ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
ვითხოვ ყველა ქართველი გულშემატკივარის სახელით გამოიძიონ როგორც ფეხბურთელების კოვიდით დაავადება ასევე ვაისიც ხო არაა თამაშის გაყიდვაში გარეული. ისე ფულის გამო რა არ ხდება
გიორგი
14 ნოემბერი 2020 09:03
0
იქ იყავით და შეკითხვები არ დაუსვით და წამოხვედით? ესე არ შეიძლება. გეკითხათ ყველაფრის შესახებ რის გამოც დღეს გულშემატკივრები ლამის დავიხოცოთ. თუნდაც დაგვიანებული ცვლილებების გამო. ვაისს შეეძლო განწირული კაცის ნაბიჯი გადაედგა და გამოეყენებინა ეს ცვლილებები, როგორც ფერგიუნსონმა 98 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააკეთა და შეიძლებოდა გაგვმართლებოდა, მაგრამ სად იყო იმის გარანტია, რომ მე-60 წუთიდან ცვლილებების განხორციელება ჩვენს გუნდში, უარეს არეულობას არ გამოიწვევდა და მეორე და მესამე გოლს არ მივიღებდით? - ამის შესახებაც მოგეთხოვათ პასუხი. თუ გულშემატკივრებმა ვიმტვრიოთ თავი ამაზე აქ?
P.S
შოტლანდიამ გულშემატკივრების გარეშე სტუმრად 120 წუთი იომა სერბეთის წინააღმდეგ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელთა ფეხბურთელები ყველამ იცით სადაც თამაშობენ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელმაც 2 წლის წინ მსოფლიო თასზე იასპარეზა, ეს სერბეთი შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვეს იმიტომ რომ ი ო მ ე ს ი ო მ ე ს.

გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ კომენტარს.
გულდათუთქული გულშემატკივარი
13 ნოემბერი 2020 17:28
0
უნგრეთის მეკარეს დაჭერილი ბურთი გაუვარდა ხელიდან მაგრამ ბოლო 5 წუთში მოიგეს თამაში. თუ არ იომე ვერ მოიგებ. ჯარიმას ვერ ვურტყამთ, კუთხურს ვერ ვაწოდებთ, კაცს ვერ ვატყუებთ,გამოდგებულ ბურთს სტადიონს ვაცილებთ, კარგ ნორმალურ პასს ვერ ვაკეთებთ და როგორ მოიგებ თამაშს ასე არ ვიცი. კლასი უნდა გვქონდეს კლასი. კლასი არის ტოპ ლიგებში. სადაც ვთამაშობთ ის კლასი არაა საკმარისი. შეცვლები ხო საერთოდ ტრაგედია იყო ამ კაცისთვის ამოიჩემებდა ერთი და იგივე შემადგენლობას და მორჩა, ხოჭოლავა და დავითაშვილი უნდა გამოსულიყო მე-60 წუთზე. 90-ზე მესი და რონალო ვერ გვიშველიდა ერთად.
777
13 ნოემბერი 2020 16:05
0
რა გაუტრაკეთ ამ ფეხბურთელებს, როგორც შეეძლოთ ითამაშეს. რა საფეხბურთო სკოლა და ფიზმომზადებაც გაიარეს ადრეულ ასაკში იმის იქით მაგრად ვეღარ განვითარდებიან. მოდი დედა ვაგინოთ ყველა იმ გუნდის მწვრთნელს ვისთანაც ჩვენი ფეხბურთელი 38 ტურში სამ გოლს გაიტანს ან სულ სკამზე იჯდება. როგორც ვხედავ ქართული ფეხბურთიდან მხოლოდ ამით იღებთ თქვენ სიამოვნებას.
mmm
13 ნოემბერი 2020 13:41
1
და რა შუაშია ვაისის პროტესტი ან რა პროტესტი ერთი გონიერი კაცი როგორ არაა რო კითხვის დასმა არ მოუნდა თუ კითხვები არ გქონდათ?
სანდრო
13 ნოემბერი 2020 13:32
0
1.არავის აზრად არ მოგვსვლიათ გეკითხათ, ვინ და რა მიზნით გაუწია რეკომენდაცია ვაისს? ჩაძიებოდით ამ საკითხს ბოლომდე, არ მითხრათ ახლა ფედერაციამ აღმოაჩინა ყაზახეთის ჩემპიონატშიო.
2.კარგ მწვრთნელად რა პრინციპით მონათლეთ, გუნდი რომ გაიყვანა მსოფლიოზე? ამ პრინციპით ბორა მილუტინოვიჩი ყოფილა ყველაზე დიდი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში.
3.კაცი ხუთი წელია გეღადავებათ, გახსოვთ მისი - "ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები-ო" ამას რომ მწვრთნელი იტყვის აპრიორში დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის გარტყმაში არა ის ხალხი ვისაც ეუბნება და მართალიც გამოდგა, უპასუხეთ რამე? შეარჩინეთ.
4.მართალი იყო ლობანოვსკი როცა ამბობდა "არ არსებობს ფეხბურთი ჟურნალისტიკის გარეშე"-ო და თქვენი ეს პროტესტიც ამის ნათელი დადასტურებაა.
goga
13 ნოემბერი 2020 13:13
3
მხოლოდ ჩემი პირადი აზრია ეს ვფიქრობ რომ ეს თამაში იყო გაყიდული მე ვერავის დავადანაშაულებ მაგრამ ჩემი აზრით თამაში გაიყიდა.
გიო
13 ნოემბერი 2020 13:00
17
ყველაზე მეტი პრეტენზია ვაისთან გვქონდა დაგვიანებულ შეცვლებზე, მაგრამ ჟურნალისტებმაც ხომ არ დააგვიანეთ პროტესტი?
rati 74
13 ნოემბერი 2020 12:49
1
გასაგებია, რომ ვაისმა შეცდომები დაუშვა გუშინაც და მანამდეც. 5 წელი იმუშავა ამ ნაკრებში და ჰქონდა თავისი დადებითიც, დაასრულა საქმე და მიდის კიდეც, მაგრამ ვინც მას შეცვლის, ის როგორ აპირებს მოცემული მოთამაშეებით წარმატების მიღწევას, ეგ არის საინტერესო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარტო მწვრთნელის წასვლით არ მოგვარდება პრობლემა.
: )))))))
13 ნოემბერი 2020 12:48
1
Is Fuli rac gaaketes federaciashi unda moxmardes kartul fexburts
Ramdok
13 ნოემბერი 2020 12:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული