კაპაროსი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხა.

- ბატონო კაპაროს, მთლიანობაში შეაფასეთ თამაში.
- ძირითადად მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ცუდად არ დაგვიწყია, მეტოქესაც კარგი მომენტები ჰქონდა. ეს ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო.

- საქართველოს ნაკრებმა გაგაკვირვათ? რას ელოდით?
- საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არ გამაკვირვა.

- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის ნაწილი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმზე
უარესად ჩაატარეს?
- ფეხბურთში მეტოქე შენზე ზეწოლას ახორციელებს და სირთულეებს გიქმნის. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ნაკლები მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი გაგვიტანეს.

- ხორენ ბაირამიანმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. როგორ შეაფასებთ მის თამაშს.
- ხორენი კარგი ფეხბურთელია და ყოველთვის უკეთესად თამაშობს.

- დღევანდელი ფრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ესტონეთის დამარცხება. გამთანგველი თამაშის გათვალისწინებით, შემადგენლობას შეცვლით?
- მოვიცადოთ, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ბებიაშენისა. პირველი ტაიმი შეიძლება კიდევ თანაბრად ჩავთვალოთ, მეორე კი პირწმინდად წააგეთ, როგორც თამაშით ისე ანგარიშით. თქვენს "პელესაც" ვაკვირდებოდით. დიდი არაფერი. ყველაფერს მაინც მომავალი გვიჩვენებს.
ჟორჟი საფრანგეთიდან.
12 ოქტომბერი 2020 14:56
0
ყოჩაღ სომხებს! თავისებურად მოაზროვნე მწვრთნელი უნახიათ)
ბათუმის ფანი
12 ოქტომბერი 2020 13:10
0
რას გავს ეს ჩემისა!
gio
12 ოქტომბერი 2020 12:58
2
სრულიად ობიექტურად ვიძახი ეს ორი თანანაბარი გუნდის თამაში არ იყო, სომხეთის ნაკრები ჩვენზე სუსტია, დაცვა ფაქტიურად არ ყავთ და ძალიან საწყენია, რომ მხოლოდ ფრეს დავჯერდით.
გიონატ
12 ოქტომბერი 2020 12:32
0
ფეხბირთში არის ასეთი გამოთქმა, არშეიძლება მეტოქის დაუფასებლობა! ორივე გოლი ჩვენი შეცდომის ხარჯზე გაიტანეს, მაკარიძის საშინელი მოგერიება და შემდეგ დაუშვილმა რით ვერ ისწავლა რო საჯარიმოში ხელები უნა დამალოს ზურგს უკან...
კობა
12 ოქტომბერი 2020 12:19
0
რა გახარებულია საწყალი. ჯერ ამის მწვრთნელობა ვინ თქვა. თქვენ რა გითხარით, მოგვეგო უნდა რა და დამშვიდდებოდნენ კაი ხანს! ჯერ კიდევ ვერ ვინელებ, რა ბურთები ვერ გავიტანეთ!
გიო
12 ოქტომბერი 2020 12:17
1
"კაპაროსიანი"-მა რა თქვა სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ასეთი სასტავის დაყენება არაა გამართლებული, უნდა ეთამაშა ძირითადს, უფრო შეთამაშდებიან და 3 ქულასაც აიღებდნენ, ჯგუფიც განაღდებული გვექნებოდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფის მოგება არ უნდა. ისეთი განცდა დამრჩა თითქოს წაგვეგოოს.
x.x
12 ოქტომბერი 2020 12:16
1
შენ მეგობარო თუ გაგიგია ფეხბურთელების დასვენება რას ნიშნავს ? ან რატომ კეთდება ? მაკედონიამაც იგივე გააკეთა და კინაღამ არ წააგო...რა მაგათ არ უნდოდათ პირველი ადგილი?
ემზარ დუისბურგი
12 ოქტომბერი 2020 21:38
0
დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ ახალი გუნდი გვყავს სომხეთის ნაკრებს. მხითარიანმა საერთოდ პირველად ცხოვრებაში ითამაშა ნახევარ სასტავთან სომხეთის ნაკრებში. შეთამაშება საერთოდ არ გვქონდა, ნახევარი გუნდი ჯერ არ იცნობს კარგად ერთმანეთს და ადაპტაციისათვის დრო გვჭირდება, თან მთავარი მწვრთნელისათვის მესამე თამაში იყო მარტო ნაკრებში. კიდევ დავამატებდი რომ ნეიტრალურ სტადიონზე გვქონდა თამაში მაყურებლის გარეშე, და მესამე გუნდი ემოციებით იყო სომეხ მეომრებთან არცახში. აბა მიდი და ითამაშე როდესაც შენი თანამემამულეები კვდებიან. თბილისში სუ სხვა ნაკრები ჩამოვა.
John Wick
12 ოქტომბერი 2020 12:14
10
დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებმა მეორე შემადგენლობით ითამაშა. ცარიელი სტადიონი გინდ ერევანში ყოფილა გინდ თბილისში და გინდა კრაკოვში. ქვეყნის გასაჭირი კიდე, როგორც წესი დამატებითი მოტივაციაა. მახსოვს საქართველომ უელსს 2008 წლის აგვისტოში გასვლაზე უელსს მოუგო სწორედ იმ მუხტით რომ ომი იყო აქ. მოკლედ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფოქრობ, რომ ჩვენზე სუსტ მეტოქესთან 2 ქულა დავკარგეთ.
გიონატ
12 ოქტომბერი 2020 13:26
0
ბიჯო ვერ ითამაშე ვერ ითამადე ნამუდი მაინც არ გაგ?რა თანაბრი გუნდი მეორე ნაკრებით უამრავი მომენტი შეგიქმნეს 2გოკი გაგიტანეს 2ვე კომბინაციით.შემთხვევით ხელზე გარტყით დაუშვილს რი წაქცეუკიყავთ საჯარიმოში კიდე ხო კომბინაცი ჩაგვიშალესო იტყიდით.შენ რო საქართველის მწრთვნელი ყოფილიყავი მეტოქეს გადაუარეთო იტყოდი:))
Modeconrli
12 ოქტომბერი 2020 12:11
0
ამათ ფეხბურთიც არ უნდა ეთამაშო რაა, რო კითხო გადაგვირბინეს და გაგვიმართლა ჩვენ. ვაისს რა ვუთხარი,დაეყენებინა სასტავი რომ გადაგვერბინა მართლა და გაგვეჩუმებინა კაი ხნით ესენი.ძალიან სუსტი გუნდი ჰყოლიათ და ამათთან ფრე და 2 ქულის დაკარგვა ვაისის კისერზეა და ფედერაციის.
ზესტა
12 ოქტომბერი 2020 11:33
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული