12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ "სპორტმედიასთან" კომენტარი მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გააკეთა, რომელიც "ლევანტეს" ღირსებას იცავს.
"მე ალბანელი ვარ, მაგრამ მაკედონიის ნაკრებისთვის მუდამ მაქსიმალურად ვიხარჯები. შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთან აქამდე არავის გაუკეთებია და ისტორია დავწეროთ. კოსოვოსთან მატჩი განსაკუთრებული იყო. ჩემ მიმართ იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები.
არა მგონია, რომ ეიფორიაში ჩავვარდით. ჩვენ ამ მატჩის მნიშვნელობა ყველას გვესმის. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც კოსოვოსთან, სხვა უფლება არა გვაქვს. საქართველოს არა
ჰყავს კოსოვოს დონის ფეხბურთელები. წინ 90-წუთიანი ბრძოლა გველის. ამოცანა უნდა შევასრულოთ და ევრო 2020-ზე გასვლა რეალობად ვაქციოთ".
პ.ს. ისე მეც დაგილაიქე.
ჩვენი ბიჭები გავლენ და გააკეთებენ გასაკეთებელს და ყველას გაგვახარებენ.