ანგელოვსკი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: 200%-ით დავიხარჯებით და ევრო 2020-ზე გავალთ

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ის ცნობილია როგორც თავშეკავებული სპეციალისტი, თუმცა ამჯერად ცოტა არ იყოს, ზედმეტად ოპტიმისტური გახლდათ:

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მაკედონიისა და ჩვენი ხალხისათვის 200%-ით დავიხარჯებით და ევრო 2020-ზე გავალთ

ამ მატჩს ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ სხვა შეხვედრას, მშვიდად, ემოციების გარეშე. ვიცით რა მნიშვნელობის თამაშია, მაგრამ არ გვინდა შევქმნათ ზედმეტი ზეწოლა.

5 წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობის შედეგად ჩვენ ეს შევძელით. გახსოვთ სად ვიყავით მაშინ,
ჩვენი წარმატებებით გახარებულები ვართ. თქვენი მხარდაჭერა კი აღგვაფრთოვანებს და გვაძლიერებს. ჩვენთვის ეს არავითარ შემთხევაში არ არის ისტორიული დაპირისპირება, მე მჯერა ჩემი გუნდის გამარჯვებისა. მედიამ კოსოვოსთან გამარჯვებას ისტორიული უწოდა. დიახ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი წინ გველის.

შემადგენლობის შეცვლას არ ვაპირებ. არავითარი სიურპრიზი არ იქნება. არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც არასაჭირო ექსპერიმენტებს მიმართავს. რაც შეიძლება კარგად უნდა ვითამაშოთ და 90-წუთიანი ან 120-წუთიანი ბრძოლისთვის მზადყოფნა გვმართებს. თბილისში გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ.

საქართველო შეკრული გუნდია, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. მათთან ორივე მატჩში იმაზე ნაკლებად წარმოვაჩინეთ თავი, ვიდრე შეგვიძლია და ეს ასევე კარგია. სკოპიეში ზოგიერთი ტაქტიკური იდეები დავმალეთ. ქართველების თამაშს დეტალურად ვაანალიზებთ და ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ. გეგმა გვაქვს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ვნახავთ, რომელი გუნდია უკეთესი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, ეს მაკედონია იქნება. იმ ტიპის განცხადებებს, რომ უკეთესები ვართ, ჩემგან ვერ მოისმენთ, განსაკუთრებით ახლა. აქ არანაირი დილემა არ არსებობს.

ნებისმიერი სცენარისთვის, ზეწოლისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ რაც ესტონეთთან დაგვემართა, არ განმეორდება. ეიფორია დამატებით მოტივაციას გვძენს. მაკედონია ამ წარმატებას 27 წელია ელის და თქვენი ქომაგობა კიდევ უფრო გვაძლიერებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მარტო ის მამშვიდებს, ეო ძალიან ცუდი მწვრთნელი ხარ და ვაისი გჯობს. რაც შეხება ფეხბურთელებს, ლევანტეს და დინამო ზაგრების დონის ფეხბურთელები ჩვენც გვყავს. 100% დარწმუნებული ვარ ჩვენ გავალთ ევროპაზე
გოგა
19:24 01-11-2020
0
აუცილებლად სტადიონზე მაყურებლების 30% მაინც რომ დაესწროს, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ რაც სახლში თამაში უპირატესობას გვაძლევს
ალეკო
19:23 01-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული