ვლადიმირ ვაისი: სომხეთთან ბელარუსისგან განსხვავებული თამაში იქნება

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.

წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ
განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
საზღვარგარეთ ვინც უყურებს ნაკრებიას თამაშებს, იქნებ ლინკი დადოთ!!! წინასწარ მადლობა!!!
დათო
17:48 11-10-2020
0
ბიჯო, რაღა ვერ გაიგეთ რო კრისაა ეს როჟა თუ კაცი!!! აგერისტია, მშიშარა და დიდი რუსეთის პატივისმცემელი! 5 წელია რუსულაგ გებაზრებათ და გარტმყაში არა ხართ რათო აკეთებს ამას!!! გღეს რომც მოიგოინ ჩვენმა ანგელოზმა ბიჭებმა, მაგის დამსახურება იქნება ნოლი!!!!!!!! ბიჭები არ გაყიდიან სამშობლოს!
სანშობლო
16:53 11-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული