ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
მე არ ვიცი ვინ რა დატოვა მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე მძიმე იყო არავის უნდოდა წაგება მაგრამ მოხდა. შემადგენლობა შეცდომით იყო დაყენებული.
გიორგი
13 ნოემბერი 2020 01:42
4
მაკედონიამ პრემიები დაუწესა ფეხბურთელებს მოგების შემთხვევაში და ჩვენ რას დავპირდით?ესენი რო პატრიოტები არ არიან და ნუთუ ამას აქამდე ვერ მიხდა ფედერაცია ან მთავრობა...გადაეგდო 10 მილიონი ბოლობოლო ჩვენ მოსახლეობა ავაგროვებდით და მივცემდით.შევარცხვინე მთელი ფედერაციაც და ფეხბურთელებიც კი არდარბოდნენ სეირნობდნენ მოედანზე.
არაფერი გეშველებათ
13 ნოემბერი 2020 01:38
23
ვაისი რომ ჩამოიყვანეს, მალევე, რამდენიმე თამაშის მერე დავარქვი კურდღელი და მგონი არც შევმცდარვარ. სულ ვაპროტესტებდი რატომ იძლეოდა ინტერვიუს რუსულად, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის შეურაცყოფა იყო? ჯერ დვალიშვილზე ჩაიციკლა, მერე ამ ამერიკელებზე, საერთოდ, ამხანაგურ შეხვედრაშიც არ უნდა ათამაშო ფეხბურთელი, როცა ფორმაში არაა. გვილია იყო კარგ ფორმაში და მაგასაც კი არაფერი გამოუვიდა. ამ ხნის განმავლობაში ვაისმა არცერთხელ არ აღიარა თავისი შეცდომა ამა თუ იმ შეხვედრაში. ეს მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს ან უბრალოდ შემოგზავნილია. რბილად რომ ვთქვათ, ტიპიური რუსი ბიდლო-ვანიაა. ამასაც მწვრთნელი უნდა ერქვას და საქართველოზე შეყვარებულ მელიტონასაც? ხოზიკამ რომ გამოგვიცხადა, ვერ დავესწრებოდით თამაშს, მაშინვე გავიფიქრე, რომ ტრიუკები დაიწყეს. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. რეზკად მოქისტეს ხვიჩა და შენგელია. დღეს ვთქვი მე-80 წუთზე გამოუშვებს ზურიკოს-თქო. პირველი ზამენის დრო ზუსტად გამოვიცანი, მაგრამ ზერა რომელიც ორი ტაიმი დაფრინავს როტორში, 90-ზე შემოუშვა. რა უნდოდა ვაკოს მეორე ტაიმში მოედანზე? ან გვილიას? ოქრიც ძალიან იყო დაღლილი უკვე 70-ე წუთისთვის. თევზი თავიდან ყარს. ვის ვგულისხმობ ყველა მიხვდება. ალბათ იმასაც მიხვდებით სად და როგორ დაიგეგმა საქარველოს ნაკრების ვერ გასვლა ევროპაზე. ამიტომაც ბიჭებზე აუგს ვერ ვიტყვი. რა სტრატეგია და ტაქტიკაც დაუსახეს, იმის შესრულებას ცდილობდნენ. სხვათა შორის კარგი მწვრთნელი კარგი ფსიქოლიც უნდა იყოს, მაგალითად ახალკაცის ნაირი. მაშინავ 0-1 ვაგებდით და დიდი ნოდარი სკამიდამაც კი არ წამომდგარა, ისე შემოუტრიალეს ბიჭებმა გერმანელებს თამაში და თასი ავიღეთ. დღეს ვიტალის ტრაგიკულად დაღუპვის დღეა, ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული. ნერვიულობა ეტყობოდათ ბიჭებს და ეს სამწვრთნელო შტაბის ბრალია. ბიჭებს მადლობას ვეტყვი, იმედი მაქვს სომხებს და ესტონეთს უმწვრთნელოდაც მოვუგებთ. აირჩიეთ ჯაბა მოთამაშე-მჭვრთნელად და ამ ორ თამაშში შეცვლებს მაინც გააკეთებს თავის დროზე. საქართველო მტრის ჯინაზე მაინც გაბრწყინდება, ამ ფულის ღორებს რა ეშველებათ, თორემ ხალხი ყველა ვარიანტში გავიხარებთ! სულ მალე კარგი მწვრთნელიც გვეყოლება და ამ ბიჭებით დაკომპლექტებული მოტივირებული ნაკრებიც!
კურდგელი ვაისი და ლენინი მოსკოვიდან
13 ნოემბერი 2020 01:35
3
დატოვეთ ეხლა თქვენც მამულიშვილური საქმე არ გაგეკეთებინოთ რა.აქამდე თქვენ არ აქციეთ ცარსკვლავად? ამაზე მაგარი მწვრთნელი არ გვყოლიაო
გელა
13 ნოემბერი 2020 01:30
0
რა ვერ გაიგეთ ხალხო ყველაფერი პოლიტიკაა.ეს თამაში ჩვენ რო წაგებული გვქონდა თავიდანვე იმითდამტკიცდა რო კვარაცხელიას კორონა დაუდგინეს რაც ძალიან გაუკვირდა რუბინის ბოსებს.ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო ევროპამ წაგვაგებინა სადაც ასე გვინდა შესვლა.ვერ გაიგეთ რო მათ არვჩირდებით?გავა დრო და ეს ყველაფერი გამოაშკარავდება თუ როგორ შეასრულეს დაკვეთა ქარათული ფეხბურთის ბოსებმა.
მუხრან
13 ნოემბერი 2020 01:24
9
ეგეც უკულტურობაა! რომ დატოვეთ, ამით ვაისს მოაკლდა რამე, ფედერაციას, თუ ქართულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს ეშველათ? გასაგებია, რომ ვაისმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ პრესკონფერენციაზე რომ მიდიხართ, მწვრთნელის აზრი არ გაინტერესებთ?
: )))))))
13 ნოემბერი 2020 01:06
2
ჟურნალისტების დაბალი დონეც არის იმის მიზეზი რაც გვაქ, არახალია ფედერაციის ქება-დიდებაში რომ არიან მუდამ, რათქმაუნდა არა უფასოდ. სამწუხაროდ საქართველოში ყველა და ყველაფერი იყიდება, დრო დადგა ეგეთი.
დანტე
13 ნოემბერი 2020 00:52
1
ჟურნალისტები ფეხბურთელების ფულზე იყიდებიან,,მაგალითად პირველი არხის სპორტული ჟურნალისტები,სპორტ ტივის, იმედის ოღონ შაურიანები არიან
დანტეს
13 ნოემბერი 2020 01:36
0
კიბატონო ეგრეა
Irakli
13 ნოემბერი 2020 01:05
0
დღეს რა გუნდიც იყო მოედანზე ვაისი კიარა: ანჩელოტი,მაურინიო,კლოპი,ალეგრი,კაპელო,ჰიტცფელდი,ჰაინკესი,გვარდიოლა,დელ ბოსკე და კიდევ კრუიფი,მიხელსი და ფეოლაც რომ გააცოცხლო და ესენი ყველა საქართველოს მწვრთნელად დანიშნო არაფერი არ შეიცვლება!!!სამი პასი ზედიზედ ვერ გაუკეთებიათ,ბურთს ნორმალურად ვერ იღებენ:(:(:(
ლაშა
13 ნოემბერი 2020 00:49
4
2წლის უთამაშებელი ხალხი რო გამოყავს მოედანზე ვაკო პაპუნა და კაშია.. კარიერის პიკშია ხოჭოლავა და სკამზე ტოვებ... ბუდუს არ იძახებს და კაჭარავა გყავს მოუხერხებელი არსება... ამის მერე რაღა კლოპი და მაურინიო გინდა? გუნდი რო აგებს და კაცის მომტყუებელი არ ყავს გუნდს ლობჯანიძე რო გამოყავს ერთი სარის მაგივრად მეორე სარი იმ სარს ბურთს ვინ აუტანს ცხონებული პაპაჩემი? საბა და ზურიკო ორი სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე სკამზე აყურყუტებს და პირველ შეცვლას 83წუთზე ვინ აკეთებს? დებილი არაა ვაისი. აქ სხვა რამის სუნი დგას...
ხოხ
13 ნოემბერი 2020 01:42
1
ეგ მწვრთნელები შენ რო ჩამოთვალე ჩემო მეგობარო სხვა შემადგენლობას დააყენებდნენ ეს ერთი და შემდეგ მაგ მწვრთნელებს წაგებული თამაშების შემობრუნება შეუძლიათ ამიტომ არიან დიდი მწვრთნელები და ვაისი კიდე დიდი.....
თემო
13 ნოემბერი 2020 01:34
0
დ მოიფიქრეს ბიჭებმა გაუადვილეს "ცხოვრება" ნაცვლად იმისა რომ შეერცხვინათ მწარე კითხვები დაესვათ პროტესტი მოიფიქრეს თუმცა ესენი არიყვნენ ერთხმად რომ უჭერდნენ მხარს ვაისის დარჩენას არაადეკვატურები არაპროფესიონალები ვინც თქვენ ჟურნალისტები დაგარქვათ ან სამსახურში მიგიღოთ ნახევარზე მეტი წინადადებას ვერ აყალიბებს თავმობმულად
კახა
13 ნოემბერი 2020 00:48
2
ადრე გაგეკეთებინათ ეგ პროტესტი ახლა შედეგი გვექნებოდა. წესით თუ ცოტა ნამუსი დარჩა კობიაშვილს ისიც უნდა გადადგეს. ნუ მთავრობაზე რა ვთქვა, არ უნდა გადადგომა. მადლობა მაინც ვუთხრა. მე ჩვენი ნაკრების მჯერა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. მაგარი თაობა წამოვიდა. კაი დამრიგებელი უნდათ ამათ და ცოტა იღბალიც რომ არ იავადმყოფონ.სწორი ტაქტიკით და და თუ ჯანმრთელად გვეყოლება მოთამაშეები შეილება შესარჩევიდანაც გასვლა. წარმატება ბიჭებო მომავალში. და ერთიც გუნდს კაი ფსიქოლოგი არ აწყენდა.
Koba
13 ნოემბერი 2020 00:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული