2018 წელს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ მაკედონიელები გაანადგურეს

AutoSharing Option
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები გუნდების მესამე შეხვედრამდე 6 დღე დარჩა და გულშემატკივართა უმრავლესობა წუთებსაც ითვლის.

ეროვნული ნაკრებების დონეზე სრული თანაფარდობაა: ორი შეხვედრა, ორი ფრე, ბურთები 2:2-ზე. აი, ასაკობრივ გუნდებს რაც შეეხება, მაკედონიელებს ამ მხრივ ძალიან ვჩაგრავთ.

ამა წლის თებერვალში 19-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში მასპინძლებს ორივე მატჩი მოუგო: ჯერ 5:1 გაანადგურა, შემდეგ 4:3 სძლია.

თუმცა სკოპიეში დაფიქსირებული შედეგი ქვეყნების გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა არ ყოფილა. 2018 წელს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ქართველებმა მაკედონიელებს 6:1 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში
პოკერი ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა, 1 გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა (1-იც საკუთარ კარში შეაგდეს).

ახლა ზურიკო და ხვიჩა ეროვნული გუნდის იმედები არიან. როგორც ვხედავთ, არცერთ მათგანს მაკედონიასთან არასდროს წაუგია და იმედია, ამ სტატისტიკას 12 ნოემბერს კიდევ ერთ გამარჯვებას დაამატებენ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვარაცხელია მაკედონიელებთან შეხვედრას შედეგიანი მოქმედების გარეშე არ ტოვებს...

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩემი აზრით, ბელორუსი არანაკლები სიძლიერის გუნდია, თუ უფრო ძლიერი არა, ვიდრე მაკედონია, ის თამაში ჩვენ კითხვის ნიშნბის გარეშე მოვიგეთ, არავის ეჭვი რომ არ შეპარვია, მაკედონიას უფრო დამაჯერებლად მოვუგებთ, დარწმუნებული ვარ გავანადგურებთ.
ასე მგონია
07 ნოემბერი 2020 00:40
2
განადგურების რა გითხრა, ვაისი ძალიან ფრთხილია და თანაც ფინალია. მარა მოგებაში მეც დაეწმუნებული ვარ, აუვცილებლად მოვიგებთ. ჩვენებმა სკოპიეში აშკარად აჯობეს და თბილისშიც მოსაგები გვქონდა.
G.LA
07 ნოემბერი 2020 05:29
0
კარგით რა , რა თანაფარდობა , ზედ გადავუარეთ ორივე შეხვედრაში .
მერე რა , რომ ფრედ დავამთავრედ ორივე .
თუ რამე სასწაული არ მოხდა , ცალი ფეხით უნდა მოუგოთ მაკედონიას პლეიოფის ფინალში.
ბესო
06 ნოემბერი 2020 22:12
4
კაი რა 10 კაცს 2-ჯერ ვერ მოუგე.
besos
07 ნოემბერი 2020 11:17
0
დავითაშვილიც კარგია სხატია მაგრამ ხანდახან აგვიანებს პასებს
თემური
06 ნოემბერი 2020 20:38
0
ზურიკო კარგ ფორმაშია და არ გამიკვირდება თუ ძირითადში ვიხილავთ!ბევრად ნაკლები არაა კვარაცხელიაზე.მეც ვუყურე როტორში მის თამაშებს და დიდებული სოლორეიდი გაუკეთა ცსკას და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გააკეთა! ამ ბიჭს უნდა 2-3 გოლი გატანა და ისე გაიხსნება რომ მერე ვეღარაფერი დააკავებს!
kaxa
06 ნოემბერი 2020 17:31
2
კარგი ფირმაშია?რა გაძლევს ამის თქმის საშუალებას?.მე ვადევნებ მის თამაშს თვალყურს და არ მინახია მისი სასარგებლო ქმედებაა ჯერ როტორში
ბაჩი
06 ნოემბერი 2020 19:15
16
არ გაგიკვირდეთ და რატომღაც მგონია, რომ ხვიჩას კარი მეწყვილე გიორგი კოხრეიძე იქნებოდა.
zurab
06 ნოემბერი 2020 16:31
17
ზურიკო არის მაგარ ფორმაში.მაგის ბოლო სამ თამაშს ვუყურე.მთელ როტორს ეგ ათრევს!
ნიკო
06 ნოემბერი 2020 16:24
2
ზურიკომ უნდა შეავსოს ჩაკვეს დანაკლისი
ქუთაისელი
06 ნოემბერი 2020 15:02
3
1:0 _იც გვეყოფა 12 ნოემბერს :)))
koba
06 ნოემბერი 2020 14:49
1
დიდება საქართველოს! დიდება ქართულ გენს საფეხბურთო გენიოსების და ტალანტების სამჭედლოს! დიდება განსაკუთრებულ, თვითმყოფად ქართულ ფეხბურთს!
aburjga
06 ნოემბერი 2020 14:30
0
ზვიად გამსახურდია...
ბაჩი
06 ნოემბერი 2020 19:17
0
ძირს მეფე! ძირს დიაკონი! ......რა იყო ძმა, ექსტაზი ხომ არ დალიე?
რაულ გონსალეს ბლანკო
06 ნოემბერი 2020 17:55
12
პირადად კანკავას ვავალებ! ხვიჩას წინააღმდეგ თავიდანვე დაიწყებენ უხეშობას, და პირველივე კონტაქტისას ამოუძნაყვოს ცხვირ-პირი იმ ახვარს! არ არის უკან დახევის დრო! უნდა მოვიგოთ!
ქუთაისელი
06 ნოემბერი 2020 14:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული