ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში, აუტსაიდერი უკრაინის ნაკრები ლიდერ საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს პოზნანში უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი Команде №1-თან გააკეთა:
"იმის გათვალისწინებით, როგორ ითამაშა უკრაინამ ალბანეთთან და ჩეხეთთან, ეს უბრალოდ საშინელებაა, ნაკრებში იმდენი პრობლემაა. ჩვენი უახლოესი მოწინააღმდეგე საქართველო აღმავლობის გზაზეა და მისი დამარცხება ოხ რა ძნელი იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ რებროვმა სწორი დასკვნები გამოიტანა და იცის, როგორ მიაღწიოს აუცილებელ შედეგს. მე ვფიქრობ, საჭიროა პირველივე წუთიდან ქართველებთან პრესინგს მივმართოთ, თამაში გარდავტეხოთ.
დაუნახავობა გამოიჩინეს მაშინ, როცა ომის დაწყების მერე ბევრი საელჩო დაიხურა უკრაინაში, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები დარჩნენ და აგრძელებდნენ მუშაობას.
საქართველოში პარლამენტის სხდომები უკრაინის დროშებით იმართებოდა.
საქართველოს საჯარო ბაღებში უკრაინელ ბავშვებს რიგის გარეშე იღებენ!
საქართველოს საჯარო სკოლებში უფასოდ ასწავლიან.
კიდევ ბევრი სახელმწიფო და კერძო ინიციატივა არსებობს, რითიც ვეხმარებით უკრაინელებს, არაერთხელ გამოვხატეთ ოფიციალურად მათი და მათი ტერიტორიული მთლიონობის მხარდაჭერა, მაგრამ რადგან სამხედრო ტექნიკით ვერ დავეხმარეთ, და ვერც მოხალისეების თვითმფრინავი გავუშვით, რაც ჩვენზე რუსეთის აგრესიის რისკებს გააჩენდა, ამის გამო საქართველოს ელჩი გააძევა ზელენსკიმ.
არ არის უმადურობა?