საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
რაღაცის გაზიარება მომინდა არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს. არაფერს არ ვგულისხმობ უნრალოდ წარმოვიდგინე. ქვეყანაში კოვის ტრაგედია ტრიალებს ქვეყანა ომობს ააობით ახალგაზრდა იღუპება ქვეყნის ნაკრები გამოდის და აგებს საქართველოსთან. წარმომიდგენია როგორი რთული იქნებოდა ეს ნებისმიერი სომეხი ან ნებისმიერი იმ ქვეყნის გულშემატკივარისათვის რომელიც ასეთ პრინციპულ მეტოქესთან ასეთ ურთულეს დროს აგებ.. ალალი იყოს იმედია მალე დამთავრდება ეს უბედურება ყველგან და ის უბედურება ჩვენ სამეზობლოში. ჩვენი მთავარი ბრძოლები წინაა და იქ სადაც არ გაგვიმართლა, სადაც საჭიროა იქ აუცილებლად გაგვიმართლებს. ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე.
იბერია
11 ოქტომბერი 2020 22:27
8
100%
ზაზა
11 ოქტომბერი 2020 23:11
0
ნიკა კაჭარავამ უნდა გამოუშვას წიგნი სახელმძღვანელო როგორ უნდა ფეხით თამაში!!!!!! სირცხვილია სირცხვილიიი!!! ტაიმის ბოლოს რამდენჯერ შეიძლება რომ გოლი გავუშვათ როდესღაც ხომ შეიძლება რომ საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ რამე?! ნუ შემადგენლობაზე (უმრავლესობაზე) ხომ ვერაფერს იტყვი რა, გონზე არ არიან საერთოდ!!! ამ თამაშის ვერმოგება იქნებიდა? პირველზე დავამთავრებდით ჯგუფს ულაპარაკოდ!!!
?!
11 ოქტომბერი 2020 22:27
16
დაუშვილი:))))
მურაზი
11 ოქტომბერი 2020 22:26
3
რაღაცის გაზიარება მომინდა არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს. არაფერს არ ვგულისხმობ უნრალოდ წარმოვიდგინე. ქვეყანაში კოვის ტრაგედია ტრიალებს ქვეყანა ომობს ააობით ახალგაზრდა იღუპება ქვეყნის ნაკრები გამოდის და აგებს საქართველოსთან. წარმომიდგენია როგორი რთული იქნებოდა ეს ნებისმიერი სომეხი ან ნებისმიერი იმ ქვეყნის გულშემატკივარისათვის რომელიც ასეთ პრინციპულ მეტოქესთან ასეთ ურთულეს დროს აგებ.. ალალი იყო იმედია მალე დამთავრდება ეს უბედურება ყველგან და ის უბედურება ჩვენ სამეზობლოში. ჩვენი მთავარი ბრძოლები წინაა და იქ სადაც არ გაგვიმართლა აუცილებლად გაგვიმართლებს. ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე.
იბერია
11 ოქტომბერი 2020 22:26
5
მაგარი ნერვების თამაში გამოვიდა შეგვეძლო თავისუფლად მეამეს გატანა და თამაში დამთავრება მაგარამ არაუშავს ყველაფერი წინაა მადლობა ბოჭებს საერთო ჯამში აქ უნდა მობიგოთ ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე
1111
11 ოქტომბერი 2020 22:25
5
მთავარია დავხვეწოთ ჯარიმების შესრულების მეთოდი - ჩვენს ცენტრალურ მცველებს, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასვლის შემდეგ, ბურთს რომ არ ვაწოდებთ კარგია, მაგრამ გათამაშებისას რატომ ვკარგავთ უაზროდ და ვაწვალებთ მოწინააღმდეგეს? რით ვერ გაიგეთ, ბურთი ისე უნდა დაიკარგოს, რომ პირდაპირ ცრნტრალური ზონიდან მივიღოთ შეტევა, თნაც რაც შეიძლება სწრაფად, რომ მცველებმა უკან დაბრუნება ვერ მოასწრონ. აი, მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფეხით შესრულებული ჯარიმა-ჩაწოდება დიდებული იყო დიდებული...
goga
11 ოქტომბერი 2020 22:25
1
მხითოს იმედზე ვიყავი. არადა გუნდში ყველაზე ცუდათ თამაშობდა მიუხედავათ გოლისა. მეგობრებო კარგი თამაში აჩვენეთ. მაინც ფრე ლოგიკური იყო, შენი მომენტები უნდა გამოიყენო რა. თბილისში იმედია სომხეთის დაცვა უფრო კარგათ ითამაშებს. ისე ჩვენი მწვრთნელიც მაგარია, ბიჩახჩიანი ბოლო 5 წუთში გამოუშვა. რავი წარმატებები მაკედონიასთან.
John Wick
11 ოქტომბერი 2020 22:23
14
ღლიცინი იქით იყოს და კანკავას შემდეგი თამაშის გამოტოვება არის ძააალიან ცუდი
domenti
11 ოქტომბერი 2020 22:23
2
მოკლედ ეს თამაში წააგო მწვრთნელმა და მთელი შრომა ჩაუყარა ბიჭებს წყალში, შენგელია გვილია აბურჯანია უდაოდ ძიროთადის ფეხბურთელები არიან, როგორც კი გავიდნენ ბურთი ვეღარ დავიჭირეთ, კარგად აუწყეს ერთმანეთს არაა თორნიკე მესმის რომ ტექნიკირია მაგრამ არაა საკმარისო ეს კლაავს შემტევ ფეხბურთს ოქრიაშვილის ერთადგილზე ციბრუტივით ტრიალი, ჯიღაურიც სუსტი რგოლი იყო ამ თამასში მოკლედ ოქრიაშვილი რატომ უყვართ ამ მწვრთნელებს ვერ გავიგე რამდენჯერ დაკარგა ბურთი თუ დაითვალეთ მე მაპატიე ოქრი მარა სირბილი უნდა ისწავლო ძმაო ან ფუტზალში გადახვიდე ან კიდევ უბანში მინიზე გააგორო ხოლმე,
ვაისს კოდევ ცოტა არ იყოს აღქმის უნარი არ აქვს ან გვილია მეტად დაღლილი იყოო დანარჩენებზეე ან აბურჯანიას სად ეტყობოდა დაღლა ტიპი უკან პას საერთოდ არ ააძლევდა სულ ცდილობდა გაემწვავებინა, აგერ დაინახავთ ხომ ყველამ ვნახეთ რომ შენგელია მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტოა მაგრამ თუ ათამაშოს ძირითადში შეხედავთ.
გოგა
11 ოქტომბერი 2020 22:21
18
გეთანხმები ბელარუსთან პენალი გაიტანა და მას მერე ვაბშე ნოლი იყო უამრავი ბურთის დაკარგვა უამრავი დაგვიანებული პასი... ერთი ერთზე ვაკოც მაგარია და ოქრიც მაგრამ არცერთს არ აეწყო კარიერა და იცი რატომ? მარიაჟობის გამო უაზრო მატაობა სადაც არაა საჭირო იქ.. შეტევის შეჩერება... დროული პასის არ გაკეთება... ბურთის ღორობა... და იმაზე ფიქრი მარტო მე გავიტანო მარტო მე გამოვჩნდე.. კვარა ჩაკვე შენგელია უნდა იყოს 3 შემტევი და თავდასხმაში ვინმე უნდა გამოვთალოთ.... ბუდუსთვის რა გახდა შანსის მიცემა? ან დღეს რა იყო ის ცენტრ მცველის დაყენება? ხოჭოლავა სკამზე და დებიუტი ოფიციალურ თამაში... მალმა რაც დააკლო ამან აანაზღაურა.. ექპერიმენტები დროა ეხლა? ვერ ჩამოყალიბდა თავდასხმაში ტიპი 5წელია აქ არის კიდევ ვერ გაერკვა ვინ სად უნდა დააყენოს... ოქრია და ვაისი ისეა როგორც ზიდანი და ბენზემა..........
ვაისი სახლში
11 ოქტომბერი 2020 23:49
1
სიმართლეს ვიტყვი და ოდნავ უფრო ძლიერი მეგონა სომხეთის ნაკრები.ჩვენი ძირითადი შემადგენლობა ძან თავისუფლად მოუგებდა ისე, რო არც ინერვიულებდა არცერთი გუნდი:)
გოგა
11 ოქტომბერი 2020 22:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული