ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."
ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.
P.S
შოტლანდიამ გულშემატკივრების გარეშე სტუმრად 120 წუთი იომა სერბეთის წინააღმდეგ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელთა ფეხბურთელები ყველამ იცით სადაც თამაშობენ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელმაც 2 წლის წინ მსოფლიო თასზე იასპარეზა, ეს სერბეთი შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვეს იმიტომ რომ ი ო მ ე ს ი ო მ ე ს.
გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ კომენტარს.