საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
საქართველოსთან წაგებას ყარაბაღის დაკარგვა მირჩევნოდა.
სომეხი მძღოლი
11 ოქტომბერი 2020 22:08
15
თბილისში რომ არ ამოგტენოთ რას იკისრებ?!
გურჯი
11 ოქტომბერი 2020 22:57
0
მახსოვრობაზე როგორ ხარ? არც პირველი იქნებოდა და დამიჯერე არც უკანასკნელი.
G.LA
12 ოქტომბერი 2020 04:31
0
ქიჩორაშვილი,ლაკვეხელიანი,მალი, ნინუა. კუცია - ამ ბიჭებს რითი ჯობიან ჯიღაური,კობახიძე, დაუშვილი და ნავალოვსიკი? თუ გამოცდა გინდა და მომავლზე ხარ ორიენტირებული, აგერაა ახალგაზრდა ბიჭები და მიეცი რა შანსი შე დალოცვილო.
ჯვაროსნები
11 ოქტომბერი 2020 23:22
20
ასეთი ანეგდოტი არსებობს, კურდღელი ტყეში ლომთან დაძმაკაცდებ და მგელს დაწყებს დაჩაგვრას. ხან რა მიზეზს უპოვის ხან რას. რატომ ეს სიგარეტი არ გაქვსო, რატომ სანთებელა არ გაქვს, ასანთი რად მინდაო. მოკლედ შეწუხებულმა მგელმა ყველა მარკის სიგარეტი, ასანთი და სანთებელა ჩაიდო ჯიბეში. კიდევ შეხვდა კურდღელი და მიზეზი რომ ვერ უპოვა, ბოლოს ეუბნება, რატომ ყურებიანი ქუდი არ გაფარია შენი დედაო და წაუთაქებს ისევ :)

რა ქოჩორაშვილი, რა კუცია და ნინუა. კი არ ეწელება ნაკრები, ვისაც ვინ მოგწონთ ან ვისი მეგობარი და ნათესაბი ხართ ყველა რომ გამოიძახოს. რა მნიშვნელოვა აქვს კუცია იქნება, ქოჩორაშვილი თუ ვინ, ძირითადში ხომ მაინც ვერ მოხვდებიან. უნდა ისხდნენ სკამზე და სკამზე საჯდომი ხალხი საკმარისად ჰყავს ვაისს.
რა ნახეთ ამ კრიტიკოესბმა
11 ოქტომბერი 2020 23:45
1
ერევანში ორჯერ ვარ ნამყოფი 90 იანებში და რაც მართალი მართალია ცოდვას ვერ ვიტყვი იქ მაშინ მაგრად კაცურად გვიმასპნძლეს 1993 წლის 7 დეკემბერი იყო და მაგ დღეს მთელი სომხეთი იგონებს სპიტაკის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებს და მაგ სუფრიდან მოვიკითხავ სომეხ მეგობრებს და ვეტყვი რომ საჩუქარი დღეს ჩვენგან იმ სუფრაზე ყველა იმ სომეხის დედა მოვიკითხეთ ვინც აფხაზეთში იომა ჩვენს წინააღმდეგ ასე რომ არ დაივიწყოთ ქართული დიდსულოვნება ისევ ტქვენთვის ჯობს.
zurabi
11 ოქტომბერი 2020 23:06
2
მშვენიერი იყო კაჭარავა შენგელიას დუეტი, ოქრიაშვილმა გოლი კი გაიტანა შენგელია წყალობით მაგრამ ნახევარი საათი არაფერი გაუკეთებია, ისევე როგორც ლობჟანიძე-ლონჯანიძე დუეტს, ეს დაუშვილი კი მე რომ ვაისი ვიყო აღარასოდეს ვათამაშებდი საქართველოს ნაკრებში. ნუ გრიგალაშვილმაც სუსტად ითამაშა. ორთაბრძოლებში კარგია, მაგრამ პასებში საშინელება და მეკედონიასთან არ კი უნდა იფიქრო. მოკლედ ძველი დაცვა და ახალი თავდასხმა მაკედონიასთან.
irakli
11 ოქტომბერი 2020 22:07
3
გრიგალავას საღოლ, მაგარია ითამადა!!!
Vasil
12 ოქტომბერი 2020 15:27
0
დაუშვილს ხელზე რომ შემთხვევით არ მოხვედროდა ბურთი, მოგებული იყო თამაში. ეს დაკარგული 2 ქულა შეიძლება ბოლოს გადამწყვეტი გამოდგეს. კი მოხვდა ბურთი შემთხვევით, მაგრამ იცით, რა ვერ გავიგე: რა აცინებდა? და კიდევ: კანკავაზე აუგი როგორ წამომცდება, მაგრამ ამ სრულიად არასაჭირო ბარათებს რატომ იღებს?
ნუგზარი
12 ოქტომბერი 2020 01:22
1
კანკავა ჩემი აზრით სპეციალურად მიიღო ყვითელი 14 რომ მიეღო ყვითელი 12ნოემბერს ფინალს გამოტიებდა
ვაკო
12 ოქტომბერი 2020 10:13
1
მე მგონია ეს გამიზნული ქმედება იყო, რათა გარანტირებული იყოს მისი თამაში ფინალში.
გიზოგ
12 ოქტომბერი 2020 07:23
1
ძირითადი ფეხბურთელების დასვენება , მთავრი მატჩის წინ უფრო საზიანოა, ვიდრე დადებითი მოვლენა. დასვენება მესმის თუ სეზონის ბოლოა და ბიჭები თამაშებით გადაღლილობის არიან, ამ დროს ჩემპიონატები ძირითადად ყველგან ეხლახანს განახლდა. მოკლედ ვაისი უნდა წავიდეს
ფეხბურთი
11 ოქტომბერი 2020 22:41
24
ვუყურებდი და მეც ეგ ვიფიქრე შეტევაში მეტი კომბინაცია იუყო დგეს უბრალოდ დაცვა უშვებდა შეცდომებს.არაუშავს მაკედონიამაც ვერ მოიგი
Mosexoneli
11 ოქტომბერი 2020 22:09
2
თამაშს ვიგებდით რომ არა ვაისის შეცდომები. 2-1 ვიგებდით და დაახლოებით ბოლო 15-20 წუთი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდა გუნდი. აი მანდ დაგვერხა!შეცვლების შეცდომებზე აღარაფერს ვამბობ! სომხეთის დონის გუნდთან ანგარიშის შენარჩუნებაზე როგორ უნდა ითამაშო,როცა როგორც კი ჩვენები წინ წავიდოდნენ სომხებს ბავშვური შეცდომები მოსდიოდათ.
P.S. რაც კი ჩვენმა ნაკრებმა ბოლო წლებში თამაშები ჩაატარა,სომხეთის ნაკრები იყო ყველაზე სუსტი მეტოქე,უსუსტესი...
simartle
12 ოქტომბერი 2020 00:37
14
მართალი ხარ, ვაისს მოხვდა ბურთი ხელში.
გია
12 ოქტომბერი 2020 01:33
1
და მერე ვინ გამოიყვანა ეგ დაუშვილი მინდორზე, ვაისმა თუ სომხეთის მწვრთნელმა?!
gia-s
12 ოქტომბერი 2020 11:13
0
ძმებო, რასაკვირველია კანკავა და აბურჯანია არ უნდა გაეყვანა, გია გრიგალავა, ხომ შეიძლებოდა მთელი თამაშის მანძილზე ერთი ზისტი პასის გაკეთება, ნავალოვსკი დისვენე აწი, ქუსლებთ რომ ბურთაობთ ბიჭებო ჯერ წინ თამაში ისწავლეთ, ვაისი გადაიკეთე გვარი ვაი-ვუისად! მთლიანობაში ანგარიშით კმაყოფილი ვარ... ომი ყველამ ვიცით რაც არი...მოკლედ, მოგებას ფრე მერჩივნა ამ ვითარებაში... მოგება და პრინციპული დაპრისპირება მერე იყოს, მშვიდობა რომ იქნება, ჩვენი და სომეხი გულშემატკივრების გულის გასახარად, ახლა კი ფრე სავსებით ნორმალური ანგარიშია... მაგრამ ვაისი მაინც მძიმე შემთხვევაა...
kavkasieli
11 ოქტომბერი 2020 23:07
22
ჰაეს ცავატანემ?
iolasha
12 ოქტომბერი 2020 00:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული