ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები მისმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ "ტვიტერით" გაავრცელა.
"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს.
ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - განაცხადა ვაისმა.
ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე
ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს
ჩემი ახლობლებთან ვიცი რა გულიანი კაცია თემური!მაგარი ჯიგრიანი კაცი!