საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
გუნდს რაც შეეხება, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, იყო შეცდომები დაცვაში, მაგრამ ეს სწორედაც რომ შეუთამაშებლობის ბრალია.
მადლობა ბიჭებს.
საერთოდაც, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ამ ბიჭებზე ცუდი თქვა. ყველა თავს დებს, თუნდაც შენგელიას მაგალითი რად ღირს.
მე მეშინია, ვაითუ ტვინის შერყევა მიიღო და ისე ითამაშა.
dato
11 ოქტომბერი 2020 23:49
3
ცუდ სიზმარში რომ ხარ _რო გარბიხარ და ვერ გარბიხარ, ისეა ჩვენების თამაშები _გატანამდე მიაქვთ ბურთი, იტანენ, იტანენ და ვერ იტანენ. მაგათ თამაშებზე ჰაერის უკმარისობა მემართება ხოლმე ისე როგორც ცუდ სიზმარში
ზურაბ
12 ოქტომბერი 2020 18:13
1
კაი თამაში ითამაშეს,ყოჩაღ ვაისს,ყოჩაღ ფეხბურთელებს,წინა თამაშთან შედარებით ლაღად და თავისუფლად თამაშობდნენ.საფეხბურთო ფორტუნა სომხების მხარეს იყო და ფრეც გამოგვტყუეს.ეს მაკედონია ჩვენზე უკეთესი არაფრით არაა,ვინც ნახა ესტონეთთან მათი თამაში დამეთანხმება(2 გოლი რომელიც მათ გაუშვეს ესტონელებისგან). მაგრამ 12 ნოემბერს თბილისში გვექნება სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მაკედონიელებთან,აბა თქვენ ოცით ლომებო,ჰაერივით გვინდა ეს მოგება მე მჯერა თქვენი...და კიდევ ერთი მინდა ვთქვა აუცილებლად ეს ფეხბურთელებს არ ეხება 12-ში სტადიონზე მინიმუმ 30 % მაინც უნდა დაშვათ(ვისაც ეხება)!
gogia
12 ოქტომბერი 2020 11:16
4
სირცხვილი ლიოვააას! დიდი სირცხვილი! ეს რა გააკეთეთ ტოოო?!! აბა ამ თამაშის ფრე იქნებოდა???
ან ის რა გვარია, დიდი ღიპით რო დარბოდა, ლუდის ბარმენივით, ეგ ფეხბურთელი არაა, რაგბისტი? არ ეგ, აბა ვინაა, ვინ იცის მისი ნამდვილი სახელი, იცის ვინცხამ???
ხტფუიიიი! რაფრა გააგორეთ ფრე, თქვე ყურუმსაღებო!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 ოქტომბერი 2020 23:32
35
ასეთი "სასტავით" ამდენი საგოლე მომენტი გააფუჭო არ ვიცი! ორ თამაშს ეყოფოდა! შენგელია და აბურჯანიამ იბრძოლეს და ფრე მოგვიტანეს! კაჭარავამ დაამტკიცა, რომ კარის ხაზთან კარგად თამაშობს! ყაზაიშვილი ვერ გაიხსნა ბოლომდე! გრიგალავამ თქვა თავის სათქმელი, რომ ძირითადის ფეხბურთელია! ჯიღაურმა ერთი შეცდომა დაუშვა და გოლიც მივიღეთ! ნავალოვსკი დაიღალა ბოლოსკენ! მაკარიძე კარგი იყო კარებში! კანკავა გადაღლილი ჩანდა!
მწრთვნელი
11 ოქტომბერი 2020 22:12
17
მადლობა ნავალას რაც ნაკრებისთვის დახარჯულა და უომია მაგრამ,თუ დააკვირდით წლებია უკვე ერთი და იგივეს აკეთებს ბურთი მიუვა აჩერებს და ცენტრალურ მცველს უბრუნებს,რასაც კაკაბაზე ვერ იტყვი,მიდის ამწვავებს ქმნის,ძალიან საწყენი ქულები დავკარგეთ ბოლო 10 წუთი ცენტრი ჩავარდა ამ უაზრო ცვლილებებით,იმედია მაკედონიასთან დადგება სასტავი შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ როგორც გუშინ...
ნავალოვსკი
12 ოქტომბერი 2020 17:38
0
ვაისმა თვითონ დასაჯა საკუთარი თავი, ვერ აიხდინა ოცნება სომხეთის ნაკრებზე მოეგო, და საკუთარი სისულელით მოგებული მატჩი ფრედ დაამთავრებინა ნაკრებს. უაზრო გადაწყვეტილებით დიდი ხნის წინათ ჩამოსაწერი დაუშვილის მინდორზე გამოყვანით, შეიძლება ბუბას უაზროდ გაშლილმა ხელებმა საქართველოს ნაკრების B ლიგაში გადასვლასაც კი გადააფარა ხელი და ჩატოვებს С-ში, აწი თუ გინდა ათი შლემი დაიხუროს თავზე და სულ ზურგზე მიიწებოს ხელები :) მცველი საჯარიმოში ასე თამაშობდეს მეორე არ მინახავს :(
jango
12 ოქტომბერი 2020 12:41
0
არ მესმის იმ ხალხის ვინც ეგრეთწოდებული ძლიერი ფეხბურთელების დასვენების მომხრეა. ეხლა ხვიჩა რომ ყოფილიყო ვფიქრობ მოვიგებდით და გამომდინარე იქიდან რომ მაკედონიამ ვერ მოიგო პირველ ადგილზე ვიქნებოდით და შემდეგ თამაშზე ფრეც შეიძლებოდა. ეგ პენალტი უფრო მეკარის ბრალია. ძალიან ცუდად მოიგერია, რითაც ისარგებლეს სომხებმა. ძალიან დასანანია რომ ვერ მოვიგეთ. რაც შეეხება ვაისს წასვლა არწასვლის ამბავს ვფიქრობ შუა სეზონში მწვრთნელის გამოცვლა არ იქნებოდა კარგი. ისე ვერ ვიტყვი კარგი მწვრთნელია.
დავით 67
12 ოქტომბერი 2020 03:04
1
ეს ვაისი არის ნამდვილი მეხუთე კოლონა.
კაცი, რომელიც სომხეთთან, თან არა ამხანაგურ მატჩში, დააყენებს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც 1 თამაშიც კი არ უთამაშია ერთად, ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზზს ეხება, ამის შემდეგ, საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკო.
ეს არის დანის ჩარტყმა ზურგში.
ეს კაცი სულ პანჩურის რტყმით უნდა გააგდო აქედან და ფედერაციაც მიაყოლო.
dato
11 ოქტომბერი 2020 23:44
13
სპორტალს მინდა ვთხოვო, ცხრილი დადეთ რა , ვერსად ვერ ვპოულობ. ჯგუფი და ქულები რომ იყოს
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:19
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული