მაკედონიელთა ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებულია

AutoSharing Option
gol.mk-ის ცნობით, "ლევანტეს" ნახევარმცველმა ენეს ბარდიმ ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის ვალენსიაში დაბრუნდება.

ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს, რაც საკმაოდ დიდი დანაკლისი მათთვის იქნება.

"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რაც ოდესმე შეიძლება ეროვნულ ნაკრებში ჩამეტარებია, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავალთ. მაგრამ თქვენ სტრესისა და ემოციურობის ფონზე არ უნდა ითამაშოთ, რადგან ამან შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს.

ყველამ იცის, ეს მატჩი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 90 წუთი, რომელმაც შეიძლება იმხელა წარმატება
მოგვიტანოს, რამხელაც მაკედონიას ჯერ არ
ჰქონია. იმედია, გავიმარჯვებთ და ისტორიას დავწერთ," - განაცხადა მაკედონიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან. სასწორზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური დევს.



მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი დანაკლისი ჩვენთან შედარებით რა მოსატანია
დავით 67
12 ნოემბერი 2020 18:52
0
დღევანდელი მაკედონიის ნაკრების მთავარი გამწევი ძალა მთავარი ტრიო არიან: ადემი, ბარდჰი და ელმასი. მათ გარეშე ბებერი პანდევიც დიდ არაფერს წარმოადგენს. მე მგონი მაგ სამიდან არცერთი არ იქნება რაც ძაან, ძაან მაგარი ფაქტია.ხვალ ვიგებთ!
შაკო
11 ნოემბერი 2020 19:08
0
ელმასი იქნება მაგრამ 2კვირა იქნება არ უთამაშია და ფორმაც დაკარგული ექნება რიტმიდან იქნება ამოვარდნილი. ჯანზე ვინც ყავთ ალიოსკი და ბებერი პანდევია და მართლა სირცხვილი ჩვენ რა პანდევი თუ ვერ გავაჩერეთ 42წლის მართლა არაფერი გვესაქმება ევროპაზე! ალიოსკის კი ზურიკო დაასაქმებს ისე რომ ვეღარც მოიცლის შეტევისთვის
ვატო
12 ნოემბერი 2020 00:07
0
თუ ეს ლევანტეს ფეხბურთელი და ასევე ზაგრების დინამოს და ნაკრების კაპიტანი ადემი არ იქნებიან რომელსაც ასევე ტრამვა აქვს, სერიოზული დანაკლისები იქნებიან მაკედონიასთვის.
ziko
11 ნოემბერი 2020 16:57
0
იმის საშუალება მაინც მოგვცენ, რომ მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის გამარჯვება ქუჩაში ვიზეიმოთ, ისე როგორც ეს ხდებოდა 1981 წლის 13 მაისს!!!...
buba
11 ნოემბერი 2020 14:32
1
მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით მაგის გარად 2 ძირითადის ფეხბურთელს კორონა დაუდგინდა და ისინიც ვერ დაეხმარებიან ...
bejo
11 ნოემბერი 2020 14:21
0
როგორ უნდა გვაბოლებდნენ თუ ტიპი საქართველოში არაა ...
bejo
11 ნოემბერი 2020 14:20
0
ძვირფასო ადმინისტრაციავ, ძალიან იგვიანებთ ახალ ამბებს ამ მატჩთან დაკავშირებით. ეგ ამბავი დილიდან იყო ცნობილი. გარდა ამისა - 2 ძირითადის ფეხბურთელს - რისტოვსკის და ველკოვსკის კორონა დაუდგინდათ და ისინიც არ ჩამოსულან თბილისში.
თუმცა თქვენგან რა გასაკვირია, ჩვენს ფეხბურთის ფედერაციას სძინავს სრული შემადგენლობით. ის 2 ფეხბურთელი გუშინდლამდე ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და 99 პროცენტით სხვებსაც გადადეს. ანუ ეპიდაფეთქებაა მაგ ნაკრებში ჩვენებმაკი უბრობლემოდ შემოუშვეს ქვეყანაში.
ფედერაციამ უნდა ამოიღოს ხმა ამ დროს და მათი სამედიცინო შემოწმება მოითხოვოს. თხოვნაა თქვენთან: იქნებ დაუკავშირდეთ ვინმეს ფედერაციაში და ჰკთხოთ რა ზომებს ატარებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. წესით ჟურნალისტებს მაინც უნდა გაგცენ პასუხი.
ჯეკო
11 ნოემბერი 2020 14:07
2
მაგრად ღადაობ ბრატ ხოიცი... რა ფედერაცია რის ფედერაცია? შენობა კი არის მაგრამ იქ არავინ მუშაობს ფარდებს ობი მოედო უკვე... სკამები ბიზნესები ატკატები ამ სამიდან რამე თუ დაგაინტერესდება უცებ მოგისმენენ სხვა ყველაფერი კიდიათ ძმა.
ნიკა
12 ნოემბერი 2020 00:04
0
ამათი დედა ვატირე დამაზეპირებინეს ამ უაზრო ფეხბურთელების გვარები :D არამგონია გვაბოლებდნენ დღეს ვარჯიში აქვთ და კორონიან ფეხბურთელებს ხოარ შეურევენ სხვა მოთამაშეებს და ამ ბარდისაც თუ ტრამვა აქვს საღამოს გამოჩნდება იქნება თუ არა ვარჯიშზე... ადემის ამბავიც გვითხრან ვარჯიშზე რაღაც იტკინაო და იმედია იმ კვირაშო მოიხოდება :D ეს ბიჭები თუ გამოაკლდათ აი მაშინ კი მართლა უნდა გადავახიოთ თავზე ბურთი კვიპროსის მოთამაშეები რჩებათ და ევროპაში სკამზე მყარად მჯდომი სასტავი. ბებერ პანდევს კანკო მიხედავს და ალიოსკის კვარა ისე დაასაქმებს შეტევისთვის აღარ ეცლება
ვატო
11 ნოემბერი 2020 14:06
0
რამეს არ გვაბოლებდნენ
ქობულეთიდან
11 ნოემბერი 2020 13:54
0
ჩვენთვის ჩაკვეტაძის გამოკლება არანაკლები დანაკლისია (თუ უფრო მეტი არა). ასე რომ, თანაბარ მდგომარეობაში ვართ.
ლაშა
11 ნოემბერი 2020 13:47
0

სიახლეები პოპულარული