საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
ყველაფერი კარგი მაგრამ ამ აუტის მოწოდება რა ვერ ისწავლეს ისე რომ ბურთი არ დაკარგონ ეგრევა?! ზოგადად სტანდარტულები დიდი პრობლემაა.
ლაშა
12 ოქტომბერი 2020 18:05
0
ოჰ, კორონა, კორონა. შენ, რომ არ არსებობდე, დღეს ჰო პირველი ნაკრებით ვითამაშებდით და არა მეორეთი.შენ, რომ არ იყო, "1921" წლის ნახევარინალს და ფინალს დღეს კი არ გვათამაშებდი.შენი გულისთვის დავკარგეთ დღეს ორი ქულა. ჩვენი პირველი ნაკრები, სომხეთის პირველ ნაკრებს, პირველივე ტაიმში გადაუწურავდა ყველა იმედს.
P.S.ძალიან გასახარელია, როცა შენი მეორე ნაკრები კლასით, ერთი თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეზე.
P.S.S. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მე დღეს ჩვენ დაცვაზე არაფერს ვიტყვი.
TanoLife
12 ოქტომბერი 2020 00:05
1
ისე მაკარიძეს ძლივს შანსი მისცა და რანაირი მცველები დაუყენა წინ
David
12 ოქტომბერი 2020 16:58
0
დაუშვილს რა უნდა ნაკრებში კი არა და საერთოდ ფეხბურთში!
zviads
12 ოქტომბერი 2020 15:03
2
დაუშვილმა დვალიშვილი ჩაანაცვლა ნაკრებში)))
ტარიელი
12 ოქტომბერი 2020 19:46
0
ზოგი წერდა, ყარაბაღის ომზე დიდი მნიშვნელობა აქვს და თავს შენოგვაკლავენო. რისი თავის მომკვლელებიც იყვნენ ჩვენს მეორე შემადგენლობასთან, კარგად ვნახეთ. სულ ცოტა 3 ბურთი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კაჭარავას მუცლით უფრო გააქვს , ვიდრე ფეხით. პირველი გოლიც საჩუქრად მივართვით. ისე ჯიღაური არ არის მცველი და რატომ არ გამოცვალა, ვერ გავიგე, მითუმეტეს ბლომად შეცდომა დაუშვა.
: )))))))
12 ოქტომბერი 2020 11:16
0
ბიჭო რამდენი ფეხბურთის პროფესორი გვყოლია,აქედან რომელიმე ამოვარჩიოთ კონკურსის წესით და დავნიშნოთ ზოგო ფედერაციაში და ზოგიც ნაკრებში და მერე ნახე შენ შედეგები და მოგებები!? მოკლედ საქართველოში თქვენი მოსაწონი არც ფეხბურთელი დაიბადა და მითუმეტეს არც მწვრთნელი.მაღთლა ყოჩაღ ჩვენს ფეხბურთელებს,აფერუმ თქვენს მოთმინებას დაგამძლეობას.....
m.d
12 ოქტომბერი 2020 12:47
2
დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ ახალი გუნდი გვყავს სომხეთის ნაკრებს. მხითარიანმა საერთოდ პირველად ცხოვრებაში ითამაშა ნახევარ სასტავთან სომხეთის ნაკრებში. შეთამაშება საერთოდ არ გვქონდა, ნახევარი გუნდი ჯერ არ იცნობს კარგად ერთმანეთს და ადაპტაციისათვის დრო გვჭირდება, თან მთავარი მწვრთნელისათვის მესამე თამაში იყო მარტო ნაკრებში. კიდევ დავამატებდი რომ ნეიტრალურ სტადიონზე გვქონდა თამაში მაყურებლის გარეშე, და მესამე გუნდი ემოციებით იყო სომეხ მეომრებთან არცახში. აბა მიდი და ითამაშე როდესაც შენი თანამემამულეები კვდებიან. თბილისში სუ სხვა ნაკრები ჩამოვა.
John Wick
12 ოქტომბერი 2020 12:14
19
და იმის თქმა დაგავიწყდა ასევე, რომ შოთა რუსთაველი სომეხი იყო...
ირაკლი
12 ოქტომბერი 2020 14:28
2
შე მზეოოოო
mirosan
12 ოქტომბერი 2020 13:00
2
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ. მომენტებში ლამაზი თამაში იყო, ჩვენ აშკარად ვჯობდით. მე არ ვიცი სომხებსაც მე-2 გუნდი ყავდათ თუ არა. ფაქტია მაგარი მონდომებულები იყვნენ, გეგონება ომიაო, თუმცა ძალიან არ უხეშობდნენ.
არ მომეწონა დაცვის ფლანგები, არ ვარგოდნენ. 40 მეტრი ბურთიანი კაცი რომ გაგასწრებს, იქ 10 ვიყავითო გამართლება არ არის. თუმცა შენგელიამ გამაკვირვა, კარგად დაეხმარა დაცვას, ხოლო შეტევაში ორივე მაგ ფლანგიდან შენგელიას და ჯიღაურის გარღვევის შემდეგ გავიდა. თუმცა ორივეც მაგ ფლანგიდან გაგვივიდა. ნახევარდაცვა უმატებს და ეგ მახარებს, კიტემაც უნდა ივარგოს სკოპიეში. თავდასხმა - შემტევებს არა უშავთ, გამოკვეთილი კიდე ნოლია. ყველანი: კაჭარავაც, ქვილითაიაც, ლობჯანიძეც და ზივზივაძეც. არ ეკადრება ქართულ ფეხბურთს მარტო ფიზიკურად ძლიერი ცენტრის იმედად ყოფნა. ან ტექნიკური უნდა იყოს ან გოლის ალღოთი, მაგრამ მოძრავი, გაუჩერებელი, მოწინააღმდეგის დამბნევი. თუ ვერ გაიტანს დერეფნებს მაინც შექმნის, კედელი, მოკლე პასი და მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა. ასე იყო შენგელია, ნოდია, გავაშელი ...
ჰაჰა
12 ოქტომბერი 2020 12:07
2
დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს თამაში ფრედ უნდა დამთავრებულიყო. სპექტაკლი რომ იყო თამაშის ბოლოს კარგად გამოჩნდა ორივე გუნდის მოქმედებიდან გამომდინარე.
oskari
12 ოქტომბერი 2020 10:50
7
ერთ თამაშში ამდენჯერ დაამცირო ქვეყნის ნაკრები ალბათ ცოდვაა. ჯერ ერთი, ასეთი საპასუხისმგებლო თამაში მეორე გუნდით ეთამაშო და მეორე თამაშით ასე დაჩაგრო საკმაო დამცირება იყო სომხეთის ნაკრებისა ვაისის მხრიდან. მოგება მართალია ძალიან გვჭირდება, მაგრამ ერთ თამაშში სამი სახის დამცირება ქვეყნის ნაკრებს, მეტის-მეტი იქნებოდა. ასეთი თამაშის შემდეგ მაკედონელებთან დიდი ოპტიმიზმის უფლებას გვაძლევს. პირველობის ბედი სწორედ იქ წყდება.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ოქტომბერი 2020 10:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული