ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
ვითხოვ ყველა ქართველი გულშემატკივარის სახელით გამოიძიონ როგორც ფეხბურთელების კოვიდით დაავადება ასევე ვაისიც ხო არაა თამაშის გაყიდვაში გარეული. ისე ფულის გამო რა არ ხდება
გიორგი
09:03 14-11-2020
0
იქ იყავით და შეკითხვები არ დაუსვით და წამოხვედით? ესე არ შეიძლება. გეკითხათ ყველაფრის შესახებ რის გამოც დღეს გულშემატკივრები ლამის დავიხოცოთ. თუნდაც დაგვიანებული ცვლილებების გამო. ვაისს შეეძლო განწირული კაცის ნაბიჯი გადაედგა და გამოეყენებინა ეს ცვლილებები, როგორც ფერგიუნსონმა 98 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააკეთა და შეიძლებოდა გაგვმართლებოდა, მაგრამ სად იყო იმის გარანტია, რომ მე-60 წუთიდან ცვლილებების განხორციელება ჩვენს გუნდში, უარეს არეულობას არ გამოიწვევდა და მეორე და მესამე გოლს არ მივიღებდით? - ამის შესახებაც მოგეთხოვათ პასუხი. თუ გულშემატკივრებმა ვიმტვრიოთ თავი ამაზე აქ?
P.S
შოტლანდიამ გულშემატკივრების გარეშე სტუმრად 120 წუთი იომა სერბეთის წინააღმდეგ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელთა ფეხბურთელები ყველამ იცით სადაც თამაშობენ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელმაც 2 წლის წინ მსოფლიო თასზე იასპარეზა, ეს სერბეთი შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვეს იმიტომ რომ ი ო მ ე ს ი ო მ ე ს.

გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ კომენტარს.
გულდათუთქული გულშემატკივარი
17:28 13-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული