საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკია იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც იცით, უეფამ ქვეყნებს ნება დართო, რომ სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეეშვა, საბოლოო სიტყვა კი
ქვეყნების მთავრობებზე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

altბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 47 /
მესმის რომ ფრთხილობენ მაგრამ, ხომ შეიძლებოდა პირბადეებით და დისტანციის დაცვით ორგანიზება დასწრების. რა უნიათობი არიან! სად ხარ კობი იქნებ მოიცალო ფეხბურთისათვის? კარგით რა მართლა რა ჭაობია ამ ქვეყანაში!
ქომაგი
13:25 05-10-2020
7
აი დენდროლოგიურში დღეში ორ სტადიონს რო გაავსებდა იმდენი ხალხი დადიოდა არავითარი პირბადე და დისტანცია, ინაშვილის აქციაზეც იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე უეფა გვაძლევს თამაშზე დასწრების უფლებას.. უნდა გაითავისონ რომ სახელმწიფო საქმე კეთდება არსებობის მანძილზე ძლივს მოგვეცა შანსი დავანახით მსოფლიოს რომ ჯორჯია ევროპის ნაწილია.. თუ 18 არა ჯანდაბას 10 ათასი ბილეთი გაყიდე და ისე გადაანაწილე დისტანციით იჯდეს ხალხი და შესვლისას კიდე პირბადე მოსთხოვე, შეუძლებელი და გაუკეთებელი არაფერია, მე პირადად მზად ვარ თუ დამიშვებენ თამაშზე თამაშის მერე 2 კვირა თვითიზოლაციაშიც წავიდე, ხალხი სამშობლოს გამო ომში მიდის სიცოცხლეს წირავს და რავიცი რავიცი.. მაპატიეთ თუ უვიცობას ვიძახი
ტუუუ
15:27 05-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული