საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
დდ აპა მოგება გინდოდათ ამ შემადგენლობით ისე ცუდათ არ უთამაშიათ.აგერ მაკედონიას 4 კაცი აკლდა და წაგებას ძლივს გადაურჩენ 12 ნოემბერია ჩვენთვის მთავარი.
źaza
11 ოქტომბერი 2020 22:12
8
ამდენი საგოლე მომენტის "გაფლანგვას" მაკედონია არ გვაპატიებს. დასანანი ფრეა. იმედია, გადამწყვეტ მატჩში მომენტებს შევქმნით და უკეთ გამოვიყენებთ...
tngh
12 ოქტომბერი 2020 10:19
1
ლაკვეხელიანი,კუცია,ქოჩორაშვილი,ნიუა, მალი-ამ ბიჭებს რითი ჯობიან ნავალოვსკი, დაუშვილი, ჯიღაური, კობახიძე? მიეცი რა შანსი ახალგაზრდებს შე დალოცვილო.
ჯვაროსნები
11 ოქტომბერი 2020 23:38
1
წინახაზი მომეწონა, უკეთესი იყო ვიდრე ბელარუსთან.
იმიტომაც ითამაშეს შემტევი სწრაფი ფეხბურთი.
ნაკრებს აუცილებლად ჭირდება ცენტრფორვარდი.
შუახაზში კი სხარტი ახალგაზრდა მოთამაშეები.
ჩაკვე. კვარა. აბურჯანია და ამათ პლიუს კირე და კანკავა.
ამ სიკო ვაისისთვის ძირითადი შემადგენლობა პენსიონერები არიან
max
11 ოქტომბერი 2020 22:35
24
სომხებთან თამაშმა დაამტკიცა შემდეგი: მართალია, არ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ერთი გუნდი, მაგრამ გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი. დროთა განმავლობაში თუ ამაღლდა კლასი და ორიდან მივიღეთ ერთი ძლიერი ნაკრები, კარგია.
ჰავლაბრელი ტიღუა
12 ოქტომბერი 2020 19:23
2
ეს თამაში ვაისმა გამოიყენა იმ ფეხბურთელებზე დაკვირვებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მაგალითად შენგელიამ აჩვენა, რომ იმსახურებს მეტ დროს ნაკრებში და ასევე გრიგალავამაც იდეაში ეს თამაში დიდად არაფერს წყევტდან მითუმეტეს, რომ სომხეთან სახლშიც ვაქვს სათამაშო ახლა გველის მაკედონიასთან თამაში და ვაისმა დასვენა შემადგენლობა ეს თამაშჳ ნამდვილად იქნება ფინალისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრა ვაის ვინც აკრიტიკებს მეც არ მომწონს რაღაცები მის მოღვაწეობაში მაგრამ ამ წვრთნელს აქვს სანაკრებო გამოცდილება სლოვაკეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და იმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდანაც კი შეძლო მე 8 ფინალში გასვლა ასე რომ სუსტი მწვრთნელი არ არის.
გელა
12 ოქტომბერი 2020 09:59
2
tfu bliad dzer nemaner haitarakumen respublika
კომბა
11 ოქტომბერი 2020 22:01
7
такие как вы позорят республику
kote
11 ოქტომბერი 2020 22:19
0
რა მიკვირს იცით? სომხეთში პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ფრე ოპტიმალური შედეგი არისო, მსგავსი შინაარსის კომენტარები წავიკითხე.

როცა გვაწყობს, პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოთო ვიძახით და დღეს რატომ უნდა გავმიჯნოთ? თუ ეგაც ჩვენს თავზე გვაქვს მორგებული და როგორც გვინდა ისე ვჭიკჭიკებთ. შენგელია რუსეთში რომ გადავიდა, ხალხი იძახდა პოლიტიკა სპორტისგან უნდა გავმიჯნოთო, მერე ეს ხალხი დღეს იძახის რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს მატჩი ფრე უნდა დამთავრებულიყოვო.

აკი პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო?
ფეხბურთი
12 ოქტომბერი 2020 14:36
4
vaisis gadawyvetilebas mivesalmebi shemadgenloba gamocada da bevri rame davinaxet. somxettan da ramodenime dgeshi makedoniastan matchebi iseti mnishvnelovani araa mtavaria noembershi mogeba. chemi azrit aburjania kankava da kiteishvili tu ertdroulad iqnebian centrs sruliad gavakontrolebt rac naxevari saqme iqneba. kashias imedi ar mqonda magram noembershi gamocdili fexburtelebi dagvchirdeba. kashia kverkvelia centrshi. dvali shetevashi ver midis magram ukan dzalian kargia. xvichas vaisi an imitom atamashebs marjvniv rom eg da kakabadze mtlian flangs igheben an gadamwyvet tamashshi surs marcxniv dayeneba. oqriashvili sheucvlelia. vako da shengeliac cudad ar tamashoben aseve lobjanidze. chakvetadzec tu dahvibrunda memgoni dzalian kargi gundi gamogvdis. centrforvardi arvici tu sxva gza ar iyo albat kacharava mainc yvelas jobia ravici. mtlianobashi nakrebshi imdeni kargi fexburtelia shecvlebic ar iqneba sashishi. mtavaria noembershi yvela janmrtelad iyos. ghmerti chvensken.
sandro
12 ოქტომბერი 2020 13:09
1
ვაისთან რა გინდათ, სანამ კაჭარავას იმენა ცხვირპირში არ გლიჯეს ბურთი იქამდე ვერ გაიტანა ტიპმა, აი მანდ რო ხე მდგარიყო და მაგას მოხვედროდა ეგეც ეგრევე გაიტანდა :დდ აი ეგ ვინც ფეხბურთზე შეიყვანა ეგაა დასაბრედი. ლობჟანიძე ქვილითაიაც არაა უკეთესი და მოკლედ ფორვარდი ერთი არ გამოჩნდა ამდენი ხანი ვინც საშუალოზე დაბალ დონეს მაინც დადებდა
Nedved
12 ოქტომბერი 2020 03:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული