ანგელოვსკი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: 200%-ით დავიხარჯებით და ევრო 2020-ზე გავალთ

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ის ცნობილია როგორც თავშეკავებული სპეციალისტი, თუმცა ამჯერად ცოტა არ იყოს, ზედმეტად ოპტიმისტური გახლდათ:

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მაკედონიისა და ჩვენი ხალხისათვის 200%-ით დავიხარჯებით და ევრო 2020-ზე გავალთ

ამ მატჩს ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ სხვა შეხვედრას, მშვიდად, ემოციების გარეშე. ვიცით რა მნიშვნელობის თამაშია, მაგრამ არ გვინდა შევქმნათ ზედმეტი ზეწოლა.

5 წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობის შედეგად ჩვენ ეს შევძელით. გახსოვთ სად ვიყავით მაშინ,
ჩვენი წარმატებებით გახარებულები ვართ. თქვენი მხარდაჭერა კი აღგვაფრთოვანებს და გვაძლიერებს. ჩვენთვის ეს არავითარ შემთხევაში არ არის ისტორიული დაპირისპირება, მე მჯერა ჩემი გუნდის გამარჯვებისა. მედიამ კოსოვოსთან გამარჯვებას ისტორიული უწოდა. დიახ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი წინ გველის.

შემადგენლობის შეცვლას არ ვაპირებ. არავითარი სიურპრიზი არ იქნება. არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც არასაჭირო ექსპერიმენტებს მიმართავს. რაც შეიძლება კარგად უნდა ვითამაშოთ და 90-წუთიანი ან 120-წუთიანი ბრძოლისთვის მზადყოფნა გვმართებს. თბილისში გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ.

საქართველო შეკრული გუნდია, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. მათთან ორივე მატჩში იმაზე ნაკლებად წარმოვაჩინეთ თავი, ვიდრე შეგვიძლია და ეს ასევე კარგია. სკოპიეში ზოგიერთი ტაქტიკური იდეები დავმალეთ. ქართველების თამაშს დეტალურად ვაანალიზებთ და ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ. გეგმა გვაქვს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ვნახავთ, რომელი გუნდია უკეთესი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, ეს მაკედონია იქნება. იმ ტიპის განცხადებებს, რომ უკეთესები ვართ, ჩემგან ვერ მოისმენთ, განსაკუთრებით ახლა. აქ არანაირი დილემა არ არსებობს.

ნებისმიერი სცენარისთვის, ზეწოლისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ რაც ესტონეთთან დაგვემართა, არ განმეორდება. ეიფორია დამატებით მოტივაციას გვძენს. მაკედონია ამ წარმატებას 27 წელია ელის და თქვენი ქომაგობა კიდევ უფრო გვაძლიერებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
საერთოდ 100 პროცენტია მაქსიმუმი როგორც ვიცი.გამოდის მკვეხარა ყოფილა ვიღაცაა
ქომაგი
04 ნოემბერი 2020 23:13
0
ძალიან კი იმუქრება მაგრამ 1000 პროცენტით რო საქართველო დაიხარჯება ის თუ იცის ნეტავ.
ziko
03 ნოემბერი 2020 13:51
0
ამას ჰგონია ჩვენი ბიჭები არ დაიხარჯებიან ?! დისციპლინა, სპორტული აგრესია, შეტევის ფაზაში ფანტაზია და ეგ 200% გახდება 0% :-). ჩვენ გვჯერა ეროვნული ნაკრების თითოეული მოთამაშის ვინც ამ თამაშს ითამაშებს.
ლაშა
03 ნოემბერი 2020 02:54
0
შენ ფეხბურთიც თუ ისე გესმის, როგორც მათემატიკა, ავშენებულვართ!
zurab
02 ნოემბერი 2020 10:13
2
ჰა, მოვიდა ზურაბაი რომელსაც ფეხბურთიც ესმის და მათემატიკაც და...
DJ
02 ნოემბერი 2020 12:54
0
გაიარ-გამოიარე შენიანებში და შენნაირებში. ნახეთ მაკედონიელებსაც უსწავლიათ ქართული.
ღლონტი
02 ნოემბერი 2020 12:17
0
ვცდილობ გავერკვე მაკედონიურ მათემატიკაში. 100 პროცენტი მაგათია -- წყალი არ გაეპარება, მეორე 100 პროცენტი საიდან? კიდევ მსაჯმა უნდა გამოიგონოს პენალტები?
ღლონტი
02 ნოემბერი 2020 10:12
0
საქართველო მოგიებს 3:1 ს კვარაცხელია კვილიტაია და ყაზაიშვილი მაგ შენ მაკედონიას რუმბივით გააგორებენ. ლაიქები თამაშის მერე დამიწერეთ
aleko
02 ნოემბერი 2020 09:15
3
თუ უეფა გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ჩვენივე მთავრობა იტყვის უარს მაყურებლების დასწრებაზე, არასდროს რომ არ ვყოფილვარ მერე ნახეთ გულშემატკივრების არმია სტადიონის მაგივრად პარლამენტის შენობასთან! ბელარუსებთან ნახევარფინალში რომ ქენით ეგ მთავრობის უგუნურუბას მიეწერა მაგრამ ახლა უკვე დანაშაული იქნება! და ღმერთმა არ ქნას და ვერ მოვიგოთ.... თქვენსკენ წამოვა გულშემატკივრების არმია!
ზაზა
02 ნოემბერი 2020 03:29
5
ბელორუსთან მატჩამდე დაახლოებით მსგავსი ტიპის კომენტარი გავაკეთე და დისლაიკებით ამიკლეს. ვინც წინააღმდეგია ხალხის დასწრების გულშემატკივრებიდან ის უბრალოდ მონაა მთავრობის ყურმოჭრილი. ხალხი სტადიონზე 12 ფეხბურთელით თამაშს ნიშნავს. ამიტომ სამშობლო რომ არ უყვართ( მთავრობას, ფედერაციას) ეგ ისედაც ვიცით მაგრამ ეხლა უკვე მძიმე დანაშაულის ჩამდენები გამოდიან
დავით 67
02 ნოემბერი 2020 12:25
3
ეს კაცი ან მაგარი რეგვენია, ან სუპერ ეშმაკი ვინმეა :)) თუმცა ასეთ სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს მეეჭვება ეშმაკობის რამე ეცხოს. მოტივაციაც ამას ქვია, მიდით ბიჭებო ამათ უნდა ჩავუტაროთ სერიოზული გაკვეთილი და უბრალოდ კი არ მოვიგოთ, კლასი უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ პოტენცია გვაქვს ამათზე 10 ჯერ მეტი და ეხლა რასაც ანახებს ნაკრები, ამათ თამაშს 3 თავით ჯობია. მთავარია ყველა ფორმაში იყოს და მერე ვნახოთ რას იტყვის ეს კაცი ნამატჩევს
გადასარევი გიორგი
02 ნოემბერი 2020 02:14
1
აუცილებელია ხალხის დასწრება! ამ მიტინგობიას რომ ვუყურებ ასე მგონია მთავრობა არ იტყვის უარს ამ ისტორიულ მატჩზე ხალხის დასწრებაზე, მითუმეტეს ფიფასგან აქვს ნებართვა 30%-ის. რაც შეეხება მატჩს მე პირად უფრო მშვიდად ვარ ვიდრე ბელორუსთან, აუცილებლად მოიგებს ჩვენი ნაკრები. თანაც ბევრი ძალისხმევა არ დასჭირდება. მესამედ აღარ გაუმართლებს მაკედონიას. 2-0 და კიდევ ბევრი გამოუყენებელი მომენტი!
დავით 67
01 ნოემბერი 2020 21:38
2
ბელარუსების მწვრთნელის ბაქი-ბუქი გამახსენა ამ ადამიანმა
Jordan beli
01 ნოემბერი 2020 20:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული