საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო
გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, რისტოვსკი, ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 25 /
მინდვრის საფარი რას გავს მერამდენე თამაშია უკვე ეს ხო შეიძლება მიიხედოს. თორე ისე მაგრად გვეთამაშენ აშკარად გვჯობდენ იცოდნენ რას და რისთვის აკეთებსნენ. 2 ტაიმი პრესინგი გვეთამაშენ გვაჯობეეს.
იმედა
12 ნოემბერი 2020 23:21
0
Politikosebis akciebze KI ar virbinot amaze unda gamovidet da movtxovot pasuxi kobiashvils datovos pederacia da datovos nakrebi vaisma
Dato
12 ნოემბერი 2020 23:19
0
განადგურებული ვარ. ისევ ვერ გაუძლეს წნეხს,ვიყოთ გულახდილები და გვაჯობეს. ვულოცავ მაკედონიას სანუკვარი მიზნის მიღწევას,დღეს ისინი უკეთესები იყვნენ.ალბათ ვერც დივიზიონს მოვიგებთ.ციკლი დამთავრდა და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ლევანმა და ვაისმა.იღბალმაც ზურგი გვაქცია. ერთადერთი კარგი ის არის რომ ეს თამაში არ წაუგიათ ხვიჩას, გიოს, ოთარს,ზურიკოს და ლევანს.. ეს ფსიქოლოგიური კუთხით მომავალში გამოგვადგება. წავაგეთ უშანსოდ, უბედურება ის არის რომ ეს ლოგიკური იყო.. ლევან არ გაქვს მორალური უფლება დარჩე პრეზიდენტად, უნდა წახვიდე.. პასუხისმგებლობის აღებაც ვაჟკაცობაა!

ლაშა
12 ნოემბერი 2020 23:15
0
Cha. J. M. Uli sakartvelos pexburts pederacia midi levan kenchi iyare kide ert ori propesia daamate MARTO pederacia da parlamenti cotaa ise aketeb sakmes pu sheni ertic
Dato
12 ნოემბერი 2020 23:15
0
კაშიას უდიდესი პატივისცემა მაგრამ კაიხანია აღარაა ნაკრების დონეზე და ჯიუტად რატომ ათამაშწბს ვერ ვხვდები და ამ დროს ხოჭოლავა სათადარიგოა, გვილია და კაჭარავას რაუნდათ ძირითადში (((((( ტაქტიკა სადაა ვინმემ ამიხსნას ((( გოლის მერე მწვრთნელი საერთოდ დაიბნა, შეშინდა და შეცვლაც მაგიტომ დააგვიანა გუნდსაც დაეტყო თამაშზე!!!
ემიგრანტი
12 ნოემბერი 2020 23:09
0
მე ადრე ვწერდი რომ ვაისს ყავს თავისი ლუბიმჩიკები ყაზაიშვილი ოქრიაშვილი კაშია, რატომ არ ათამაშა ხოჭოლავა სწრაფები დავითაშვილი საბა ლობჟანიძე? 89 წუთზე აკეთებ შეცვლას, მე ვფიქრობ ვაისი არის სასწრაფოდ გასაშვები
ბეღურა
12 ნოემბერი 2020 23:08
0
მე დავწერე ერთი წლის უკან, ვაისი ვერ გაიყვანს ნაკრებს ევროტურნირზე!
1. ჩაკვემ მიაგებინა გუნდს, მე ვაისის აზრები ვერ ვნახე მოედანზე მაშინ, ახლა კი კვარა ქაჩავდა!!
დღეს იყო ანტი ფეხბურთი!!!
ბევრი საერთოდ არაა აზრზე რას თამაშობენ!!
საქართველოში მოკვდა ფეხბურთი!!
ამტკვდა გული, !!
ვაის შენ ტაკტიკას შევ...ცი
Geo
12 ნოემბერი 2020 23:08
0
აქამდე ვიცოდი, რომ 89-ე წუთზე ლიდერი გუნდის მწვრთნელი აკეთებდა ცვლილებას დრო რომ გაეყვანა, ვაისმა ეს სტერეოტიპი დაანგრია. მოკლედ, უჭკვიანესი ვაისი საქართველოს პრეზიდენტად (სალომეზე ნაკლები ქართული არც ამან არ იცის), ხოლო უდიდესი გავლენის მქონე კობიაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მიეყვანა - საქართველოს პრემიერად.
დინამოელი
12 ნოემბერი 2020 23:05
1
საქართველოს ფეხბურთელების ეს თაობა არ იმსახირებდა ევროპაზე გასვლას რეალურად ამ ეტაპამდე 18-19 წლის ბიჭებმა მოგვიყვანეს რომლებიც დღეს არ თამაშობდნენ შედეგიც ლოგიკურია
გიორგა
12 ნოემბერი 2020 23:02
0
წეღან დავწერე და დისლაიკებით აივსო პოსტი როცა ნაკრებში ხარ და არის გადამწყვეტი თამაში და შენ ბოლოს 2თვის უკან გაქ ფეხბურთი ნათამაშები მესი ხარ თუ რონალდუ რომ დაგაყენოს მწვრთნელმა და შენც გახვიდე უნამუსოდ.... ხოჭოლავას არ დაყენება იქნებოდა ტიპმა რეალის ინტერის ფეხბურთელებს თანაბრად ებრძოლა... საბას ან ზურიკოს არ გამოყენება იქნებოდა? პაპუნაშვილმა ბოლოს გასულ წელს ითამაშა და ეხლა აქ გამოიყვანა მოედანზე... კაცის მოტყუება და წინ წასვლა შეუძლია 2 ფეხბურთელს ამ ნაკრებში ვინც დღეს ყავდა ვაის საბას და ზურიკოს... არცერთს არ მისცა დრო და ამ კაცს უნდოდა მკვდარი ფეხბურთელებით თამაშის მოგება?
სწორია
12 ნოემბერი 2020 23:21
0
არა რა ეხლა უნდა დავწერო ვაისზე, ეს დედანაქაჩი რა თამაშს აგებ, ცვლილება დამატებით დროში როგორ უნდა გააკეთო დრო გაგყავს? მეორე ტაიმს რომ მწვრთნელები იგებენ მაგაზე აღარაფერს არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ ორი თამაშის მერე წავა, მაგრამ ჩვენ რა? ხო და იმ ორ თამაშს თუ მოვიგებთ ძალიან გამიკვირდება, ფსიქოლოგიური ფაქტორია უკვე
ეჰ, რას იზავ?
12 ნოემბერი 2020 23:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული