ჩრდილოეთ მაკედონიასთან ოქრიაშვილიც ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 33 /
არც-თუ მრავალი წლის წინ, ერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნა, ლამის ტრაგედიად აღიქმებოდა და ჩვენი, გულშემატკივრების კომენტარებშიც მომენტალურად ჩნდებოდა პესიმისტური ტონი.
ეხლა კი, ამდენი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ არჩევანი იმდენია, რომ ლამის ყველას გვაქვს ნაკრების საკუთარი ვერსია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ნაკრების წარმატების და მოდით ვთქვათ, ვაისის კარგი მუშაობის.
მიშა
14 ოქტომბერი 2020 12:03
9
ყველაფერში გეთანხმები გარდა "ვაისის კარგი მუშაობის" ამ ბოლო წინადადებისა. :)
Gerge
14 ოქტომბერი 2020 14:15
1
რა სისულელეს ამბობ? სად ვაისი და სად ერეკლე? ჩაკვე კვარა ნინუა კიტე შენგელია და დალშე კიდე ბიჭების მოხოდვაში და კარიერაში წინ წაწევაში რა წვლილი მიუძღვის ვაის? დაემთხვა ისე რომ ვაისის მწვრთნელობის დროს.. ეხლაც ევროზე გავდივართო და აქებენ ვაის.. ვიმებს მოუგებს? რომელი იყო ნორმალური ნაკრები? ამ ფეხბურთელებით ბურთს თავზე უნდა ახევდნენ ბელარუსებს ესტონელებს და მაგისნაირებს... ძალიან მეეჭვება რომ მაკედონიას მოვუგოთ ნეტა ვცდებოდე მაგრამ ვაისის იმედი არ მაქვს.. მერე გამოდგებით და დაიწყებთ ამ სლოვაკის გინებას ურემი რო გადაყირავდება... სანამ გადაყირავდება იქამდე ხო ხედავთ რო სვარკაა ჩვენი ფეხბურთი? კვარა თავის ფლანგზე დაფრინავს მაგრამ მარჯვნივ აყენებს ჯიუტად და უჭირს ცოტა.. ეწირება ქართველ ბენზემა ოქრიას. ან ბუდუს როარ გამოიძახებ და 6თვის უთამაშებელ ქვიკითაიას სლოვაკეთან გამოიყვან ამის მერე ამ კაცს მწვრთნელი როგორ უნდა დაუძახო?
სისულელე
14 ოქტომბერი 2020 14:09
5
ყველა გამოხმაურება
კანკავა,ჩაქვეტაძე, ოქრიაშვილი - ბევრია, მაგრამ მაინც ვიომებთ, მაინც მოვიგებთ.
TanoLife
14 ოქტომბერი 2020 02:02
1
ე.ი კვარაცხელია მარცხენა ფლანგეზე იქნება, ძალიანაც კარგი, მარჯვნივ შენგელია. მინიმუმ არ უნდა წავაგოთ, რაღაც თეორიული შანსი რომ დაგვრჩეს, ან სომხებმა დიდი ანგარიშით უნდა მოუგონ მაკედონიას, როგორც ადრე (4:0). ჩვენი საკბილო მეტოქეა, გამოჩნდება მწვრთნელის მუშაობა და ბიჭების მენტალობა.
გუსანი
14 ოქტომბერი 2020 01:34
0
მეგობარო კავარა ორივე ფლანგზე თამაშობს.. ხვალაც მარჯვნივ იქნება მარცხნივ ვაკო და ფორვარდზე ქვილითაია იქნება
გიო
14 ოქტომბერი 2020 02:22
5
მგონი ვაისი ჭკვიანურად მიიწევს წინ. საბედნიეროდ ჩვენს ნაკრებს საკმაო რეზერვ იყავს ფეხბურთელების. ტრამვების მიუხედავად დარწმუნებულივარ მაკედონიას ხასიათს გავუფუჭებთ. სვეტიცხოვლობას გილოცავთ...
ჯიმა
14 ოქტომბერი 2020 08:19
2
კანკავას,კაშიას და ოქრის არყოფნა,(ჩაკვეტაძეზე აღარაფერს ვამბობ)ძალიან დიდი დანაკლისია.აქამდე ეს ბიჭები იყვნენ გუნდის ხერხემალი და მათზე იგებოდა დანარჩენი გუნდი.ოქრის ,პირველი თამაშის წინ უკვე ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სამი თამაშის ჩატარება რომ ვერ შეძლო,გასაკვირი არ არის.კანკავას გაფრთხილება იყო ძალიან გულდასაწყვეტი,სამი წუთის შემდეგ შეცვალეს.დაღლილობის გამო დაუშვა ის შეცდომა.ერთ კვირაში სამი თამაში,მართლაც ნამეტანი დატვირთვაა,მაკედონიაც ტრავმებით გაივსო,ჩვენც და ინგლისის ჩემპიონატშიც ხომ ვხდავთ,რამდენი ტრავმებია ხოლმე საახალწლო საგიჟეთის დროს.ასეა თუ ისე,ნაკრები ყველა რგოლში გამოცდილი ლიდერების გარეშე დარჩა და ძალიან საინტერესოა,შეძლებენ თუ ვერა ძირითადში პრეტენზიის მქონე ბიჭები,თამაშის თავის თავზე აღებას.შენგელია ძალიან მომეწონა და იმედია შეძლებს მთელი ძალით თამაშს.მან ჩვენი შეტევა საგრძნობლად ააჩქარა.ამასთან კვარაცხელიაც თავის ფლანგზე გადმოვა და თუ თავდასხმის ცენტრში დაყენებული კაცი,ცოტას ივარგებს,მომენტებს აუცილებლად შეუქმნიან დასარტყმელად.მაკედო0ნია უპირველესად წინა ხაზით არის ძლიერი,შორიდანაც კარგად ურტყავენ,სტანდარტულებიც კარგად აქვთ დამუშავებული და ტექნიკურებიც არიან,ასე რომ ჩვენ დაცვას ძალიან მძიმე თამაში ელის და რამდენად გაართმევენ თავს,ამაზეა დამოკიდებული მატჩის ბედი.კანკავას სრულფასოვანი შეცვლა,დღეისათვის არა მგონია ვინმეს შეეძლოს საქართველოში,მაგრამ ბიჭები ურთიერთ დახმარებით,თავს უნდა გადაახტნენ.თუ ამ თამაშს შედეგიანად,თუნდაც არ წავაგებთ,მერე უკვე შანსები გვექნება ჯგუფში გამარჯვებისათვის ვიბრძოლოთ.ვფიქრობ ყაზაიშვილს ძირითადში არ დააყენებს და მეორე ტაიმში,თამაშის გაძლიერებას,მისი დახმარებით შევეცდებით.გვილიამაც ძალიან უნდა ივაჟკაცოს.აბურჯანიაც ძალიან დაგვაკლდება,მაგრამ მთლიანობაში მაინც იმედიანად ვარ.ხსნა მოწინაღმდეგის კართან უნდა ვეძებოთ და ასეც იქნება.წარმატებები ბიჭებო!აჩვენეთ მაკედონიელებსაც,ჩვენც და ვაისსაც,რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეგიძლიათ და არავისზე ნაკლებნი არა ხართ.
სოსო
14 ოქტომბერი 2020 11:52
1
აქ რო გაკიოდით სომხეთთან პრინციპული მატჩია და რატო დაასვენა შემადგენლობაო, ხო ხედავთ რამდენმა მიიღო ტრამვა, კვარასაც რო ეთამაშა და სხვა ძირითადებისას ეხლა 12 ფეხბურთელს ვერ შევკრიბავდით.
Semi
14 ოქტომბერი 2020 09:29
4
დარწმუნებული ვარ დღეს დაყენებული შემადგენლობა უფრო მიახლოებული იქნება ძირითადთან :)
შეტევის ხაზი უნდა გახდეს უფრო მობილური, სხარტი, ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული.
კვარაცხელია თავის ადგილზე, შენგელია, კიტეიშვვილი, აბურჯანია ძალიან მომეწონა.
ტუ მიხვდება ეს ვაისა რომ ძველ კადრებს უნდა დაანებოს თავი კარგი ნაკრები გვეყოლება.
დვალი ძალიან მაღალი კლასის მცველი, ასევე ტაბიძე. ორივე ძირითადის მოთამაშე, ასევე კაკაბაძე, ნუ დაცვაში მარტო კვერკველიას დავტოვებდი გამოცდილია
las
14 ოქტომბერი 2020 09:42
1
რა ამბავია, ვინღა დარჩა?! ყოველი შემთხვევისთვის მეც უნდა წაგეყვანეთ. ღიპი გრიგალავაზე მეტიც მაქვს და კაჭარავამ რომ გაიტანა, იგი არც მე ამცდებოდა. ეგ ხუმრობით და ისე, მაინც მოვიგებთ! კიტეს დღეს წაუვა თამაში, ვაკოებს ვერ შეაჩერებენ და კვარა ხომ დაიფრენს, როგორც ქორი წიწილებს! კვეკვეს პასით გაიჭრება და გაიტანს, აი, ნახავთ, თუ არა!
ცოტნე
14 ოქტომბერი 2020 09:39
3
აბა პენალტს ვინ დაარტყამს დღეს?)
domenti
14 ოქტომბერი 2020 09:48
2
ტიპიური 90იანების ფეხბურთელია ტრიპაჩი მარიაჟი სულ თვითონ რომ უნდა რო ჩანდეს მარტო გამოუვალ სიტუაციაში რო აკეთებს პასს... ამიტომაც არ აეწყო კარიერა სულ რო მესი იყო და სულ ასეთ სტილში თამაშობდე არ გაგაჩერებენ გუნდში.. ფეხბურთი გუნდური სპორტია და თუ გუნდურად არ თამაშობ ისე შორს ვერ წახვალ.. არ ესმის ამ ბიჭს და რაგინდა რო ქნა :/ კვარა ჩაკვე შენგელია ეს შემტევი სამეული უნდა გვყავდეს ხოლმე ძირითადში... უკან კანკავა ნინუა. ნინუა იმიტომ რომ ძლივს ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა ვისაც ჯარიმის უნაკლოდ შესრულება შეუძლია და იმედია სხვა კომპონენტშიც დაიხვეწება პაოკში
ოქრიას
14 ოქტომბერი 2020 11:08
8
ისე ოქრიაშვილი კლუბშიც და ნაკრებშიც პირდაპირ მიგეზებულია პენალტის დარტყმაზე,ისე აბა გოლების გატანა უჭირს.სტატისტიკაზე მუშაობს ეტყობა ბიჭი!
kika
14 ოქტომბერი 2020 10:30
13
ძალიან კარგი ფეხბირთელია და დიდი ძალაა კანკავა ნაკრებისთვის მაგრამ ხშირ შემთხვევებში ძალიან გაუმართლებელ ყვითლებს იკიდებს
beqnuma
14 ოქტომბერი 2020 05:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული