gol.mk-ის ცნობით, "ლევანტეს" ნახევარმცველმა ენეს ბარდიმ ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის ვალენსიაში დაბრუნდება.
ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს, რაც საკმაოდ დიდი დანაკლისი მათთვის იქნება.
"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რაც ოდესმე შეიძლება ეროვნულ ნაკრებში ჩამეტარებია, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავალთ. მაგრამ თქვენ სტრესისა და ემოციურობის ფონზე არ უნდა ითამაშოთ, რადგან ამან შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს.
ყველამ იცის, ეს მატჩი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 90 წუთი, რომელმაც შეიძლება იმხელა წარმატება
მოგვიტანოს, რამხელაც მაკედონიას ჯერ არ ჰქონია. იმედია, გავიმარჯვებთ და ისტორიას დავწერთ," - განაცხადა მაკედონიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან. სასწორზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური დევს.
მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკედონიასთან მატჩამდე! [VIDEO]
"მაკედონიამ იცის, რომ მეორე ნომერია..." - შოთა არველაძე [VIDEO]
თუმცა თქვენგან რა გასაკვირია, ჩვენს ფეხბურთის ფედერაციას სძინავს სრული შემადგენლობით. ის 2 ფეხბურთელი გუშინდლამდე ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და 99 პროცენტით სხვებსაც გადადეს. ანუ ეპიდაფეთქებაა მაგ ნაკრებში ჩვენებმაკი უბრობლემოდ შემოუშვეს ქვეყანაში.
ფედერაციამ უნდა ამოიღოს ხმა ამ დროს და მათი სამედიცინო შემოწმება მოითხოვოს. თხოვნაა თქვენთან: იქნებ დაუკავშირდეთ ვინმეს ფედერაციაში და ჰკთხოთ რა ზომებს ატარებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. წესით ჟურნალისტებს მაინც უნდა გაგცენ პასუხი.