ფინალამდე მიმავალი გზა ასე დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2018 წლის 6 სექტემბერს, "ასტანა არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო... პირველი გიორგი ნავალოვსკის ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი იყო. რომ არა "ნავალა", არავინ იცის, ვიქნებოდით თუ არა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში...

შემდეგ კი კიდევ ერთი გიორგის, ამჯერად ჩაკვეტაძის ბენეფისის დროც მოვიდა - "ჩაკვემ" ულამაზესი გოლი გაუტანა ყაზახებს და ესეც ჩვენი საფინალო გზის უმნიშვნელოვანესი საწყისი ეტაპი იყო.

ჩაკვეტაძემ მესამე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა - კარგი პასი გაუკეთა ვაკო ყაზაიშვილს. ვაკომ დაარტყა,
მეკარემ მოიგერია და ავტოგოლი - მატჩი მოვიგეთ.

ასე დაიწყო ფინალისკენ მიმავალი გზა...



მკითხველის კომენტარები / 10 /
3 burts gavutant
Irakli
21:19 11-11-2020
0
უფრო ორიგინალური იქნება ყოველი ქომაგის სახლზე თუ კორპუსზე ფნჯრიდნ თუ აივნიდან საქართველოს დროშა ავაფრიალოთ და საქართველოს ჰიმნი ერთხმად ვიმღეროთ ტრანსლირება ლაივში შესაძლებელია ფეხბურთელებმაც რომ პირდაპირ ეთერში მოედნის მონიტორზე დაინახონ ეს უკვე ოპერატორების მონდომებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ არც ისე ძნელია გამოხატო თანადგომა და ერთობა
ჩორნა
00:04 11-11-2020
0

სიახლეები პოპულარული