მაკედონია საქართველოსთან ფავორიტია და თბილისში გაიმარჯვებს - მაკედონიელთა ლეგენდა

AutoSharing Option
მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გასამართ ისტორიულ მატჩამდე წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ონლაინ "თოლქ შოუ", სახელწოდებით "ჩვენი დროა", რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ხრისტოვი სტუმრობდა და 12 ნოემბრის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მაკედონიელი ფეხბურთელების არცერთი თაობა არ ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ბიჭები საუკეთესონი არიან.

მაკედონია რამდენიმე მიზეზით არის ამ დუელის ფავორიტი. ორივე ნაკრებს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. ჩვენს ნაკრებს კარგი სერია აქვს,
კოლექტივი ერთად დიდი ხანია თამაშობს, საქართველო კი კოსოვოზე ძლიერი მეტოქე არაა.

არასაფეხბურთო ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გუნდს, რომელიც მაქსიმალურად უდანაკარგოდ გადალახავს ვირუსს, გამარჯვების მეტი შანსი ექნება. ჩვენ ფეხბურთელთა დიდი სია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ერთობა.

ევროპის ჩემპიონატი - ეს ახდენის პროცესში მყოფი ოცნებაა. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს და ისინი 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს დაამარცხებენ", - განაცხადა ხრისტოვმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯერ გადახტი და ოპლა მერე დაუძახე.
არაგველი
10 ნოემბერი 2020 23:16
1
ეს ფსიქოლოგიური შეტევაა ჩვენს ფეხბურთელებზე და ასეთი სტატიები არც უნდა გამოვაქვეყნოთ თამაშის წინ!!!!
გიორგი
10 ნოემბერი 2020 14:03
1
ასე განზე იარეთ ფეხი არ მოგისრიალდეთ დინამოზე შედით შეიგრძენით ქართული სურნელი მეტი თქვენ ვერაფერს იზამთ კარგს.
ლაშა
09 ნოემბერი 2020 21:59
0
ეტყობა ქართველებზე არაფერი გსმენია ხრისტოვ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო - ამბობს ქართული ანდაზა, სამი დღეც და ვნახოთ რასაც წაიღებთ.
ლოლო
09 ნოემბერი 2020 20:42
0
Makedonia saitaa? Gamoi... Aleksandre...
Amas estoneti vgonivart.. Toboli ro waikitxe mag tobolis 2 kaci mtel tqven bardebs da bakenbardebs dzukna dzaglebivit atrevs xutshabats
Levani
09 ნოემბერი 2020 19:27
1
Sheizleba egrec moxdes samcuxarod, magram es kaci magari samauverenia, tan usafuzvlod. Orive matchma achvena rom chveni gundi tunndac odnav magram uketesia. Imedia chemi da chemi taobis ocneba axdeba. P.s erts davamatebdi, arcert politikoss ar sheuzlia is sixaruli mianichos xalxs rac am bichebs sheuzliat gvachuqon xutshabats.
Milani
09 ნოემბერი 2020 19:18
4
ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ჰავლაბრელი ტიღუა
09 ნოემბერი 2020 19:07
1
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო შენზეა ნათქვამი.
სალფეთქები მოამზადე კუდამოძუებულს რო გაგიშვებენ სახლში მერე ცრემლები მოიწმინდო -რაღა საქართველო შეგვხდა თორემ მივიგებდითო
ვანჩოპე
09 ნოემბერი 2020 18:59
0
ხრისტოვ ეს ამხელა სიამაყე საიდან? ერთი რამ გახსოვდეს,,რომ არც ჩვენი ბიჭები არ არჩევენ ბუმბულს....
საქმე100
09 ნოემბერი 2020 18:37
0
კი, მათი ფეხბურთელები უკეთეს ლიგებში თამაშობენ, მაგრამ უკვე გამოჩნდა წინა ორი თამაშით რომ ფავორიტი არცერთი არ არის, მაქსიმალურად თანაბარი გუნდებია ორივე და როგორც პანდევმა თქვა ვისაც უფრო მეტად უნდა გამარჯვება ის გაიმარჯვებს
ტარასა
09 ნოემბერი 2020 18:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული