როდესაც სანახაობა შედეგს შეეწირა - კონტემ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "იუვენტუსთან" ფრთხილად, გამწვავების გარეშე თამაში არჩია და ტურინში მატჩის ფრედ დასრულებით კმაყოფილი დარჩა. მან შემტევები უკან ღრმად დასწია და შედეგს თამაშის სანახაობრივი მხარე შესწირა. აი, რა განაცხადა მან DAZN-ის ეთერში:

"ტაქტიკის შეცვლის გამო ჩვენი დაცვის მეშინოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვმოქმედებდით. შეტევაში გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია, იყო სიტუაციები, როდესაც შეგვეძლო გვესარგებლა. სრულყოფის შესაძლებლობები ნამდვილად გაგვაჩნია.

ვიცი, "იუვენტუსთან" მის მოედანზე ფრედ თამაში რამდენად რთულია. ამ გუნდმა გასულ სეზონში "ნაპოლი" 18 ქულით ჩამოიტოვა და ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე დახარჯვა დავავალე.
როდესაც ბურთს ზონებს შორის ვფლობთ, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ და მეტს მივაღწიოთ.

სქემა მეტოქის შესაჩერებლად შევცვალე? არა, მწვრთნელი გუნდს მის ხელთ არსებული ფეხბურთელების შესაძლებლობებით აყენებს და არ გვინდოდა ბურთი მოწინააღმდეგისთვის დაგვეთმო. ლუკაკუ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის. დაცვით ზომიერად კმაყოფილი ვარ, შეტევაში კი შეგვეძლო მომენტები უკეთ გამოგვეყენებინა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ სწორად განსაზღვროს სად უნდა ითამაშოს მოგებაზე და სად ფრეზე. დღეს ნაპოლის წაგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, აუცილებელი იყო წინსვლა გაეგრძელებია. ნიჩია დღეს ნაპოლისთვის ერთი ქულის აღება იყო, ხოლო იუვესთვის 2 ქულის დაკარგვა. იუვე კი ნაპოლის კონკურენტია მაღალი ადგილისთვის ბრძოლაში. შენიშნეთ ალბათ კვარა გამოცვლის შემდეგ სკამზე რომ იჯდა, საზურგულს გაბრაზებულმა დაარტყა ხელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ კონტემ არ გარისკა და მოგებაზე არ ითამაშა.
ჟორა
22:48 22-09-2024
1
ნეაპოლი შემტევ ფეხბურთს აღმერთებს და სწორედ ამიტომ არ ველოდი კონტეს დანიშვნას,რომ გუნდს დაცვიდან ათამაშებს.ჩემ გარდა,ამას ძალიან ბევრი ამბობდა და ახლა,კონტემ თავისი კომენტარით დაადასტურა,ეს მოლოდინი.ეს,ნაპოლის თამაში არ იყო!თუ ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა,გულშემატკივარი ალბათ აიტანს,ასეთ თამაშს,მაგრამ თუ დაბრკოლებებიც შეექმნათ,დიდხანს არ მოუთმენენ ასე უსახურ თამაშს.
სოსო
19:19 22-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული