ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
გოლის მერე არავინ ფეხს აღარ ანძრევდა, პირველი შეცვლა კი მეოთხმოცე წუთზე მოხდა ჩვენს ნაკრებში,არ ვიცი რა ვთქვა უკომენტაროდ
გიორგი
13 ნოემბერი 2020 00:36
0
ახლა კი არა, კაი ხნის წინ უნდა გაეპროტესტებინათ. მაგალითად მაშინ, ე.წ ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ იქმნებოდა, საკუთარი საახლობლოს სარჩენად. მარა ვინ რას გააპროტესტებდა?!ნახევარი მაგ სალაფავს არის მიმდგარი. მარტო ვაისის ბრალი ყოფილა :)
1234
13 ნოემბერი 2020 09:34
1
დ მოიფიქრეს ბიჭებმა გაუადვილეს "ცხოვრება" ნაცვლად იმისა რომ შეერცხვინათ მწარე კითხვები დაესვათ პროტესტი მოიფიქრეს თუმცა ესენი არიყვნენ ერთხმად რომ უჭერდნენ მხარს ვაისის დარჩენას არაადეკვატურები არაპროფესიონალები ვინც თქვენ ჟურნალისტები დაგარქვათ ან სამსახურში მიგიღოთ ნახევარზე მეტი წინადადებას ვერ აყალიბებს თავმობმულად
კახა
13 ნოემბერი 2020 00:48
2
ყველაფერის ვასიზე გადაბრალება არასწორია რა თქმა უნდა, მაგრამ არის ბევრი ნიუანსი რასაც შეიძლება შეეცვალა შეხვედრის ბედი. გუშინ ჩვენს გარდა 3 მსგავსი შეხვედრა იყო და იქაც ანალოგიურად მასპინძელი 0-1 მარცხდებოდა და ყველა შეხვედრაში მასპინძლემა შეცვლები დაახლოებით 60 წუთიდნ დაიწყეს და ყველგან შედეგს მიაღწიეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ვინც მოედანზე იყო იმათ არაფერი გამოსდიოდათ. ქეცბაიას მსგავსად მანაც იცის ფეხბურთელების ამოჩემება, მაგალითად ვერანაირად ვერ ვხვდები გუშინ რატომ ითამაშა კაშიამ ხოჭოლავას ნაცვლად, როდესაც ხოჭოლავამ 3 კვირის წინ რეალს მოუგო მადრიდში და კაშიას გუნდში არ უთამაშია კაი ხანია,თან რა გუნდში, სადაც უფრო ფულის საკეთებლად არის წასული ვიდრე ფეხბურთის სათამაშოდ.ანალოგიურად ყაზაიშვილზე, მესმის რომ სხვაზე ნიჭიერია, მაგრამ მარტო ნიჭი რომ არაფერია ფაქტია.
სიმართლე
13 ნოემბერი 2020 09:59
0
აქამდე უნდა დაგეხვია, შენც და კობიაშვილმაც. დავაი კ ჩორტუ!
კ ო მ ბ ლ ე
13 ნოემბერი 2020 03:25
2
რა შუაშია პრემიები? ტრენერი არ ვარგა, ფეხბურთელები არ ვარგანან, უფრო სწორედ, არ გვყავს, ორი სამის გამოკლებით. სათამაშო სქემა არა გვაქვს. ბავშვთა ფეხბურთი ფასიანია. მეტი მიზეზი გინდათ ფეხბურთის დასაღუპად? საკმარისი არ არის?
და რაც მთავარია. ქვეყანას პატრონი არ ყავს და ხვალის იმედი არ გვაქვს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 ნოემბერი 2020 02:42
0
ყოჩაღ ჟურნალისტებო, რომ დატოვეთ, მანამდე სად იყავით? ერთ ადგილს რომ ულოკავთ 5 წელია, თქვენი ბრალიცაა, ეს, რაც მოხდა და ამაში დიდი წვლილი მიგიძღვით
vaso
13 ნოემბერი 2020 00:31
2
არც ამ გაყიდული ჟურნალიუგების მჯერა! მინიმუმ ორი წელია აშკარად ჩანდა რომ ვაისი არაადეკვატურად ირჩევდა ტაქტიკას და საერთოდ ვერ აკეთებდა შეხვდება, ვერ კითხულობდა თამაშს და ვერ ცვლიდა ვერაფერს, ახლა გამოდგნენ ესენიც მაგრები?! წაქცეულს დააჭირეს წიხლი
Bs
13 ნოემბერი 2020 00:22
0
რა ქნას,დიდმა ტაქტიკოსმა, დაიკერა, დიდ მაყუთზე ვერ თქვა უარი.
მამუკა
13 ნოემბერი 2020 00:11
7
უჩაკვეტაძოთ და უკვარაცხელიოთ ისევ ის ნაკრები იყო გუშინ, უსუსური ყველასთან შეშინებული რომ აგებდა, ესეა ფეხბურთელები არ გვყავს სამწუხაროდ, ვაისის ტაქტიკა არ გაიშვას მაგას ჩაკვეტაძემ გააქაჩინა აქამდე თორემ კაი ხნის გასტუმრებული იქნებოდა საქართველოდან
zmo
13 ნოემბერი 2020 09:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული