საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
ვაისმა გააფუჭა!
ასეთ დროს შენგელიას და კანკავას რომ გათიშავ, რა მწვრთნელი ხარ?
და საერთოდაც, ამ შენგელიას რატომ არ ათამაშებ ძირითად გუნდში???
რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2020 22:34
16
არ მიაყარა შეცვლები! ხან სულ არ აკეთებს ახლა რა შეუჩნდ! მოსაგები თამაში გაანიჩიავა!
მწრთვნელი
11 ოქტომბერი 2020 22:20
1
აბურჯანია კარგი იყო. შენგელიამ კი იმ შეჯახების მერე ბოლომდე ვერ გამოავლინა რაც შეუძლია, შემდეგ თამაშებში უკეთესი იქნება.დაცვა კი კატასტროფულად თამაშობდა, კვირკველია-ტაბიძის წყვილი რო ყოლოდა დაცვაში მოწინაღმდეგეს ძალიან გაუჭირდებოდა,თან კაშია და ხოჭოლავა არ იყვნენ განაცხადში.შეტევაში კიდევ მეტი შეუძლია ნაკრებს,ყაზაიშვილი კარგი იყო ბელორუსთან რაც ითამაშა იმაზე ბევრად უკეთესი იყო ამ თამაშში.მოასაგები თამაში იყო რო მოგვეგო პირველ ადგილზე ვიქნებოდით და მაკედონიაში უფრო მშვიდათ ითამაშებდნენ, ახლა კი მაკედონიაში ბევრად დაძაბული თამაში გველის, თან საკმაოდ მნიშვნელოვანი.
ziko
11 ოქტომბერი 2020 22:53
1
ვაის წადიიიი!
სადაა ის ხალხი დისლაიქებს რომ მიწერდა?
ამას ვინც დაადისლაიქებს ან სომეხია, ან ბრმა.
რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2020 22:04
76
არც სომეხი ვარ და მითუმეტეს არც ბრმა მეგობარო ;) ვაისი ზუსტად იქ არის სადაც უნდა იყოს! ევროპაზეც გაგვიყვანს და მერე ფეხები გექნებათ საკოცნი :)
Biankonneri
11 ოქტომბერი 2020 22:12
10
აქა ვარ , მე გიწერდი :)) ვაისი უნდა დარჩეს აუცილებლად და შენ კიდევ ფეხბურთის ფანი უნდა გახდე. მართალია არ გესმის, მაგრამ ხომ გიყვარს? :)) და არაფერი პირადული, ცოტა იუმორით უყურე ამ ყველაფერს :)
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:17
8
ყველა გამოხმაურება
ეს ფრე არის თავიდან ბოლომდე ვაისის ბრალი,რა დროს დაუშვილი რა დროს ნავალოვსკია და რა დროს გრიგალავა,ღიპი ადევს...ძალიან სუსტი მწვრთნელია
Smouk
11 ოქტომბერი 2020 22:16
20
სომხებს ომი აქვთ ეს ჩვენგან საჩუქარი
aleko
11 ოქტომბერი 2020 22:19
3
არ არის ვაისი მწვრთნელი და ... მაქსიმუმ ჰოკეიდან ნასწავლი ფეხბურთის მწვრთნელია. სხვა ასე ერთიანად შეცვლები სხვაგან არ ვიცი (კალათბურთშიც სხვა დატვირთვა აქვს). გოლი გაიტანა, თამაში შემოაბრუნა და კაცმა კანკავაც და აბურჯანიაც გაიყვანა და ... ვის უნდა ჩაერთო თამაშის ტემპში ახლად შემოსულები? სულ დაშალა გუნდი. მოკლედ უდონოოა რა.
???
11 ოქტომბერი 2020 22:47
24
მოკლედ ეს თამაში წააგო მწვრთნელმა და მთელი შრომა ჩაუყარა ბიჭებს წყალში, შენგელია გვილია აბურჯანია უდაოდ ძიროთადის ფეხბურთელები არიან, როგორც კი გავიდნენ ბურთი ვეღარ დავიჭირეთ, კარგად აუწყეს ერთმანეთს არაა თორნიკე მესმის რომ ტექნიკირია მაგრამ არაა საკმარისო ეს კლაავს შემტევ ფეხბურთს ოქრიაშვილის ერთადგილზე ციბრუტივით ტრიალი, ჯიღაურიც სუსტი რგოლი იყო ამ თამასში მოკლედ ოქრიაშვილი რატომ უყვართ ამ მწვრთნელებს ვერ გავიგე რამდენჯერ დაკარგა ბურთი თუ დაითვალეთ მე მაპატიე ოქრი მარა სირბილი უნდა ისწავლო ძმაო ან ფუტზალში გადახვიდე ან კიდევ უბანში მინიზე გააგორო ხოლმე,
ვაისს კოდევ ცოტა არ იყოს აღქმის უნარი არ აქვს ან გვილია მეტად დაღლილი იყოო დანარჩენებზეე ან აბურჯანიას სად ეტყობოდა დაღლა ტიპი უკან პას საერთოდ არ ააძლევდა სულ ცდილობდა გაემწვავებინა, აგერ დაინახავთ ხომ ყველამ ვნახეთ რომ შენგელია მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტოა მაგრამ თუ ათამაშოს ძირითადში შეხედავთ.
გოგა
11 ოქტომბერი 2020 22:21
18
გეთანხმები ბელარუსთან პენალი გაიტანა და მას მერე ვაბშე ნოლი იყო უამრავი ბურთის დაკარგვა უამრავი დაგვიანებული პასი... ერთი ერთზე ვაკოც მაგარია და ოქრიც მაგრამ არცერთს არ აეწყო კარიერა და იცი რატომ? მარიაჟობის გამო უაზრო მატაობა სადაც არაა საჭირო იქ.. შეტევის შეჩერება... დროული პასის არ გაკეთება... ბურთის ღორობა... და იმაზე ფიქრი მარტო მე გავიტანო მარტო მე გამოვჩნდე.. კვარა ჩაკვე შენგელია უნდა იყოს 3 შემტევი და თავდასხმაში ვინმე უნდა გამოვთალოთ.... ბუდუსთვის რა გახდა შანსის მიცემა? ან დღეს რა იყო ის ცენტრ მცველის დაყენება? ხოჭოლავა სკამზე და დებიუტი ოფიციალურ თამაში... მალმა რაც დააკლო ამან აანაზღაურა.. ექპერიმენტები დროა ეხლა? ვერ ჩამოყალიბდა თავდასხმაში ტიპი 5წელია აქ არის კიდევ ვერ გაერკვა ვინ სად უნდა დააყენოს... ოქრია და ვაისი ისეა როგორც ზიდანი და ბენზემა..........
ვაისი სახლში
11 ოქტომბერი 2020 23:49
1
ის რაც ბოლო წუთებზე ჯერ მაკარიძემ და შემდეგ დაუშვილმა გააკეთეს არც შეცდომა იყო და არც არგამართლება. ეს იყო დაბალი კლასის და დაბალი სათამაშო ინტელექტის მაჩვენებელი. ნამდვილად არ ვარ ვაისის მაკრიტიკებელთა კლასტერის წევრი, მაგრამ გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა. მართლა ვერ გავიგე ასეთ მნიშვნელოვან თამაშში რატომ გადაწყვიტა მეკარის შეცვლა არამგონია ლორია გადაღლილი ყოფილიყო ბელორუსთან თამაშის შემდეგ. თუასე ძალიან უნდოდა მაკარიძის გამოცდა ესტონეთთან საშინაო მატჩში შეეძლო ეს უფრო მშვიდად გაეკეთებინა. ასევე მგონია, რომ მიუხედავად ყვითელი ბარათისა კანკავა არ უნდა გაეყვანა მოედნიდან, რადგან ცენტრი საერთოდ დავკარგეთ და მის ადგილას დაყენებულმა დაუშვილმა რაც გააკეთა ვნახეთ. თავიდანვე გაუგებარი იყო დაცვის ასეთი როტაცია და ოთხი ისეთი კაცის დაყენება, რომლებსაც მგონი ერთად არ უთამაშიათ განსაკუთრებით ცენტრალურ მცველებს. არამონია კვირკველია ისეთი დაღლილი ყოფილიყო, რომ ბოლო 30 წუთი მაინც ვერ შეეცვალა კობახიძე. საერთოდ ბოლო 15 წუთი ძალიან გაუგებარი ტაქტიკით ვითამაშეთ. ვითომ დაცვადი ჩადგომა და ანგარიშის შენარჩუნება არ ვიკარდათ და რაღაცას ვბოდიალობდით მოედანზე. ასეთი გულდაწყვეტილი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მართლა არ მეგონა, რომ ამ შემადგენლობით ასეთი უპირატესობა გვექნებოდა სომხეთის ნაკრებთან. გარდა გამართლებისა მართლა არაფერი არ გაუკეთებია სომხეთს ამ თამაშში და ძალიან დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ. ამ მოგებით ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამდით ჯგუფის მოსაგებად და მაკედონიასთან ფრეც მისაღები შედეგი იქნებოდა, თან თამაშშაც დავუმალავდით ფინალის წინ :).
H
12 ოქტომბერი 2020 11:17
0
Samcuxarod qartvelebis ymetesoba ar piqrobs shen da chemnairad,radgan tavis tavtan motxovlis standartebia dabali. 1000% vuertdebi shen sityvebs
დათო
12 ოქტომბერი 2020 12:30
0
მაგარი ნერვების თამაში გამოვიდა შეგვეძლო თავისუფლად მეამეს გატანა და თამაში დამთავრება მაგარამ არაუშავს ყველაფერი წინაა მადლობა ბოჭებს საერთო ჯამში აქ უნდა მობიგოთ ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე
1111
11 ოქტომბერი 2020 22:25
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული