი
ნიკა
05 ოქტომბერი 2020 16:50
0
მიცენ ბელარუსებს შანსი დარწმუნებული ვარ რო წავაგოთ მაყურებლის არყოფნას და კობიაშვილს დაბრალდება და გადააყენებენ ტიკარაძეს რა ენაღვლება. თორე აგერ ინაშვილმა რამხელა მიტინგი ჩაატარა და ხმა არავის ამოუღია არც ესმით ამ შეხვედრის მნიშვნელობა ეტყობა.
Zaza
05 ოქტომბერი 2020 15:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული