ანგელოვსკი: საქართველოსთან ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადებით და არა ერთი თვის შემდგომისთვის

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში დაგეგმილ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. თუმცა, მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ხვალ იმ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ფინალში უნდა შევხვდეთ. დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

პირველად გვიწევს 7 დღეში 3 მატჩის ჩატარება. ამათგან პირველი უმნიშვნელოვანესი იყო (კოსოვოსთან - რედ.). მჭიდრო კალენდარი ესპანეთმა და იტალიამ გააკრიტიკეს და წარმოიდგინეთ ჩვენისთანა პატარა ქვეყნების მდგომარეობა.
შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს.

თამაში გავაანალიზეთ და შემდეგ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის ვემზადებით და არა იმ შეხვედრისთვის, რომელიც ამავე მეტოქესთან ერთი თვის შემდეგ გვიწევს. პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად გამარჯვება გვჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
და რატომ არის ჯგუფის რიგითი თამაში? შეიძლება ფინალს სხვა დატვირთვა აქვს და ევროპირველობის საგზური დევს სასწირზე, მაგრამ ბვჭურდება ჯგუფის მოგებაც. თუ ვერ მოვიგეთ ჯგუფი და მაღალ დუვიზიონში ვერ გადავედუთ , ისე ვერ განვითარდება გუნდი. მარტო ფინალურ ეტაპზე გასვლით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მე ასე ვფიქრობ. გადავხედოთ რაგბის, ...
ტარიელი
14 ოქტომბერი 2020 09:12
0
შეიძლება ისე არ ჟღერს ბ დივიზიონი მაგრამ დიდი სხვაობაა ევრო ჩემპიონატის იმ ჯგუფს და მომავალი ბ დივიზიონის გუნდებს შორის? ასარჩევად არ უნდა დადგეს საქმე. ორივე უნდა შევძლოთ !!!
la masia
14 ოქტომბერი 2020 15:15
0
ხვალ ვატკენთ ამათ ატვეჩაი ვარ
შაკო
13 ოქტომბერი 2020 22:27
0
ხვალვეა ამათზე ადგილი მისაჩენი, საქართველოში ფეხები უნდა უკანკალებდეთ
ლაშა
13 ოქტომბერი 2020 22:18
0
მეც მგონია, რომ მაკედონია სახლიდან უქულოდ გამოგვიშვებს. სახლის გუნდია და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ სახლში მოგვიგებენ. ვვარაუდობ, რომ ორი ბურთით მოგვიგებენ. თუმცა ევროპაზე ჩვენ უნდა გავიდეთ.
Experti
13 ოქტომბერი 2020 22:06
9
მგონია რომ ხვალ 2 ბურთით მოგვიგებენ, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავალთ.
ქომაგი
13 ოქტომბერი 2020 19:51
26
ამ """ძალიან მაგარ გუნდს** სომხეთმა როგორ მოუგო 4 0 სახლში? მითუმეტეს მთელი სასტავი ეყენა მაკედონიას აუ უეჭველი უნდა დავბომბოთ
Jeyjey
13 ოქტომბერი 2020 19:13
0
ჯგუფის რიგითი თამაში და ფინალის თამაში არ არის ერთი და იგივე
ბაჩი
13 ოქტომბერი 2020 22:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული