კვარაცხელია: ყველაფერი წინ არის - 12 ნოემბრისთვის მზად ვართ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიას ლამაზი გოლი გაუტანა, ნამატჩევს კი ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით. როდესაც ნაკრებში იტან გოლს, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიხარულია.

ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება".

მკითხველის კომენტარები / 23 /
თამაშით ვერ თამაშობენ 12 ნოემბერს ისევ ფრეს ან წაგებით ითამაშებენ აგერ ნახავთ
2020
15 ოქტომბერი 2020 09:21
76
წინასწარ არავინ იცის,რა მოხდება.მაკედონიასთან გინდ თბილისში და გინდაც წუხელ,გვჯობნიდნენ რაიმეში?მხოლოდ სახელებში ჰქონდათ უპირატესობა.ორ თამაშში მათ წინააღმდეგ,ამ შიშის გამო დავკარგეთ გამარჯვება და არა მგონია,მესამედაც შევშინდეთ.ბიჭებმა იგრძნეს,რომ ვერც პირველი და ვერც მეორე შემადგენლობით,მეტოქე ვერ გვჯობნის და მხოლოდ საკუთარი შეცდომებით გავუშვით გამარჯვებები ხელიდან.ეს აუცილებლად მოგვიტანს უპირატესობის შეგრძნებას და 12 ნოემბერს,გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება,თუმცა 15 ნოემბერს,რამდენად გვეყოფა ემოციური მუხტი სომხების წინააღმდეგ,ეგ არის საკითხავი.შემდეგ ესტონეთია და ისევ სამი თამაში ერთ კვირაში,რა მძიმე დატვირთვაა,ახლაც დავრწმუნდით.სომხეთთანაც და ესტონეთთანაც,ბევრი გოლის გატანა გვჭირდება,ესე იგი აქტიური,შემტევი თამაში და რამდენად გვეყოფა ძალა,ემოციური მუხტი,ეგაა საკითხავი.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 11:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული