მაკედონიელთა ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებულია

AutoSharing Option
gol.mk-ის ცნობით, "ლევანტეს" ნახევარმცველმა ენეს ბარდიმ ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის ვალენსიაში დაბრუნდება.

ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს, რაც საკმაოდ დიდი დანაკლისი მათთვის იქნება.

"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რაც ოდესმე შეიძლება ეროვნულ ნაკრებში ჩამეტარებია, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავალთ. მაგრამ თქვენ სტრესისა და ემოციურობის ფონზე არ უნდა ითამაშოთ, რადგან ამან შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს.

ყველამ იცის, ეს მატჩი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 90 წუთი, რომელმაც შეიძლება იმხელა წარმატება
მოგვიტანოს, რამხელაც მაკედონიას ჯერ არ
ჰქონია. იმედია, გავიმარჯვებთ და ისტორიას დავწერთ," - განაცხადა მაკედონიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან. სასწორზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური დევს.



მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი დანაკლისი ჩვენთან შედარებით რა მოსატანია
დავით 67
18:52 12-11-2020
0
დღევანდელი მაკედონიის ნაკრების მთავარი გამწევი ძალა მთავარი ტრიო არიან: ადემი, ბარდჰი და ელმასი. მათ გარეშე ბებერი პანდევიც დიდ არაფერს წარმოადგენს. მე მგონი მაგ სამიდან არცერთი არ იქნება რაც ძაან, ძაან მაგარი ფაქტია.ხვალ ვიგებთ!
შაკო
19:08 11-11-2020
0

სიახლეები პოპულარული