საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
საქართველოს მეორე ნაკრებმა აშკარად დაჯაბნა სომხეთი,აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში!სხვა საკითხია საგოლე მომენტების ძალიან დაბალი რეალიზაცია,ასე არ შეიძლება!პირველივე ტაიმში უნდა მოგვემთავრებინა მათთვის ყველაფერი!ამ თამაშში სამწუხაროდ გამოჩნდა ის,რომ ძალზედ სუსტი რეზერვი აქვს საქართველოს ნაკრებს!ჯიღაური მარჯვენა მცველად არაფრად არ ვარგა,რაც სულაც არ აკნინებს მას,უბრალოდ ის არ გახლავთ ამპლუით განაპირა მცველი,გრიგალავას აშკარად ზედმეტი წონა აქვს და პირველი პასიც ძველებურად ვეღარ უჭრის,ნავალოვსკის აშკარად დაეტყო ასაკი და აჯობებს მასზე აღარ დავამყაროთ იმედები,იგივე ეხება დაუშვილსაც,გვილიას მოკლებული აქვს,კობახიძეს დებიუტი ჰქონდა და ცოტას ნერვიულობდა(რამდენჯერმე უხეშად შეცდა),მაკარიძეს ფეხით თამაში აქვს გასაუმჯობესებელი,კაჭარავას ძალიან დაბალ დონეზე აქვს მომენტების რეალიზება.რაც არ უნდა სამწუხარო იყოს,ფაქტია ის,რომ ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს,რაც ეყო სომხეთის სუსტ ნაკრებს,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში რამდენად ეყოფა ჩვენივე დონის მაკედონიას არ ვიცი.იმედია ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები გადამწყვეტი მატჩისთვის ჯანმრთელად და საუკეთესო ფორმაში იქნებიან!ევროპის ჩემპიონატზე გავალთ,ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ,ჩვენი ც ლიგიდან ვერც ერთი ნაკრები ვერ აკმაყოფილებს ევროპის ჩემიონატის ფინალური ეტაპის დონეს!
Alex.F
11 ოქტომბერი 2020 23:03
2
ჩაწყობილი ანგარიში
ლევანი
11 ოქტომბერი 2020 22:43
21
ორივე შემთხვევითი გოლი გაგვივიდა, კარგით რა მართლა და მართლა, გეყოთ ეს ღვარძლის ფრქვევა, ჩვენ რო მხითარიანის დონის ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ მსოფლიო ჩემპიონობას მოითხოვდით. დღეს ყველამ ნორმალურად ითამაშა მათ შორის გრიგალავამაც, ჩაკვე და კვარა რომ დაგვემატება მშვენიერი გუნდი გვეყოლება, დასვენებაც ისევე აუცილებელია ფეხბურთელებისთვის როგორც კლუბში მუდმივი პრაქტიკა. ვაისმა მაკედონიელებისთვის შეინახა ბიჭები რადგან თუ მაკედონიას მოვუგებთ, ჯერ ერთი რომ ჩვენ ჯგუფს დიდი ალბათობით მოვიგებთ და მეორე ფინალისთვის შიშს ჩავუნერგავთ მაკედონიელებს.
Semi
12 ოქტომბერი 2020 00:05
2
მთავარია დავხვეწოთ ჯარიმების შესრულების მეთოდი - ჩვენს ცენტრალურ მცველებს, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასვლის შემდეგ, ბურთს რომ არ ვაწოდებთ კარგია, მაგრამ გათამაშებისას რატომ ვკარგავთ უაზროდ და ვაწვალებთ მოწინააღმდეგეს? რით ვერ გაიგეთ, ბურთი ისე უნდა დაიკარგოს, რომ პირდაპირ ცრნტრალური ზონიდან მივიღოთ შეტევა, თნაც რაც შეიძლება სწრაფად, რომ მცველებმა უკან დაბრუნება ვერ მოასწრონ. აი, მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფეხით შესრულებული ჯარიმა-ჩაწოდება დიდებული იყო დიდებული...
goga
11 ოქტომბერი 2020 22:25
1
მხითოს იმედზე ვიყავი. არადა გუნდში ყველაზე ცუდათ თამაშობდა მიუხედავათ გოლისა. მეგობრებო კარგი თამაში აჩვენეთ. მაინც ფრე ლოგიკური იყო, შენი მომენტები უნდა გამოიყენო რა. თბილისში იმედია სომხეთის დაცვა უფრო კარგათ ითამაშებს. ისე ჩვენი მწვრთნელიც მაგარია, ბიჩახჩიანი ბოლო 5 წუთში გამოუშვა. რავი წარმატებები მაკედონიასთან.
John Wick
11 ოქტომბერი 2020 22:23
14
აი არ ვიცი ასეთი თამაში როგორ ვერ უნდა მოიგოო.რაცგინდათ ის მითხარი მაგრამ შემსრულებელი არ გვყაავს.ჩაკვეტაძე გუნდს ძალიან აკლია.
buxrika
11 ოქტომბერი 2020 22:12
3
86 წუთიდან დააკვირდით როგორ მივედით ჩვენს კართან პენალტამდე: შუა ხაზი არ არსებობდა, გრიგალავამ ისეთი პასი დაუბრუნა მეკარეს რომ . . . ასე გადაგდებით არ აბრუნებენ ასეთ მსვიდ სიტუაციაში, მაკარიძემ ცუდად მოიგერია, მაგრამ რაც მთავარია ამ დროს გუნდი არ ჩამოვიდა და არ დალაგდა. დაუშვილმა დარტყმაზე დაფარებისას საჯარიმოში ხელები უკან რომ უნდა შეიკრას ალბათ არ იცის და რაც მთავარია კვეკვესკირის მოქმედებებს დააკვირდით ამ დროს. ეს ვაისის სუპერშეცვლების ბრალი იყო. პ.ს. კაჭარავას რატომ არის ნაკრებში, მხოლოდ ამ ერთი თამაშითაც ნებისმიერი გუნდი სახლში გაუშვებდა არათუ ნაკრები.
???
12 ოქტომბერი 2020 12:59
1
აი ამ თამაშმა გაასწორა. კარგი იყო. ჯიგრები ხართ.
რატი
12 ოქტომბერი 2020 01:54
2
ვაისმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ აზრე არ არის მწვრთნელობის და ჩვენს პოტენციალს ანიავებს. პუნქტობრივად:
1) ც ლიგის მოგება და ბ-ში გადასვლა საგრძნობი წინსვლა იქნება და ამ შანსის ასე განიავება და ექსპერიმენტები ასეთ დროს უპატიებელი შეცდომაა!
2) გრიგალავა რომ კაი მოქეიფე კაცის ღიპით დადიოდა მოედანზე, ამას მწვრთნელი ვერ ხედავდა?!
3) დაცვის ხაზი იყო ყველაზე სუსტი დღეს და არავინ შეცვალა მათგან;
4) კვარაცხელია რატომ არ ათამაშა? ტრავმას თუ უფრთხის, რუბინი არა მგონია ჩვენი ნოემბრის მატჩს დაელოდოს და მანამდე არ ათამაშოს კვარაცხელია;
5) გუნდის ასეთი მთლიანად შეცვლა როგორ შეიძლებოდა?! პირიქით, გამოეყენებინა ეს ორივე თამაში რომ კიდევ უფრო შეთამაშებულიყო ბირთვი და ოპტიმალურად შეხვედროდა ნოემბრის მატჩს.
პ.ს. კვარაცხელიას რომ სხვა ფლანგზე ათამაშებს, ეს ცალკე თემაა...
მოკლედ, წარმატებები ბიჭებს და იმედია, ვაისი არ შეგვიშლის ხელს სანუკვარი მიზნის მიღწევაში ნოემბერში!
დათო
12 ოქტომბერი 2020 00:20
20
ანუ მართალი გამოვდექი, ხომ? ზოგმა უგვანომ ნაცათ მომნატლა. ახალგაზრდებმა ლაღი და ლამაზი ფეხბურთი ითამასეს, როგორც კი ძველი გვარდია შემოვიდა, თამაში გაფუჭდა. ოქრის ნაცვლად, იმ ბურთს ყველა სეაგდებდა. ჩასვიტ საბა ცენტრფორვარდათ. შენგელიას რა უნდა სკამზე. აბუ დიდი ძალაა. ზამენებს იმისთვის აკეთებენ, რომ თამასი გააუმჯობესონ, წააგონ კი არა. ათამაშეთ ახალი სახეები და მიეცით მათ შანსი, დაუშვილს რა უნდა სასტავში. და მაინც, ვაისს აქვს რაღაც პოზიტივი, რომელიც ქებას იმსახურებს, რადგან მგონი შორს ხედავს და ამზადებს სასტავს ევროპაზე სათამაშოდ, რატომრაც ეგეტი შთაბეწდილება დამრჩა, მაგრამ მგონი, ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მისცეს. თავისუფლად შეუძლია საქართველოს , დღეს სამი თანასწორი ნაკრების გამოყვანა და თუ ეს იქნება კვალიფიციურად დაყენებული სასტავი, ევროპაზე ჩვენ და ჰოლანდია გავალთ მერვედფინალში, და იქ კიდე, ვნახოტ. წარმატებები. გაუშვით ბებრები პენსიაში
ვასო
11 ოქტომბერი 2020 23:07
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული