ბელარუსული გამოცემა: ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია უნდა გავიდეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულ ბელარუსულ სპორტულ საიტ pressball.by-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი სერგეი აზარკევიჩი წერს, თუ რატომ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები.

"ბელარუსის ნაკრებმა "წლის მატჩი" თბილისში წააგო და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ერთმანეთს ქართველები და მაკედონიელები შეხვდებიან. ლოგიკურია ეს შედეგი? თბილისში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, პირველი წყვილის ლოგიკის შესახებ საუბარი რთულია. თამაშის ხარისხი, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ძალიან შორსაა, ბელარუსის ნაკრებისა კი - მაქსიმალურად შორს. საქართველოს ნაქები ნაკრები, რომელშიც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები მრავლად
არიან, ბელარუსზე უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერც მათ მოახდინეს.

მეორე წყვილის შეხვედრა კი უფრო ცოცხალი და საინტერესო იყო. თითქმის მეზობლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და მატჩი ტიპური ბალკანური გამოვიდა, სადაც მოგების სურვილი და შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ეს გუნდები ერთმანეთს D დივიზიონის ფინალში რომ შეხვედროდნენ.

თამაშის შედეგში ლოგიკის პოვნას აზრი არ აქვს, რაც უნდა ვისაუბროთ. გამარჯვებულთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 3-მცველიანი სქემა კარგად გამოიყენა. მისი გუნდი გაშლილად უტევს, ისე, რომ ქართულ-ბელარუსული მატჩის ტრანსლაციის თვალყურის მიდევნებისას გეგონებოდა, ტრანსლაცია 0,75 სისწრაფით არისო, ხოლო სკოპიეში 1,25-ზე იყვნენ ასულები. ამ ტემპს 37 წლის გორან პანდევიც უსწრებს, რომლისთვისაც ჰიპოთეტური ევროპის ჩემპიონატი კარიერის ბოლო კი არა, ერთ-ერთი სასიამოვნო ეტაპი იქნება.

როგორც მაკედონია-კოსოვოს მატჩის შედეგში, ისე ბელარუსის ნაკრების თამაშში არ იყო ლოგიკა. ბოლოს ყველაფერი გამართლების ფაქტორზე დადის. კოსოვოელების ავტოგოლს შეხედეთ - ეს ზოლოტოვზე დანიშნულ პენალტზე სასაცილოა. მაკედონიელთა მეკარისა და საყდენის მიერ წყვილში დადგმული წარმოდგენა?! ერთი ბურთის ასაღებად საჯარიმოს გარეთ გავიდა, მეორე ორი დღე ფიქრობდა, გამოეტანა თუ არა ბურთი სახიფათო ზონიდან. ხატკევიჩსა და ბორდაჩევს ასეთი რამ არც კი დაესიზმრებათ!

იმისათვის, რომ ოდესმე მაინც გაგიმართლოს, რაღაც უნდა გააკეთო. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩრდ. მაკედონია-კოსოვო უნდა ყოფილიყო ფინალი, არის ის, რომ ეს გუნდები საუკუნის მატჩს მოედანზე ითამაშებდნენ და მხოლოდ სიტყვებით არ გაალამაზებდნენ მას.

კოსოვოელებს რომ მოეგოთ და ევრო 2020-ზეც გასულიყვნენ, ეს გრანდიოზული ამბავი იქნებოდა. საფეხბურთო რუკაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი გუნდი, რომელიც არსაიდან მოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ ფიფას რეიტინგში.

თუ ფინალურ ეტპაზე მაკედონიელები გავლენ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. 2-მილიონიანმა ქვეყანამ ფეხბურთელთა თაობა აღზარდა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო. გორან პანდევის შემცვლელის საკითხი არ დგას, თავად გორანი სერია А-ს დონეზეც კი მაგრად თამაშობს.

მეკარე სტიპე დიმიტრიევსკი სეგუნდას "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს. სტეფან რისტოვსკი ლისაბონის "სპორტინგის" წევრია, ნახევარმცველი ენეს ბარდი - "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი, ეჟჯან ალიოსკი "ლიდსთან" ერთად პრემიერლიგაში ტრიუმფალურად დაბრუნდა და მარსელო ბიელსას ხელში თამაშობს. "მალიორკა", "უდინეზე", "ჯენოა", ზაგრების "დინამო" - ამ კლუბებში თამაშობენ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები.

შიდა ჩემპიონატიდან თითქმის არავინაა, ძირითად შემადგენლობაში საერთოდ არავინ. ისიც აღსანიშნავია, რომ მაკედონიის, საქართველოსა და მით უმეტეს, კოსოვოს ჩემპიონატები კონკურენციას ბელარუსულ ლიგას ვერ გაუწევენ. ამ ქვეყნების კლუბები ევროთასებზე მოხვედრაზე ოცნებობენ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ მაკედონიის ნაკრები ბელარუსის გუნდთან შედარებით უფრო ახალგაზრდა და ამავდროულად, უფრო გამოცდილია. მოთამაშეების საშუალოდ ასაკი 26-28 წელი გახლავთ. ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30-40 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგს - 50-ზე მეტი. როგორც ჩანს, ამ გუნდში თაობათა ცვლის შესახებ არაფერი იციან, რადგან ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ გაგეცინება კაცს.

თუმცა, არ გავიცინებ. უბრალოდ, ძალიან გამიხარდება, თუ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვიხილავ. რადგან, თუ ტოპ-ტურნირისთვის ეს "შავი ხვრელი" მოიგონეს, ეს მათთვისაა, ვისაც იქ თამაში ნამდვილად სურს."

ეს სტატია 10 ოქტომბერს არის დაწერილი, 1 დღით ადრე, ვიდრე მაკედონია გასვლაზე ესტონეთს შეხვდებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა სტატიის ავტორი გუნდზე, რომელმაც ესტონეთისაგან 3 გოლი გაუშვა, იმ ესტონეთისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დაარტყა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეს სტატია დაბოღმილი ადამიანის დაწერილს გავს. აქ სომხეთთან თამაშზე არაფერი წერია და არც ესტონეთი_ მაკედონიის თამაშზე. ესტონეთი რომ სამ ბურთს გაგიტანს მთლად კარგად არ გაქვს დაცვაში კარგად საქმე. პ.ს. კოსოვომაც დაცვის შეცდომის ხარჯზე გაუტანეს.
მე
13 ოქტომბერი 2020 15:47
1
სლავი მაინც სლავია - რუსიც და ბელორუსიც. აგერ თვალსაჩინო ნიმუში. შურით და ბოღმითგამსკდარი ჟურნალისტი.

ვითომ ძმობას გვეფიცებიან, მაგრამ მაკედონიას ლოცავენ, ჩვენ გვწყევლიან წადით, რა ბიძია, თქვენს უფროს ძმებს ჩაეხუტეთ, იქ არის თქვენი ადგილი. რა ლუკაშენკო რა მისი ოპოზიცია - ყველანი ერთი ხართ -სლავები და რუსული რუსული ფენომენი.

დაახვიეთ რა..., ან თქვენ კიდევ, პატივცემულო რედაქციავ, რას ბეჭდავთ ამ მაკულატურას? ბაია პატარიას აზრი ამ საკითხზე ნეტავ როგორია? არ იცით?
ლევანი
13 ოქტომბერი 2020 17:59
0
ძალიან დაიბოღმა ამ სტატიის ავტორი როგორც სჩანს და მიდით ბიჭებო მაკედონიაც მივაყოლოთ ბელორუსს და ბარემ ეს ავტორიც გაიგუდება ბოღმით
****
13 ოქტომბერი 2020 13:04
2
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ზოგირთი თამაშს კი არ უყურებს, უბრალოდ თვალს ადევნებს, რა მოგეწონათ მაკედონიელთა თამაშში ჩვენს წინააღმდეგ, იქნებ ამიხსნათ? ერთადერთი მომენტი ჰქონდათ და ისიც გამოიყენეს მე იმ სამოცი წუთის შესახებ გეუბნებით.არც ჩვენ გამოგვივიდა დიდად შეტევაში თამაში, მაგრამ მაკედონიელებს ნამდვილად ვჯობდით. მოთამაშის ფასი ძალზე სადავო კრიტერიუმია, ფეხბურთელებზე ფასი ერთ თვეში შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს და როგორ ფიქრობთ შეიძლება მოთამაშე ერთ თვეში ამდენად გაძლიერდეს? შეფასებისთვის ორად ორი რამაა საჭირო საკუთარი თვალები და ანალიზის უნარი.
gia jashi
13 ოქტომბერი 2020 16:06
1
რატომ ბლოკავთ მუდმივად კომენტარებს?!
თავი ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ გგონიათ?!

გიორგი
13 ოქტომბერი 2020 13:59
2
არ უწყინოთ ბელორუსებს იმიტო რო ზოგ ზოგიერთები უკვე ევროპს ჩემპიონატზე აღებულ სამ ქულას ითვლის ავსტრიასთან ჩვენს ქვეჯგუფში. მანამდე დროა და ბიჭები მიწაზე დაეშვებიან.
zurabi
13 ოქტომბერი 2020 13:19
0
არათუ მოვხვდებით ევროპაზე, ჯგუფიდანაც გავალთ - ბურთი მრგვალია და უფალი მოწყალე.
ALONZO
13 ოქტომბერი 2020 12:38
1
აუ რა დაბოღმილია ტიპი. ეს კლასიკური შემთხვევაა, როცა დამარცხებული გუნდის გულშემტკივრი ვერ იტანს იმ გუნდს, რომელთანაც დამარცდა. მაგას ვინმემ ქინძისთავი შეურჭოს, იქნებ ჩაიფუშოს თორემ გასკდა კაცი. საქართველო გააცამტვერებს მაკედონიას პირველივე ტაიმში, ამ ბატონს წარმოდგენა არა აქვს, რა შეტევითი პოტენციალი აქვს ჩვენს ნაკრებს!!!
დდდ
13 ოქტომბერი 2020 12:38
7
ავტორის პათოსი აბსოლუტურად გასაგებია! - ჩრდილოეთ მაკედონიას, ინდივიდუალურად, ჩვენზე ძლიერი ფეხბურთელები ყავს, რომლებიც გაცილებით უკეთეს გუნდებში და ჩემპიონატებში თამაშობენ და შესაბამისად, უკეთეს (ხარისხიან) ფეხბურთსაც აჩვენებენ, ესთეტიკის თვალსაზრისით.
ჩვენ, რატომღაც, მსგავს სტატიებს/კრიტიკას, პირად თავდასხმად ვღებულობთ, იმის მაგივრად, რომ ჩვენს წუნზე დავფიქრდეთ და გამოსწორებაზე ვიმუშავოთ, როგორც ეს დასავლეთის ცივილიზაციაშია მიღებული.
მერსო
13 ოქტომბერი 2020 12:37
7
ხვალ ჩვენი ბიჭების მჯერა, ისე მოიგებენ ამ თამაშს რომ ყველა კირიტიკოსს გააჩუმებენ. მე უფრო ჩვენი მოედნის საფარი მადარდებს, გორში უკეთესი საფარია ვიდრე თბილისში, რა უბედურებაა ეს მინდორი არავინ არის პატრონი? ამ მოედანზე უნდა გავმართოთ ფინალი?
semi
13 ოქტომბერი 2020 12:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული