საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
კაი თამაში ვითამაშEთ,წინა ბელარუსთან შედარებით,მართლა გულდასაწყვეტი ფრე იყო. მაგრად რომ ვითამაშEთ და თან მოვიგეთ მასეთი შოტლანდიასთან 2-1 მოგების შემდეგ არ გვითამაშია,ხორვატიას რომ მოუგეთ 1-0 ,არც მაშინ გვითამაშია კარგად ,უბრალოდ კარგად დავამთავრეთ ანუ მოვიგეთ.ცუდად რომ ვთამაშობთ მაშინ ვიგებთ.ვერავინ იტყვის დღეს ნაკრებმა ცუდად ითამაშაო,რათქმაუნდა შეცტომები იყო,მაგრამ თამაშს ვერავინ დაიწუნებს,გარდა შედეგისა.მადლობა ბიჭებს და მაკედონიასთან მოგებას გისურვებთ
M.DM
11 ოქტომბერი 2020 23:33
6
სიმართლეს ვიტყვი და ოდნავ უფრო ძლიერი მეგონა სომხეთის ნაკრები.ჩვენი ძირითადი შემადგენლობა ძან თავისუფლად მოუგებდა ისე, რო არც ინერვიულებდა არცერთი გუნდი:)
გოგა
11 ოქტომბერი 2020 22:21
4
შენგელია ძირითადში!
გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:49
3
პირადად მე სასიამოვნოდ გამაოცა გუნდმაც და ვაისმაც.
ვისმა იმიტომ რომ უპრეცედენტოდ გარისკა, 9 კაცი შეცვალა მოგებული გუნდიდან და ორი კურდღელი დაიჭია. თან დაასვენა ბევრი მოთამაშე მაკედონიასთან თამაშისთვის (იგივე გააკეთა სხვათაშორის მაკედონიამ, პანდევი და რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი შეცვლაზე ჰყავდა და ლამის წააგო ესტონეთთან) და ამასთან ვაისმა საქმეში ნახა თითქმის ყველა, ვინც ჰყავდა გამოძახებული. სამომავლოდ ეს ძალიან კარგია.
ბიჭებმაც სასიამოვნოდ გამაოცეს. არ ვიცი, სომხეთი იყო სუსტი თუ რა, მაგრამ ამ გუნდს არაფერი ემჩნეოდა რომ მეორე შემადგენლობა იყო. დალაგებული თამაში იყო და კარგად უტევდნენ. ფაქტია დავჯაბნეთ მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში. ის რომ უნებლიე შეცდომა მოგვივიდა და დაუშვილს შემთხვევით მოხვდა ხელში, რას იზამ, ფეხბურთი და ხდება ხოლმე. არ გაგვიმართლა. პირველი გოლიც 10 კაცს გაგვიტანეს. საერთო ჯამში მე მომეწონა ის რომ ამ ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს და თავდაჯერება შეემატებათ მომავალი მატჩებისთვის, რაც ასე გვჭირდება.

პ.ს. სატურნირო თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა. მაკედონიას გასვლას მაინც მოვუგებთ მეჯრა. თუმცა ფრეც რომ ვეთამაშოთ მაინც შეიძლება გავიდეთ პირველ ადგილზე. ბოლო ორ თამაშს თბილისში ესტონეთს და სომხეთს მოვუგებთ და თუ კარგი ანგარიშებით მოვიგეთ შეიძლება ბურთებით გავასწროთ მაკედონიას, მაგათაც რომ ორივე მოიგონ. თან მაგ დროს უკვე ევროპაზეც ვიქნებით ალბათ გასულები და აღმაფრენით ითამაშებენ ბიჭები. მოკლედ დაველოდოთ რა მოხდება 14 ში მაკედონიასთან და უკეთესად გამოჩნდება სწორი იყო თუ არა ვაისი.
მომეწონა
11 ოქტომბერი 2020 23:26
7
კანკავას და აბურჯანიას გაყვანით ვაისმა ცენტრი დაუთმო სომხებს, კურდღელივით შეშინდა მეორე გოლი რომ გავიტანეთ და ანგარიშის შენარჩუნება მოინდომა თავისი ჭკუით... სანამ კიდევ დროა გაუშვით ვლადიმირი სახლში!
მწვრთნელი
11 ოქტომბერი 2020 22:28
27
გასაშვებია ვაისი დიდი ხანია. მაგრამ, აქ ზოგი ვაისის ფეხების დაკოცვნისკენ მოგვიწოდებს.
რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2020 22:36
25
ჰო რათქმაუნდა შეეშინდა და მცველების მაგივრად შემთხვევით მოიერიშეები შემოყარა....თან ორივე ლონჟანა....და თან იცოდა მერე რომ ორივე ვერ გაამართლებდა? ცოტა დაფიქრდი რა რას წერ? ვინც მოედანზე იყვნენ და ვინც კიდევ შემოიყვანეს მარტო ოქრიმ გაამართლა ,ნუთუ ვერ ხედავ ამას და ესეც ტრენერმა ასწავლოს რომ როგორ უნდა გაამართლოს იმედები....
ემზარ დუისბურგი
12 ოქტომბერი 2020 00:20
5
ვაისი არაა ტოპ მწვრთნელი. მასეთი, რომ იყოს საქართველოს ნაკრებში არ მოვიდოდა, ტოპი არ მოვა ჩვენთან. არც მოვა და არც არავინ მოუშვებს ჩვენამდე. ჩვენ გვყავდა უფრო სახელიანი მწვრთნელები, ვიდრე ვაისი და უკეთეს შემადგენლობებთან - შედეგი ყველამ ვიცით! აქვე დავაზუსტებ, რომ ის სახელიანები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ კარიერის პიკი უკვე გადავლილი ქონდათ. ვაისის ყველაზე დიდი ღირსება ისაა, ჩემი აზრით, რომ მან მოახერხა და გუნდი შეკრა ან სხვაგვარად, ნაკრები გუნდად აქცია. ის არ დაუძახებს მოთამაშეს "შე ჩემას" და არ შეაგინებს ვარჯიშზე, ემოციურად გაწონასწორებული და რაციონალური კაცია, ამასთან აშკარად გაუგო ქართულ მენტალიტეტს. როგორც ტაქტიკოსიც არაა ცუდი - ყოველშემთხვევაში ჩვენს დონეზე, ერთა ლიგის შესარჩევის გასულ, თუ მიმდინარე ციკლში ის არავის დაუჩაგრია და ის რომ "ტოპ" ვერაა თავშივე ვთქვი. მგონია, რომ ჯიუტი კაციცა, რომელიც არჩევს მთავარ მიზანს და მისთვის ამ მიზნის მიღწევაა მთავარი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი. ერთი თვე დარჩა ამ კაცს ამ მიზნამდე და ნეტა გაუმართლებდეს!
გიორგი
12 ოქტომბერი 2020 01:02
4
გაახარებს ღმერთი, ამ პირობებში რას ერჩიან ამ ტრენერს ვერ გავიგე... ტაქტიკა და დამუშავებული კომბინაციები ქონდათ დღეს რამოდენიმე...
რა მაფიაა?
12 ოქტომბერი 2020 01:33
1
ბაია პატარაია რას ფიქრობს ამ ფრეზე?
გელა
11 ოქტომბერი 2020 23:28
1
საოცრება კომენტარებია. საიდან ეს ამდენი ზიზღი, სხვისი შეურაცხყოფის სურვილი.
ფეხბურთის გარჩევის გარდა ყველაფერია.. ყველა რომ შემადგენლობას აყენებს თან.
რა ხართ, რა...
giabar
11 ოქტომბერი 2020 22:38
8
კანკავა არ გაეყვანა თამაში მოგებული იყო. რაც არის ეგ არის, ისე სომხები ასე სუსტები თუ იყო არ მეგონა, არა დიდი წარმოდგენაც არ მქონდა მარა ასეთ უსუსურობასაც არ ველოდი.
hhh
11 ოქტომბერი 2020 22:38
2
ვუკურე ტამაშს და გამომცხადებელი თქვამდა ქარტველებს ათი კაცი გვაკლია ძირიტადშიო, რა გამოდის ერთი კაცი გვეტამაშებოდა. საკარტველოს მეორე ნაკრებს რომ ვერ მოუგებ და ბოლო წუთზე პენალტიტ გაუტანაბებ ანგარიშს სირცხვილია
სომეხი
11 ოქტომბერი 2020 22:06
11
"გამომცხადებელი")))), ჯიგარი ხარ!
domenti
11 ოქტომბერი 2020 22:21
1
აშარად მოსაგები თამაში იყო ამ შემადგენლობითაც კი და რომ არა ზედმეტი ექსპერიმენტები დაცვაში ასეც იქნებოდა.. კობახიძე გრიგალავა ერთად მეტისმეტია.. მალის დაყენებაც შეიძლებოდა.. გვილიას მოკლებული აქვს და იმედია მოუმატებს. შენგელია კარგი იყო. ვაკოს უნდა გაეტანა, როგორც ყოველთვის სტაბილური იყო, ცუდი იყო კანკავას ყვითელი ბარათი.
კაჭარავა შეეძლო რონალდუს დაწეოდა ნაკრებში გატანილი გოლებით.. მთლიანობაში არ იყო ცუდი თამაში.. ვაისმა დღეს ცვლილებები გააკეთა და გამიკვირდა
ლაშა
11 ოქტომბერი 2020 22:30
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული