ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
რა ვიცი, 1 კვირის წინ კი აირჩია მკითხველმა საუკეთესო მწვრთნელად უკანასკნელ 30 წელიწადში.
უვარგისი მწვრთნელიაო, წერდა აქ ზოგი და დასცინოდა უმრავლესობა.
Ilia
13 ნოემბერი 2020 00:05
1
არვიცი სხვები რასფიქრობდნენ მაგრამ მე შემიძლია გითხრა რომ ჯერ ჩაკვეტაძეს ვაწერდი ნაკრების კარგ თამაშს შემდეგ კი კვარაცხელიას არანაირი ვაისი შმაისი
გიო
13 ნოემბერი 2020 00:34
0
ჟურნალისტების დაბალი დონეც არის იმის მიზეზი რაც გვაქ, არახალია ფედერაციის ქება-დიდებაში რომ არიან მუდამ, რათქმაუნდა არა უფასოდ. სამწუხაროდ საქართველოში ყველა და ყველაფერი იყიდება, დრო დადგა ეგეთი.
დანტე
13 ნოემბერი 2020 00:52
1
ჟურნალისტები ფეხბურთელების ფულზე იყიდებიან,,მაგალითად პირველი არხის სპორტული ჟურნალისტები,სპორტ ტივის, იმედის ოღონ შაურიანები არიან
დანტეს
13 ნოემბერი 2020 01:36
0
კიბატონო ეგრეა
Irakli
13 ნოემბერი 2020 01:05
0
შემთხვევით ეს ის ჟურნალისტები ხომ არ არიან, აი ქეცბაიას ლამის სტუდიაში რომ ცემდნენ და ვლადიმერ ვაისს ხუთი წელი რომ ეფერებიან. თქვენი ჟურნალისტობა არ გაიშვას
ფეხბურთი
13 ნოემბერი 2020 04:20
0
ეგეც უკულტურობაა! რომ დატოვეთ, ამით ვაისს მოაკლდა რამე, ფედერაციას, თუ ქართულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს ეშველათ? გასაგებია, რომ ვაისმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ პრესკონფერენციაზე რომ მიდიხართ, მწვრთნელის აზრი არ გაინტერესებთ?
: )))))))
13 ნოემბერი 2020 01:06
2
შეცდომები მწვრთნელის:
1. კაშიას დაყენება
2. დავითაშვილისათვის შანსის არ მიცემა
3.დვალის და ოქრის დროზე შეუცვლელობა
4.დაგვიანებული შეცვლები
5. არ გადადგომა პოსტიდან
პრაგმატისტი
13 ნოემბერი 2020 00:08
0
ჟურნალისტების პროტესტი გვაკლდა კიდე.
აბა, ხვალ წვიმაა გამოცხადებული და გავაპროტესტოთ.
როგორც სხვა ყველაფერში აქაც ზეემოციურობა და გადაბრალება.ნაკრებს კიდე ორი თამაში აქვს ამ დღეებში!!
ჟურნალისტებო, პროტესტი კი არ უნდა ამ ყველაფერს, არამედ სწორი ანალიზი, რაც თქვენ, ქართველ ე.წ სპორტულ ჟურნალისტებს, არ შეგიძლიათ.
გენა
13 ნოემბერი 2020 05:22
7
დღეს რა გუნდიც იყო მოედანზე ვაისი კიარა: ანჩელოტი,მაურინიო,კლოპი,ალეგრი,კაპელო,ჰიტცფელდი,ჰაინკესი,გვარდიოლა,დელ ბოსკე და კიდევ კრუიფი,მიხელსი და ფეოლაც რომ გააცოცხლო და ესენი ყველა საქართველოს მწვრთნელად დანიშნო არაფერი არ შეიცვლება!!!სამი პასი ზედიზედ ვერ გაუკეთებიათ,ბურთს ნორმალურად ვერ იღებენ:(:(:(
ლაშა
13 ნოემბერი 2020 00:49
4
ეგ მწვრთნელები შენ რო ჩამოთვალე ჩემო მეგობარო სხვა შემადგენლობას დააყენებდნენ ეს ერთი და შემდეგ მაგ მწვრთნელებს წაგებული თამაშების შემობრუნება შეუძლიათ ამიტომ არიან დიდი მწვრთნელები და ვაისი კიდე დიდი.....
თემო
13 ნოემბერი 2020 01:34
0
2წლის უთამაშებელი ხალხი რო გამოყავს მოედანზე ვაკო პაპუნა და კაშია.. კარიერის პიკშია ხოჭოლავა და სკამზე ტოვებ... ბუდუს არ იძახებს და კაჭარავა გყავს მოუხერხებელი არსება... ამის მერე რაღა კლოპი და მაურინიო გინდა? გუნდი რო აგებს და კაცის მომტყუებელი არ ყავს გუნდს ლობჯანიძე რო გამოყავს ერთი სარის მაგივრად მეორე სარი იმ სარს ბურთს ვინ აუტანს ცხონებული პაპაჩემი? საბა და ზურიკო ორი სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე სკამზე აყურყუტებს და პირველ შეცვლას 83წუთზე ვინ აკეთებს? დებილი არაა ვაისი. აქ სხვა რამის სუნი დგას...
ხოხ
13 ნოემბერი 2020 01:42
1
ღირსია, 55-ე წუთიდანნრომ აგებ ჯერ ორი მცველი შემიგყავს და 91-ზე თავდამსხმელი მაგიტო !!!! მშიშარა
recondite
13 ნოემბერი 2020 00:05
1
92 წუთზე დავითაშვილის გამოყვანა რაიყო ეს შე ბედშავო? სეურცხვა ნამუსი ჯერ იმას ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა, მერე კალაძეს და კობიაშვილს და მერე კიდე იმას ვინც სტადიონზე გულშემატკივრების დაშვება აკრძალა.
შოთა
13 ნოემბერი 2020 00:09
2
30 წდლიწადია ყველაფერში დედა გვაქვს ნატირები, სულ ყველფერში ,პოლიტიკაში ბიზნესში განათლებასა და კულტურაში და ასევე სპორტშიც..... და ვისი ბრალია ეს ყველაფერი... უტვინო და გამოსირებული 4 მილიონი ქართველის ბრალია.... ყველამ ჩავიხდედოთ ჩვენს გულებში რა გავაკეთეთ ისეთი რამ რო რამეში ვიყვნეთ ძლიერები....რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო... ყველანი ჩვენ ვართ დამნაშავეები და არა მარტო ფეხბურთელები.....გატოკეთ ტვინი ქართველებო იქნებით ძლიერები.......
ისე რა
13 ნოემბერი 2020 00:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული