გულშემატკივრები მაინც შეიკრიბნენ და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა 1:0 სძლია ბელარუსს და ფინალში გავიდა.

მატჩზე გულშემატკივრებს მართალია, დასწრების უფლება არ მისცეს, მაგრამ ისინი მაინც შეიკრიბნენ, ეროვნული გუნდი სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს, თამაშისას არენის გარეთ უქომაგეს, შემდეგ კი გამარჯვება ქუჩაში მიულოცეს.

და ისმის ლოგიკური კითხვა: ხომ შეიძლებოდა მათი სტადიონზე უსაფრთხოების ყველა წესებით შეშვება, მაშინ, როდესაც არენის გარეთ ყოველგვარი სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე მაინც შეიკრიბნენ?

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ვიცი, მაინც დავფიქრდეთ - იქნებ ჩვენს პაპა-ბებოებსაც უნდათ ევროპის ჩემპიონატის ყურება... ;)
ვვვ
09 ოქტომბერი 2020 18:18
0
ზოგიერთი კომენტარი ისეთია, რომ წაიკითხავ და "გული გაგინათდება". საცოდავი ჩვენი თავი!
განსაკუთრებით ისაა გენიალური, რომ წერს რატომ ყველა არ დააპატიმრესო. სად იბადებიან ასეთები, ვინ არიან, სად იზრდებოდნენ?
shoda
09 ოქტომბერი 2020 12:48
2
მთავრობამ უთხრა - გარეთ შეიკრიბეთო? შეგნების ამბავია, სულ ესაა, როგორც პრაკტიკა აჩვენებს - მარტო ჩვენ არ გვაკლია, ამ მხვრივ მაინც :)
Dato
09 ოქტომბერი 2020 08:31
15
ლოგიკა მარტივია ბელარუსიაშიც კოვიდის მხრივ ცუდი მდგომარეობა გულშემატკივრები რომ დაეშვათ მაშინ ბელარუსიიდანაც უნდა შემოგვეშვა გულშემატკივრები... მთავარია გაჭორვებით გავიყვანეთ 83 წუთი
ნათია
09 ოქტომბერი 2020 02:38
7
მთავრობამ ხალხი სტადიონზე არ დაუშვა. და გარეთ ხომ მაინც იდგა ეს ხალხი ერთად. რაღა განსხვავებაა, ვერ ვხვდები.
giorgi
09 ოქტომბერი 2020 01:05
3
რატომ ყველა არ დააპატიმრეს? 10 კაცზე მეტის შეკრება ხომ აკრძალულია!
N
09 ოქტომბერი 2020 01:01
14
ბაია გიცანით გამოდი ;)
ჰაჰაჰა
09 ოქტომბერი 2020 02:10
1
ამომრჩეველთან შეხვედრის სტატუსი ჰქონდა, ეგ კი დაშვებულია :D
უშანგი
09 ოქტომბერი 2020 01:37
0

სიახლეები პოპულარული