საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
ღლიცინი იქით იყოს და კანკავას შემდეგი თამაშის გამოტოვება არის ძააალიან ცუდი
domenti
11 ოქტომბერი 2020 22:23
2
ყველაზე მაგრად ითამაშა გრიგალავამ, კაცი თამადა იყო 100 კაციან ქორწილში გუშინ
გრიგალავას ფანი
12 ოქტომბერი 2020 00:58
2
დაუშვილი:))))
მურაზი
11 ოქტომბერი 2020 22:26
3
დამიჯერებთ,რომ გითხრათ წინასწარ ვიცოდი, ეს მატჩი რომ ფრედ დამთავრდებოდა?
....
11 ოქტომბერი 2020 22:14
3
ორივე გუნდი მოედანზე 11 მოთამაშით გამოვიდა, მაგრამ გრიგალავს წონის გათვალისწინებით სომხები უმცირესობაში იყვნენ:)
Caruzo9
12 ოქტომბერი 2020 15:58
0
გრიგალავა - შერკინების წინა ხაზში! ცენტრში!
ოზუზი
12 ოქტომბერი 2020 16:18
0
დასანანია ეს ფრე, არადა შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება. საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა და აშკარად უკეთესი გუნდი არის ვიდრე სომხეთის ნაკრები. ორი ინდივიდუალური შეცდომა ორი გოლი დაგვიჯდა. კაჭარავა კარგი იყო. თუ გვინდა რომ წარმატებული ნაკრები ვიყოთ, მაშინ უნდა ვისწავლოთ ჩვენზე სუსტი გუნდებისთვის საქმის მოყომარება ისე რომ ბოლო წუთებზე არ ვინერვიულოთ და არ დავკარგოთ ქულები. ჩრ. მაკედონიასთან ინდივიდუალური შეცდომით დავკარგეთ ორი ქულა. ესეც ხომ გრანდები არ არიან რომ შედეგი ვერ ვაჩვენოთ? გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს ჩრ. მაკედონიასთან!
ლუკა
12 ოქტომბერი 2020 01:57
2
გილოცავთ ბიჭებო მომენტების 30%ის გამოყენებას თუ შეძლებთ კარგი იქნება.ხალხო მოგება ყველას გვინდა მაგრამ შეხედეთ მეორე შემადგენლობა იყო მოედანზე და რამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ ესეიგი გამოჩნდა ერთი სომხეთი სუსტი გუნდია ძირითადი ბირთვით გადაუვლით და მეორე ეს შემადგენლობა კარგი იყო ითამაშა ბიჭებმა.დაცვა არ გვივარგოდა ნავალა დაბერდა გრიგალავა კიდე მუცლით დარბოდა თუ მე მომეჩვენა ვერ გავიგე კანკავა არ უნდა გაეყვანა და მოვიგებდით მაგრამ არაუშავს მაკედონიასთან არ წავაგებთ და მგონია აქ პირველ ადგილზე გავალთ
თემური
11 ოქტომბერი 2020 22:43
3
ასე აგრესიული, შემტევი, ლაღი თამაში კ ა რ გ ა ხანია ა რ უთამაშაბია საქართველოს ნაკრებს ...ყოჩაღ, შეგძლებიათ ბიჭებო, ხო ?!- ა ს ე რომ ითამაშოთ ყ ვ ე ლ ა წამყვანი ნაკრებების წინააღმდეგ ფსიქიკური-მენტალური სიმტკიცით ...- სერიოული ავტორიტეტული ნაკრები გვეყოლება ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი ც, ისევე როგორც რაგბში, კალათბურთში, წყალბურთში.- ბურთის ფლობა,მუდმივი პრესინგი, აგრესია, შეტევა-შეტევაზე , ქართული საფეხბურთო ტექნიკა -შემოქმედებითი თამაში ა რ ა ს ო დ ე ს დაიკარგება და ...პ.ს. -აქვე-იყო არასასიამოვნო - მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი რაღაც ჩვევად გადაქცეული-უ კ ა ნ პასი (უაზროდ) და იმდენჯერ სახიფათო ვითარება თავად შევიქმენით, ასეთ შეცდომებს - სხვა ნაკრებები არ გვაპატიებენ!
გლახუნა
12 ოქტომბერი 2020 00:42
3
თამაშს ვაკონტროლებდით, ლამაზად ვთამაშობდით, დალაგებულად გამოვიყურებოდით, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, ფაქტიურად მეორე შემადგენლობით, თან შედეგიც მისაღებია, ასე რომ საღოლ ვაისს!
12 ოქტომბერი 2020 00:16
5
აი ასეთი რეალიზაციით რა ევროპის ჩემპიონატზე და რა მაკედონიაზეა საერთოდ ლაპარაკი... კოშმარი სრული რა... გავიტანეთ მეორე ბურთი და გავჩერდით, როგორც ყოველთვის. 20 წუთით შემოსული ფეხბურთელებიც კი აღარ გარბოდნენ გასაქცევზე. მერე კიდევ, 15 მეტრიდან დარტყმულ ბურთს ხელს რომ ვერ მოარიდებ, ეგ უიღბლობა კი არა შეცდომაა ძალიან უხეში. აი აღარ ვიცი, მერამდენე იმედგაცრუებაა, ან როდის უნდა დამთავრდეს. სასწრაფოდ გასატანი რომ გახდა ბურთი, მაშინ დაავიწყდა ყველას პასის მიღება, ბურთის დამუშავება და სირბილი! აი ეგაა თქვენი "კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ".
Lasha
11 ოქტომბერი 2020 22:19
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული