ფინალამდე მიმავალი გზა ასე დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2018 წლის 6 სექტემბერს, "ასტანა არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო... პირველი გიორგი ნავალოვსკის ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი იყო. რომ არა "ნავალა", არავინ იცის, ვიქნებოდით თუ არა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში...

შემდეგ კი კიდევ ერთი გიორგის, ამჯერად ჩაკვეტაძის ბენეფისის დროც მოვიდა - "ჩაკვემ" ულამაზესი გოლი გაუტანა ყაზახებს და ესეც ჩვენი საფინალო გზის უმნიშვნელოვანესი საწყისი ეტაპი იყო.

ჩაკვეტაძემ მესამე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა - კარგი პასი გაუკეთა ვაკო ყაზაიშვილს. ვაკომ დაარტყა,
მეკარემ მოიგერია და ავტოგოლი - მატჩი მოვიგეთ.

ასე დაიწყო ფინალისკენ მიმავალი გზა...



მკითხველის კომენტარები / 10 /
3 burts gavutant
Irakli
11 ნოემბერი 2020 21:19
0
უფრო ორიგინალური იქნება ყოველი ქომაგის სახლზე თუ კორპუსზე ფნჯრიდნ თუ აივნიდან საქართველოს დროშა ავაფრიალოთ და საქართველოს ჰიმნი ერთხმად ვიმღეროთ ტრანსლირება ლაივში შესაძლებელია ფეხბურთელებმაც რომ პირდაპირ ეთერში მოედნის მონიტორზე დაინახონ ეს უკვე ოპერატორების მონდომებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ არც ისე ძნელია გამოხატო თანადგომა და ერთობა
ჩორნა
11 ნოემბერი 2020 00:04
0
წინ ! საქართველო ! საქართველო ! საქართველო ! საქართველო ! საქართველო ! საქართველო ! საქართველო !
ჯანსული
10 ნოემბერი 2020 23:36
0
ხალხო, გულით და სულით დადექით ნაკრებთან და ვიცი რომ ბიჭები თავს არ დაზოგავენ. კორონა სახუმარო არ არის და ასეთ გქაუმართავ ქვეყანაში როგორიც ჩვენი სამშობლოა ყველამ თავი უნდა დაიზღვიოს და ერთმანეთს გაუფრთხილდეთ. არ ღირს მოედანზე და ან რომელიმე თავშეკრების ადგილებზე მისვლა თუ გინდ ეკლესია იყოსდა არც ეს მიტიგები არის სასარგებლო. საქართველო ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ამიტომ იფიქრეთ იმაზე რომ მატჩი ტარდება ასეთ საშინელ მდგომარეობაში მთავარია ჩატარდეს და არ გადაიდო და გუნდი ჩვენ გვერდში დგომას მაინც იგრძნობს
niko
10 ნოემბერი 2020 23:06
1
ირაკლი გეთანხმები გული მეც მტკივა რომ ეულად გვიწევს აღნიშნვა მაგრამ იცი ჩემს სოფელში ბოლო 20 დღის განმავლობაში 14 ასაკოვანი გარდაიცვალა მოუფრთხილდეთ ასაკოვან ხალხს გულით გთხოვთ..
ჩორნა
10 ნოემბერი 2020 21:51
1
კობი, კახი და მიშა! თქვენ მოგმართავთ. მიიღეთ დროულად გადაწყვეტილება... წესი არ გვინდა დავაღვიოთ, მაგრამ ეულად ისტორიული მატჩის ყურებას არავინ აპირებს. ( უბრალოდ წარმოუდგენელია ემოციის არგაზიარება ასოდენ ღირებული მატჩის მიმდინარეობისას) მოიფიქრეთ რაღაც გონივრული და ხვალ დღის ბოლომდე გვაცნობეთ
ირაკლი
10 ნოემბერი 2020 20:25
0
მეორე გოლის დროს ყაზაიშვილმა სრულიად თავისუფალ ჩაკვეტაძეს პასი არ მიცა,უხეიროდ დაარტყა და გოლი შემთხვევით გავიდა.დაავიწყდა ამ კაცს ფეხბურთი.ვაისი მაინც არ ეშვება,იძახებს,თან ძირითადში აყენებს.კაცს ვერ ატყუებს,პასს მარტო უკან იძლევა,მოკლედ მოედანზე ზარალია
ნუკრი
10 ნოემბერი 2020 19:45
4
ჯერ მოგვეგო და მერე დაგედოთ ესეთი ვიდეო, რა იცით ეს წინასწარ ხოლმე
ზორბეგი
10 ნოემბერი 2020 18:40
4
თუ არ ამოვტენეთ ვერ გავალთ ისე და ყაზაიშვილის ბუთის თრევა დაგვღუპავს!!
კახა
10 ნოემბერი 2020 17:53
3
1-1 მთავრდება ძირითადი და პენლებში ვიგებთ)
c
10 ნოემბერი 2020 15:13
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული