კურტუა განაცხადს მიღმა დარჩა - ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ევროპის ჩემპიონატისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობაზე "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას ვერ ვიხილავთ.

მეკარეები: კოენ კასტელსი (ვოლფსბურგი), ტომას კამინსკი (ლუტონი), მატს სელსი (ნოტინგემ ფორესტი)

მცველები: ტიმოთი კასტანი (ლესტერი), მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე), ვუტ ფასი (ლესტერი), ტომას მუნიე (ტრაბზონსპორი), არტურ ტეტი (რენი), იან ვერტონგენი (ანდერლეხტი), ზენო დებასტი (ანდერლეხტი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ორელ მანგალა (ლიონი), ამადუ ონანა (ევერტონი), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), არტურ ვერმეერენი (ატლეტიკო), აქსელ ვიტსელი (ატლეტიკო), ასტერ ვრანქსი (ვოლფსბურგი)

შემტევები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ), იანიკ ფერეირა კარასკო (ალ შაბაბი), შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (რომა), დოდი ლუკებაიო (სევილია), ლოის ოპენდა (ლაიფციგი), ლეანდრო ტროსარი (არსენალი).

შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლუნინი რომ კაცს სასტავიდან ამოაგდებს რა უნდა ნაკრებში. არ მითხრათ ახლა ტრამვის ბრალიაო, ნოიერსაც ქონდა ტრამვა, მარა როგორც კი ფეხზე დადგა ეგრევე დააყენეს.
zura
00:26 29-05-2024
1
რა დე ბრუინი კობიაშვილის ბრალია.
სსს
20:49 28-05-2024
2

სიახლეები პოპულარული