საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"მოგესალმებით, მადლობა ყველას დადებითი ემოციისათვის. არ დავიწყებ იმის თქმას, რომ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, ისედაც ვიცით, რომ ყველასთვის ოცნების თამაშია, წარმატების მიღწევა ჩვენი თავისთვის, მთელი საქართველოსთვის გვინდა.
რთულია, როცა მეგობარს ოცნების მატჩს კორონავირუსი ჰპარავს, ძნელია ამის გამო აცრემლებული მეგობრის ნახვა.
ვაისის ნაკრების მთავარი პლუსი გუნდურობა და შეკრულობა იყო. გვაკლია ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ვართ. მათ გარეშე რთულია,
ბევრი ლაპარაკი
შეგვიძლია, თუმცა მთავარია გულშემატკივარს მოედანზე ვაჩვენოს ეს. შიგნიდან ცეცხლი გვიკიდია, ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება მატჩი.
დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც სახლიდან, სოციალური ქსელებიდან გვიჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს".
"მოგესალმებით, მადლობა ყველას დადებითი ემოციისათვის. არ დავიწყებ იმის თქმას, რომ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, ისედაც ვიცით, რომ ყველასთვის ოცნების თამაშია, წარმატების მიღწევა ჩვენი თავისთვის, მთელი საქართველოსთვის გვინდა.
რთულია, როცა მეგობარს ოცნების მატჩს კორონავირუსი ჰპარავს, ძნელია ამის გამო აცრემლებული მეგობრის ნახვა.
ვაისის ნაკრების მთავარი პლუსი გუნდურობა და შეკრულობა იყო. გვაკლია ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ვართ. მათ გარეშე რთულია,
ბევრი ლაპარაკი
დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც სახლიდან, სოციალური ქსელებიდან გვიჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს".
ჭკვიანია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
რა უნდა ამას ტობოლში. გაცილებით უკეთეს გუნდს იმსახურებს.
ევროპაზე რო გავალთ შეიძლება გრანდებიც დაინტერესდეს