საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო
გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, რისტოვსკი, ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 25 /
მინდვრის საფარი რას გავს მერამდენე თამაშია უკვე ეს ხო შეიძლება მიიხედოს. თორე ისე მაგრად გვეთამაშენ აშკარად გვჯობდენ იცოდნენ რას და რისთვის აკეთებსნენ. 2 ტაიმი პრესინგი გვეთამაშენ გვაჯობეეს.
იმედა
23:21 12-11-2020
0
Politikosebis akciebze KI ar virbinot amaze unda gamovidet da movtxovot pasuxi kobiashvils datovos pederacia da datovos nakrebi vaisma
Dato
23:19 12-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული