ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
სული, გული, ძვალი, ხორცი, ყველაფერი უნდა ჩადონ ამ თამაშში ვინც მოედანზე გავა, დანაკლისი დიდია მაგრამ მათაც აქვთ დანაკლისი, საქრთველოს ნაკრები დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რო ევროპაზე გავიდეთ,აი იქ კი კვარაცხელიაც, ჩაკვეტაძეც,კიტეიშვილიც და ანანიძეც რომელიც ასევე მაგრად გვაკლია ხვალინდელ მატჩში, ფორმაში მყოფი ანანიძე თავისი ბურთის დაჭერით სულ სხვაა,ეს ფეხბურთეთელები რო საქართველოს ხვალინდელ მატჩში ყავდეს მაკედონიასგან აღარაფერს დატოვებდნენ ამაში ყველა დამეთანხმებით ალბათ,მაგრამ ვინც იქნება ხვალინდელ მატჩში დარწმუნებული ვარ ბოლომდე და გულიანად ითამაშებენ, მჯერა გამარჯვება საქართველოს დარჩება.
ziko
11 ნოემბერი 2020 18:35
0
მაყურებლის შეზღუდული რაოდენობა მაინც დაგეშვათ სტადიონზე, ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მაგრად გაგვიჭირდება
ალეკო
11 ნოემბერი 2020 17:40
2
აბა თქვენ იცით ბიჭებო არაუშავს ბოლომდე ითამაშეთ და კარებში დაარტყით .
გოგი
11 ნოემბერი 2020 19:45
0
ღმერთო შენ გადმოგვხედე. ეს რა ხდებააა, ეს რა უბედურებააა?!!! მაინც მჯერა რომ გავიმარჯვებთ! იმის გაფიქრებაც კი მზარავს, ვაი რომ წავაგოთ. მიდით ლომებო, საქართველოს სჯერა თქვენი!
შოთა
11 ნოემბერი 2020 19:12
0
ხვიჩას არ ყოფნააა...... ეს რა თქვით ხალხნო ?? ეს რა უბედურება სჭირს ნაკრებს ? ეს რა ჯანდაბაა? ბატონო ვლადიმერ რა პაპუნაშვილი? რა პაპუნაშვილი?? პაპუნაშვილი რომ გამოიყვანოთ ხვალ ძირითადში დასრულდა ესეიგი ამდენი წვალება უაზროდ! რა დროს პაპუნაშვილია? ხარაიშვილი მაინც იყოს განაცხადში ... ეჰ რა! კარგით რა მართლა! ოქქრი - შენ მოგმართავ მეგობარო - აბა შენ იცი!! შენ უნდა აიღო შენ თავზე ის გადამწყვეტი გოლი! შენი კი ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა
გადასარევი გიორგი
11 ნოემბერი 2020 19:06
6
გასკდა გული აღარ შემიძლია სულ საათს ვუყურებ ბიჭების იმედი მაქვს მჯერა ითამაშებენ თავის ფეხბურთს და ღმერთიც გადმოგვხედავს უპარტონო უმთავრობო მიუსაფარ ხალხს )))
ვატო
11 ნოემბერი 2020 23:51
1
ოჰ. ხედავ შენ, ჯერ კიდევ როდის გამოუცნია? ნამდვილი ვანგა ხარ ვაის))))) რატომ უმდა მოვიგოთ მხოლოდ ერთით მეტი ბურთით და არა ორით ან სამით, შე კურდღელო?
ვანგაშვილი
11 ნოემბერი 2020 17:50
29
ეხლა ვიშვიშის დრო არაა თავდადება და ბოლომდე ვრძოლა გამოიღებს სედეგს, ყვითელი ბარათების და მითუმეტეს წითელი ბარათის გარეში, აბა წარმატებები ჩვენს ნაკრებს სულმოუთქმენლათ ველი ნანატრ გამარჯვებას
კობა
11 ნოემბერი 2020 19:44
0
მეცოდება ვაისი ასე არ შეიძლება გულწრფელად მეცოდება
Gio
11 ნოემბერი 2020 18:52
4
Gmertma qnas movigot magram babuca pataraiastan aris shetanxmebuli ro sixaruli gamovxatot?
Milani
11 ნოემბერი 2020 18:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული