ხოაკინ კაპაროსი: საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, 1 შეცდომა გადამწყვეტი შეიძლება იყოს

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების ესპანელმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"შეხვედრამდე ძალიან რთულ პირობებში მოვედით, თუმცა ამან გუნდი უფრო შეკრა. გამარჯვების მოსაპოვებლად და ხალხის გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

გევორგ კაზარიანი ტრავმას იშუშებს და საქართველოსთან არ ითამაშებს, თუმცა იმედი გვაქვს, ესტონეთთან მოედანზე იქნება.

მხითარიანის მოედანზე ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებსაც თანაგუნდელთა მოტივირება მინდორზე ყოფნითაც შეუძლიათ.

ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგ, გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს.

ნებისმიერი შეცდომა, შესაძლოა, გადამწყვეტი
გახდეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ,"- აღნიშნა კაპაროსმა.

მოგეხსენებათ, მატჩი ხვალ, 11 ოქტომბერს პოლონეთში, ქალაქ ტიხიში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია sport.news.am-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
მინდა ჩვენმა ბიჭებმა იცოდნენ და რომელიც წაიკუთხავთ (ვიცი კითხულობთ) გადაეცით სხვებსაც. ეს დღეებია ვაკვირდები სომხურ და რუსულენოვან ფორუმებს და დამიჯერეთ ყარაბაღი და ყველაფერი გვერდზე აქვთ გადადებული და ჩვენთან თამაშისთვის ომივით ემზადებიან! არ აინტერესებთ საერთოდ სატურნირო მდგომარეობა და სხვა გუნდებთან აღებული ქულები, მხოლოდ ჩვენი მოგება უნდათ და ამ ოცნებით ცხოვრობენ. არ ვიცი რა დავუშავეთ ასეთი ან რატო აქვთ ეს იდეაფიქსად ქცეული მაგრამ მარტო ეს თამაში აინტერესებთ. ასე რომ შესაბამისი მიდგომაა საჭირო. ზემოტივაცია დიდი ძალაა და მიუხედავად იმისა რომ როგორც გუნდში ჩვენ ბუნებრივია ვჯობივართ მხოლოდ განწყობის და არაადეკვატური მოტივაციის ხარჯზე შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან. ვაისი სლოვაკია და ალბათ არც იცის რომ ეს ისტორიული დერბია. საბჭოთა დროსაც თუე მთელი სეზონი თბილისის დინამოსთან თამაშისთვის ემზადებოდნენ. მეგონა რს მითი იყო მაგრამ რასაც ამ ფორუმებზე ვხედავ თამადისთვის კი არა ომისთვის ემზადებიან. როგორც ვხვდები მხოთარიანიც ამ თამაშისთვის ემზადებოდა და ფორმის პიკზრა. ასეა თუ ისეა ჩვენ უკვე სხვა დონეზე ვართ. სომხეთი როგორც ყოველთვის აუტსაიდერია და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ერთი ფეხით ევროპის ჩემპიონატზე ვართ ასე რომ წინ ბიჭებო. ბელორუსებთან რომ იყავით მობილიზებული გთხოვთ ეს 90 წუთიც ასე ითამაშეთ და საბოლოოდ კლასის ხარჯზე მაინც ვაჯობებთ. ჩვენ გვჯერა თქცენი!
ზეზვა
00:50 11-10-2020
0
ვაისის კომენტარიც საინტერესო იქნებოდა :))
beqa
23:36 10-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული