საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.
ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.
მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.
პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით
p.s. კვარა აღმაფრთოვანებელი ხარ! ჟრუანტელმა დამიარა შენი გოლის დროს!
ერთხელ არ უთვამს, ტაქტიკა ვერ შევარციე, არასწორი შემადგენლობა დავაყენე, შეცვლები ვერ გამოვიცანი
პ.ს. ჩრდ. მაკედონიას ყავს პანდევი, ჩამავალი საშუალო დონის "ვარსკვლავი", ჩვენ გვყავს ამომავალი სუპერ ვარსკვლავი კვარაცხელიას სახით და ჩაკვე, ამ ორს ბარსა, რეალი, იუვეს... დონეზე შეუძლიათ თამაში. ფინალი და მომავალი ჩვენია! :)
გვითხარით გეთაყვა - დღიდან დასაბამისა და რომელმა მწვრთელმა ათამაშა ამ დონეზე ნაკრები?
აბა მაინც ვინ? იქნებ ანოიკითხოთ წარსულიდან? არ მახსენდება და იქნებ იყო ვინმე ვინც მეტი შეძლო, გამართულიფეხბურთი ათამაშა და მეტი შედეგი დადო?
მე მახსოვს ბოსკამპები, კუპერები, ტოპმიოლერები - მაგრამ რაღაც ამას მიახლოებული შედეგები არ მახსოვს - ქართველი მვრთელების დიდ შედეგებს, რომ პირდაპირ....
კვარაცხელია გყავდეს ვერ იყენებდე, კიტეიშვილს თავის ადგილზე არ აყენებდე, რა კარგი ბიჭები არიან აბურჯანია, შენგელია, ჩაკვეტაძე ესენი რომ დააყენონ მაკედონიას კი არა იტალიას და გერმანიას ეთამაშებიან თანაბრად.
ამათი მიკვირს ეს ვაისას ფანკლუბი, დაასახელეთ მწვთნელი ვის ხელშიც ასეთი შედეგი გვაქვსო, რა უნდა ველაპარაკო ასეთებს, სომხეთს რომ 7-0 უგებდა ჩვენი ნაკრები ალბათ არც აინტერესებთ