ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
რაც ეს კაცია მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებს ჩავთვალოთ მწვრთნწლი არ ყავდა, კაცმა რომელმაც არ იცის ცვლილების მნიშვნელობა და დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შემოყავს ფეხბურთელი მოვალეობის მოხდის მიზნით, რაზე უნდა ელაპარაკო, მაგას თავი დავანებოთ, ერთხელ არ დაუყენებია შემადგენლობა რომელიც იმსახურებდა თამაშს, ათამაშა უთამაშებელი ყაზაიშვილი და დავითაშვილი სკამზე დატოვა, ათამაშა კაშია ასევე უთამაშებელი და ხოჭოლავა, კაცი რომელიც ერთი კვირის წინ ლიგაზე მგლებს ეთამაშებოდა სკამზე დატოვა, მაკარიძე რამდენჯერაც კარში ჩადგა ყოველთვის უფრო დმააჯერებელი იყო ვიდრე ლოროა და ეს ჯიუტად ლოროას აყენებს, რომ ხედავ მთელი ტაიმი გვილია მოჩვენებასავით დადის გაიყვანე რა შესვენებაზე და შემოუშვი აბურჯანია, ჯერ ერთი წინა თამაშში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორეც, ჯარიმა რომ დაინიშნოს დამრტყმელი მაინც გეყოლება სტადიონზე. აქამდე რაც მოვედით ეს იყო ორი ტალანტის ჩაკვეს და კვარას დამსახურება, არანაირი მწვრთნელის ხელი. ყველას გვახსოვს როგორ თამაშობდა ცხადაძის ნაკრები, პოლონეთმა კი მოგვიგო სამით ნოლი მაგრამ, ვისაც ეგ თამაში ახსოვს დამეთანხმება რომ თავისუფლად შეიძოებოდა ჩვენ მოგვეგო, უბრალოდ არ გაგვიმართლა, მერე ბოლო წუთებზე ლევანდოვსკიმ გაიტანა და აიჭრა გუნდი. გინდაც გერმანიასთან რა თამაში ვითამაშეთ. ეს ტალანტწბი რომ კახას ხელში, მაგრამ ეჰ. აქ რაღაც არ მოეწონათ წუწუნა კობიაშვილს და პრანჭია კალაძეს და გაუშვეს კაცი, ხოდა რაც გამოვიდა კი ვნახეთ, უღოს ეხლა ცოლს სურათები კალაძემ და დადოს ინსტაგრამზე. და რომელ ჟურნალისტიკაზე ვლაპარაკობთ ყველა ერთხმად რომ იძახდა ცხვრებივით მთავარი შედეგიაო? შედეგს დებდა ორი ბიჭი და თუ ჟურნალისტი ხარ, ტვინი და ერთი ადგილიც უნდა გქონდეს, რომ გაანალიზო ეს ყველაფერი და მერე თქვა ან დაწერო.
გიორგი
13 ნოემბერი 2020 08:27
2
სტატიის ავტორს: განაგრძეთ ვაკო ყაზაიშვილზე კრიტიკული კომენტარების ბლოკირება და აფარეთ ხელი
არდილეს
13 ნოემბერი 2020 08:15
1
არ წაუგია ნაკრებს. გაგვიყალბეს! მაკედონიას 1:0 მოგება დაუწერეს. არ ემთხვევა ციფრები! პანდევი მოედანზე საერთოდ არ იყო, არადა გოლი ჩაუწერეს! გადადგეს უეფა! არიქა პროტესტი!
ჩიჟი ბიჟის ხომ არ გასინჯავთ გეთაყვა?!
13 ნოემბერი 2020 07:20
8
წააგეთ? აბა ჰე, სასწრაფოდ დაიწყეთ ქუჩის აქციები ქართველებო. გაყალბებულია შედეგი! ჩვენ მოვიგეთ და მაგათ გაყალბებით 0:1დაგვიწერეს!! პანდევს საერთოდ არ უთამაშია და გოლი როგორ დაუწერეს?
არ უნდა შეეგუოთ. აბა, შევუტიოთ.
ჰო, უგულავა და კიდე ვინმე ნაცები ჩართეთ ამ პროცესში აუცილებლად. რაც არ უნდა იყოს, გამოცდილი ხალხია.
ბანდა
13 ნოემბერი 2020 06:20
14
ჟურნალისტების პროტესტი გვაკლდა კიდე.
აბა, ხვალ წვიმაა გამოცხადებული და გავაპროტესტოთ.
როგორც სხვა ყველაფერში აქაც ზეემოციურობა და გადაბრალება.ნაკრებს კიდე ორი თამაში აქვს ამ დღეებში!!
ჟურნალისტებო, პროტესტი კი არ უნდა ამ ყველაფერს, არამედ სწორი ანალიზი, რაც თქვენ, ქართველ ე.წ სპორტულ ჟურნალისტებს, არ შეგიძლიათ.
გენა
13 ნოემბერი 2020 05:22
7
შემთხვევით ეს ის ჟურნალისტები ხომ არ არიან, აი ქეცბაიას ლამის სტუდიაში რომ ცემდნენ და ვლადიმერ ვაისს ხუთი წელი რომ ეფერებიან. თქვენი ჟურნალისტობა არ გაიშვას
ფეხბურთი
13 ნოემბერი 2020 04:20
0
დავიღალე სხვადასხვა ქვეყნის გუნდებისა და ნაკრებების გულშემატკივრობით ოფიციალურ ფორუმებზე,როდემდე....
ბაჩი
13 ნოემბერი 2020 04:13
0
აქამდე უნდა დაგეხვია, შენც და კობიაშვილმაც. დავაი კ ჩორტუ!
კ ო მ ბ ლ ე
13 ნოემბერი 2020 03:25
2
პროტესტი თორემ თქვენც არ მყავდეთ მარად ჭეშმარიტების მღაღადებელნი
rasa
13 ნოემბერი 2020 02:54
0
თავიდან ბოლომდე მწვრთნელის ბრალია, გუნდი გუნდს არ გავდა, არანაირი ტაქტიკა, ცვლილებები ხო ვაისის ყველაზე სუსტი წერტილია, ვერავინ აუხსნა ამდენი ხანი ამ კაცს, რომ ცვლილებები ცოტა ადრეა საჭირო, ყოველთვის აგვიანებდა და დღესაც მაგრად დააგვიანა!
გიორგი
13 ნოემბერი 2020 02:51
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული